ღვინის ექსპორტი იზრდება

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 24,3 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 213% (44292), დიდი ბრიტანეთი - 137% (36108), ესტონეთი - 75% (88326), ისრაელი - 58% (31272), ლატვია - 43% (262110), პოლონეთი - 41% (441202), ნიდერლანდები - 32% (13491), რუსეთი - 30% (7425286), ყაზახეთი - 29% (501282), გერმანია - 27% (109834), უკრაინა - 13%(972976), საფრანგეთი - 9%, (14036) და სხვა. 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (7 425 286), უკრაინა (972 976), ჩინეთი  (559 168), ყაზახეთი  (501 282) და პოლონეთი (441 202).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა. 

ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. 

ჩვენ გირჩევთ

2006-2016 წლებში ვიზიტორების ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი მედიკამენტი შემოდის საქართველოში

2006-2016 წლებში ვიზიტორების ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

2006-2016 წლებში ვიზიტორების ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

ქართული ღვინო ღვინის ექსპორტი

წინა სტატია

IMF: Georgia offers a striking example of successful tax revenue reform
05 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

თებერვალში ტურისტების რაოდენობა 27.1 პროცენტით გაიზარდა
05 მარტი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა