საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ წლის პირველ თვეში 2.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

საანგარიშო პერიოდში, საზღვაო ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 1.3 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის იანვარში 1.2 მლნ ტონისა.

საზღვაო ნავსადგურებში იანვარში 34,585 TEU ერთეული კონტეინერი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.

ყულევისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და შესაბამისად ყულევში 0.1 მლნ ტონა, ხოლო ფოთში 0.6 მლნ ტონა შეადგინა. გადამუშავებული ტვირთების მოცულობა შემცირდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში და 0.3 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო სუფსის საზღვაო ტერმინალში კი 0.4 მლნ ტონამდე გაიზარდა.

ტვირთბრუნვა საზღვაო ტერმინალები ნავსადგური

წინა სტატია

თებერვალში ტურისტების რაოდენობა 27.1 პროცენტით გაიზარდა
05 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2018 წლის მარტის ნომერი
06 მარტი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა