დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი თებერვლისათვის 19.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 627.1 მლნ ლარით 3.2 პროცენტით ნაკლებია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით ნაკლები). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 100.9 მლნ ლარით ანუ 0.9 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.6 პროცენტით) ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 728.0 მლნ ლარით ანუ  8.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 6.5 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 35.65 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.35 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.6 პროცენტი შეადგინა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

ჩვენ გირჩევთ

რომელი ქვეყნები იზიდავენ ყველაზე მეტ ინვესტიციებს

კორუფციის რეიტინგში საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაურესდა

რომელი ქვეყნები იზიდავენ ყველაზე მეტ ინვესტიციებს

რომელი ქვეყნები იზიდავენ ყველაზე მეტ ინვესტიციებს

დეპოზიტები საბანკო სექტორი ეროვნული ბანკი

წინა სტატია

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
27 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
27 თებერვალი, 2018
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა