2006-2016 წლებში ვიზიტორების ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

ვიზიტორები ტურისტების გარდა ადამიანების იმ კატეგორიას მოიცავს, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათზე ნაკლები დრო გაატარეს (მათ შორის ტრანზიტი). მსოფლიო ბანკი მსოფლიოს ქველა ქვეყნის ვიზიტორების სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს. დღეისათვის მონაცემები 2016 წლის ჩათვლით არის გამოქვეყნებული.

2006 წლიდან 2016 წლამდე ყველაზე მეტჯერ ბელარუსში ჩასული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა - 105.9-ჯერ. მეორე ადგილზე ბუტანია, სადაც ვიზიტორების რაოდენობა 12.1-ჯერ გაიზარდა. მესამე ადგილზე კი საქართველოა 6.5-ჯერ ზრდით. 2016 წელს საქართველოში 6 361 000 ვიზიტორი შემოვიდა, 5.4 მილიონით მეტი, ვიდრე 2006 წელს. 2017 წელს საქართველოში შემოსულმა ვიზიტორების რაოდენობამ 7.6 მილიონი შეადგინა, თუმცა, მსოფლიო ბანკს ჯერ 2017 წლის მონაცემები თავის სტატისტიკურ ბაზებში ასახული არ აქვს.

თუ ვიზიტორების ზრდას რაოდენობის მიხედვით ვნახავთ (და არა ზრდის ტემპს), 2006 წელთან შედარებით, 2016 წელს ყველაზე მეტად აშშ-ში ჩასული ვიზიტორების რაოდენობაა გაზრდილი - 24.6 მილიონით. შემდეგ ტაილანდი მოდის 18.7 მილიონით. ყველაზე დიდი შემცირება უკრაინაშია, სადაც 2016 წელს 5.6 მილიონით ნაკლები ვიზიტორი ჩავიდა, ვიდრე 2006 წელს.

ცხრილი: 10 ქვეყანა, სადაც 2006 წლიდან 2016 წლამდე ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტჯერ გაიზარდა

ქვეყანა

 2006

 2016

ზრდა, ჯერადობით

ბელარუსი

89,000

  9,423,500

105.9

ბუტანი

17,300

    210,000

12.1

საქართველო

983,000

  6,361,000

6.5

კონგო

  46,000

    224,000

4.9

ტიმორ-ლესტე

  14,000

     66,000

4.7

მიანმარი

630,000

2,907,000

4.6

მონტენეგრო

378,000

1,662,000

4.4

ალბანეთი

937,000

 4,070,000

4.3

ისლანდია

422,000

1,792,000

4.2

ლაოსი

  842,000

3,315,000

3.9

წყარო: მსოფლიო ბანკი

ჩვენ გირჩევთ

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 1 კვირაში $128 მილიარდით შემცირდა

2018 წლის ოსკარის გამარჯვებულების სრული სია

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 1 კვირაში $128 მილიარდით შემცირდა

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 1 კვირაში $128 მილიარდით შემცირდა

ტურიზმი ვიზიტორები ტურიზმი საქართველოში მსოფლიო ბანკი

წინა სტატია

არამდგრადი სახელმწიფოების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 79-ე ადგილზეა
05 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

რომელი ქვეყნის ეკონომიკები იზრდება ყველაზე მეტად რეგიონში
05 მარტი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა