RAZER-ის კრიტიკული დღეები

მინ-ლიან ტანი, შესაძლოა, აზიის ახალ ტექნოლოგიურ გიგანტს ქმნიდეს, მაგრამ Razer-ის წაგებები უკვე შთამბეჭდავ სახეს იღებს. 

რაც თავი ახსოვს, მინ-ლიან ტანს დღე-ღამეში ოთხ საათზე მეტი არ უძინია. მისი უძილობის მიზეზი, ბოლო დროს, THX-ს უკავშირდება. ჯორჯ ლუკასის მიერ დაფუძნებული ეს აუდიოკომპანია ტანმა გასულ ოქტომბერს იყიდა, თუმცა საფასურს არ ამხელს. "მოლოდინი დიდია, რომ გართობის სფეროში ზრდის მოწმენი გავხდებით, იქნება ეს კინო, მუსიკა თუ სხვა, – ამბობს ტანი, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, შავი პერანგი და ლურჯი ჯინსი აცვია. – ეს ამბავი ძალიან გვახარებს". 

40 წლის ტანმა ბოლო რამდენიმე წელიწადი Razer-ის ცნობადობის გაზრდაში გაატარა. ეს სინგაპურსა და სან-ფრანცისკოში დაფუძნებული 12 წლის კომპანია ყველაზე მეტად კომპიუტერული თამაშებისთვის განკუთვნილი ლეპტოპებითა და აქსესუარებით არის ცნობილი. 2015 წლის ივლისში Razer-მა Android-ის სათამაშო ხელსაწყოთა შემქმნელის, Ouya-ს პროგრამული უზრუნველყოფის აქტივები იყიდა. ხოლო 2017-ში Android-ის ტელეფონების მწარმოებელ Nextbit-ს დაეპატრონა. ნოემბრისთვის, ზუსტად იმ დროს, როცა Razer-ი პირველად საჯარო შეთავაზებას აკეთებდა (რა დროსაც ტანმა კომპანიაში $1.6 მილიარდის ტოლფასი 34%-იანი წილი შეინარჩუნა), კომპანიამ თავის პირველ ჭკვიან ტელეფონს ახადა ფარდა.   

მთელ ამ აქტიურ პროცესში კი Razer-ის $20-მილიონიანი მოგება (2014-ში) – ჯერ $20-მილიონიან (2015-ში), ხოლო შემდეგ, 2016-ში, $60-მილიონიან წაგებად იქცა.

ტანის ამბიციები ოდნავადაც არ გაფერმკრთალებულა. "ცხოვრება ხანმოკლეა", – ამბობს ის. 

ჩვენ გირჩევთ

5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიები ქართულ ავიაბაზარზე

უახლესი Galaxy S9|S9+

5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიები ქართულ ავიაბაზარზე

5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიები ქართულ ავიაბაზარზე

RAZER მინ-ლიან ტანი მილიარდერები

წინა სტატია

დამალული ციფრები
05 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

არამდგრადი სახელმწიფოების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 79-ე ადგილზეა
05 მარტი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა