წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.7 პროცენტამდე შემცირდა

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.7 პროცენტამდე შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.7%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 28%-ით არის გაზრდილი.

თებერვალში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის (0.4%-ით), თამბაქოს (2.1%-ით) და რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურების გაძვირებამ განაპირობა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (7.4%-ით) გაიზარდა.  სატრანსპორტო მომსახურების ფასები 2.9%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 7.4%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4.3%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *