რომელი ქვეყნის ეკონომიკები იზრდება ყველაზე მეტად რეგიონში

ISET 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მშპ-ს 3.4%-ით ზრდას პროგნოზირებს. კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, 2017 წელს ქვეყნის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი ბოლო 5 წელში ყველაზე მაღალი იყო, რასაც ხელი შეუწყო ერთის მხრივ გაზრდილმა ექსპორტმა და მეორეს მხრივ შიდა ფაქტორებმა.

რეგიონის ქვეყნებიდან, გასულ წელს ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო სომხეთის ეკონომიკის ზრდა - 7.7%. შედარებისთვის, 2016 წელს სომხეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა. 

რუსეთში მშპ-ს წლიურმა ზრდამ 1.5% შეადგინა. 

რეცესიიდან გამოვიდა აზერბაიჯანიც და ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 0.1%-ით გაიზარდა. ჯერ-ჯერობით დაზუსტებული მონაცემი თუ რამდენით გაიზარდა თურქეთის ეკონომიკა, 2017 წელს, გამოქვეყნებული არაა, თუმცა მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზით თურქეთის მშპ-ს ზრდის ტემპი 2017 წელს 6.7% იყო. 

ISET მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი გაზრდილი სამომხმარებლო ფასების ინდექსი იყო. თავის მხრივ ინფლაციის მატების მიზეზად, გარკვეულ პროდუქტებზე გაზრდილი აქციზური გადასახადი და მსოფლიოში ნავთობის ფასის მატება სახელდება. 

დეკემბერში საქართველოდან ექსპორტი წლიურად 49%-ით გაიზარდა. „სავაჭრო სტატისტიკის გაუმჯობესება უმეტესად რეგიონში უკეთეს ეკონომიკურ მაჩვენბლებს უკავშირდება. ასევე ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა ჩინეთმაც. გაიზარდა თამბაქოს ექსპორტიც. ერთადერთი პროდუქტი, რომლის ექსპორტის დეკემბერში შემცირდა თხილი იყო“, - განმარტავენ ISET-ში. ამასთან, ISET მიუთითებს, რომ საჭიროა მეტი დაკვირვება სამომხმარებლო კრედიტების ზრდაზე, რამაც შესააძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს, როგორც საბანკო სისტემაზე, ასევე გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე.

ჩვენ გირჩევთ

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი მედიკამენტი შემოდის საქართველოში

5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიები ქართულ ავიაბაზარზე

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი მედიკამენტი შემოდის საქართველოში

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი მედიკამენტი შემოდის საქართველოში

ეკონომიკური ზრდა მშპ ISET

წინა სტატია

2006-2016 წლებში ვიზიტორების ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა
05 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Aiming Big: Georgia's MyWay Airlines Plans Intercontinental Hub In Tbilisi
05 მარტი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა