ქართველი მომხმარებლის ქცევის კვლევა

მასტერქარდმა საქართველოში მასტერინდექს კვლევის შედეგები გამოაცხადა. მასტერინდექს კვლევას სხვადასხვა ქვეყანაში რეგულარულად ატარებს მასტერქარდი. მისი მიზანი საგადასახადო ბარათების მოხმარების დონის გამოვლენა, მასთან დაკავშირებული ჩვევების, ასევე სამოტივაციო მიზეზებისა და ბარიერების იდენტიფიცირებაა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კვლევა გადახდის სისტემასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან და სანდო ინფორმაციას იძლევა. მისი გამოყენება პროგნოზების გასაკეთებლად და სამომავლო განვითარების დასაგეგმად შეიძლება. მასტერქარდმა საქართველოში კვლევა პირველად 2012 წელს ჩაატარა. უკანასკნელმა კვლევამ კი შემდეგი ინფორმაცია და ტენდენციები გამოავლინა:

ბარათების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა

მასტერინდექსმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი საბანკო ბარათის მფლობელია. 46 პროცენტს სულ ცოტა 1 სადებეტო ბარათი აქვს, 23 პროცენტს კი – სულ ცოტა 1 საკრედიტო ბარათი. მომხმარებლების რაოდენობა, რომელიც ორივე ტიპის ბარათს ფლობს, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. 2012 წელს მხოლოდ 6 პროცენტი ფლობდა სადებეტო და საკრედიტო ბარათებს, 2013 წელს კი ამ მაჩვენებელმა 15 პროცენტს მიაღწია. ხალხის რაოდენობა, რომელსაც საკრედიტო ბარათი არა აქვს, მცირედით შეიცვალა და ის 49 პროცენტიდან 46 პროცენტამდე ჩამოვიდა. 2013 წელს საგადასახადო ბარათების მფლობელების 43 პროცენტს სულ ცოტა ერთი საკრედიტო ბარათი აქვს.

ნაღდი ანგარიშსწორება მცირდება ბარათით გადახდის ზრდისპ არალელურად

კვლევის თანახმად, ქართველები საგადასახადო ბარათებით ძირითადად 20–250 ლარს იხდიან. თუმცა, ამ გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, ნაღდი ანგარიშსწორება კვლავ დომინანტია. 2012 წელს მოსახლეობის 15 პროცენტი იხდიდა სადებეტო ბარათებით და 2 პროცენტი – საკრედიტო ბარათებით. ახალი კვლევის თანახმად, ამ ციფრებმა 19 და 7 პროცენტს მიაღწიეს. რესპონდენტების უმრავლესობამ – 85-მა პროცენტმა – აღნიშნა, რომ 2013 წელს ისინი ნაღდი ანგარიშსწორებით 20 ლარამდე თანხას იხდიდნენ. აღნიშნული ინდიკატორი 10 პროცენტითაა შემცირებული ერთი წლის განმავლობაში, რადგან 2012 წელს 95 პროცენტი იხდიდა ნაღდი ანგარიშსწორებით. ეს მაჩვენებელი ერთ–ერთი დამადასტურებელი ფაქტორია იმისა, რომ 2012 წელს მცირე თანხაზე უკონტაქტო გადახდების სისტემის შემოღებამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია და მოსახლეობის ბარათით გადახდაზე გადასვლას ხელი შეუწყო. თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ელექტრონიკის, საოჯახო ნივთებისა და ავეჯის მაღაზიები 2013 წელსაც რჩებიან მთავარ ადგილებად, სადაც ნაღდი ანგარიშსწორება დომინანტია გადახდის სხვა მეთოდებთან შედარებით. ამ ადგილებში გასაყიდი საქონელი საკმაოდ ძვირი ღირს და, როგორც მასტერინდექსმა აჩვენა, ამ შემთხვევაში ხალხი კვლავ ნაღდ ანგარიშსწორებას ირჩევს ან შენაძენის დასაფინანსებლად სამომხმარებლო სესხს იყენებს. თუმცა კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას საკრედიტო ბარათს განვადება ურჩევნია. ეს მათთვის უფრო მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელია.

საგადასახადო ბარათებ უმეტესად მაღაზიებსა და მარკეტებში გამოიყენებენ

მომხმარებლები სადებეტო ბარათებს უმეტესად თვეში 1–3–ჯერ იყენებენ ძირითადად ბანკსა და ბანკომატში თანხის გასანაღდებლად, მარკეტში საკვების საყიდლად ან მაღაზიაში ტანსაცმლის შესაძენად. ხალხის რაოდენობა, ვისაც არასდროს გამოუყენებია სადებეტო ბარათი, მნიშვნელოვნად შემცირდა. 2012 წელს მათი რიცხვი 29 პროცენტი იყო, უახლესი კვლევის მიხედვით კი მხოლოდ 5 პროცენტია. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საკრედიტო ბარათს ძირითადად საკვების ან ტანსაცმლის საყიდლად ან კომუნალური გადასახადების დასაფარად იყენებს.

უკონტაქტო გადახდების მაჩვენებელი მზარდია

ბარათების მფლობელების 8 პროცენტს უკონტაქტო ბარათი აქვს და მას ძირითადად ტრანსპორტში, ისევე როგორც მაღაზიებსა და მარკეტებში იყენებს. მასტერქარდი ამაყად აცხადებს, რომ უკონტაქტო ბარათების მოხმარება ქვეყანაში საკმაოდ კარგია, რადგან ის ინოვაციაა ქართული საზოგადოებისთვის. მასტერქარდი პიონერია ქართველებისთვის უკონტაქტო ბარათის წარდგენის მხრივ. გამოკითხულთა 65 პროცენტი ამბობს, რომ ისინი უკონტაქტო გადახდის მეთოდს იყენებს მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ციფრულ გადახდას ასევე მიმართავენ ბენზინგასამართ სადგურებში, აფთიაქებსა და ტაქსებშიც. ხალხი უმეტესად 50 ლარამდე თანხის გადახდას ამჯობინებს უკონტაქტო ბარათით.

ქართველებს ლოიალურობის შეთავაზებები აინტერესებთ

მომხმარებელთა 68 პროცენტი და არამომხმარებელთა 63 პროცენტი ამჯობინებს, რომ ლოიალურობის შეთავაზებები სუპერმარკეტებში მიიღონ. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ტანსაცმლის მაღაზიებიც სასურველი ადგილია ქართველებისთვის, სადაც ფასდაკლებას მიიღებდნენ.

ყოველი მეორე ქართველს მოლოდინი აქვს, რომ მის საკრედიტო ბარათს სპეციალური ლოიალურობის შეთავაზება ექნება. გამოკითხულთა ერთი მესამედი აცხადებს, რომ ისინი უფრო გამოიყენებდნენ ბარათებს, თუ ფასდაკლებას ან განვადებას მიიღებდნენ საოჯახო ნივთების, ელექტრონიკისა და ავეჯის მაღაზიებში. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ მათ 12 თვის განმავლობაში მაქსიმუმ 50 ლარის გადახდა შეუძლიათ განვადების ფარგლებში.

ჰაკან აკარი: „ჩვენ მასტერინდექს კვლევას ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის უმეტეს ნაწილში ვატარებთ, რომ გავიგოთ, როგორია მომხმარებელთა მოთხოვნები გადახდის სისტემაში. ეს კვლევა გვეხმარება, რომ ჩვენი გლობალური ცოდნა ადგილობრივ საჭიროებებს დავუკავშიროთ. საქართველოში ჩატარებულმა უკანასაკნელმა მასტერიდექსმა გვაჩვენა, რომ მომხმარებლებს ქვეყანაში მეტად მზარდი ინტერესი აქვთ ლოიალურობის ბარათების მიმართ. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ქართული ბაზარი რაღაც კუთხით უნიკალურია. აქ მეტად სწრაფად მიიღეს უკონტაქტო გადახდის სისტემა. ბაზრის დინამიკურმა ზრდამ საქართველო კონცეფციის წარმატების დამადასტურებლად აქცია მთელი მსოფლიოსთვის. ამ მიმართულებით საქართველოში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მასტერინდექს კვლევა ყოველწლიურად ჩავატაროთ ქვეყანაში, რათა მონიტორინგი გავუწიოთ ბაზარს და ვნახოთ, როგორ იცვლება ის. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მომხმარებლისთვის გადახდები უფრო მოსახერხებელი, უსაფრთხო და დაცული გახდეს“.

მასტერინდექსის შესახებ
მასტერქარდის მასტერინდექსის ფარგლებში 600 ინტერვიუერი გამოიკითხა პირისპირ ჩაწერის მეთოდით თბილისში, საკუთარ სახლებში. ინტერვიუთა 55 პროცენტი ჩატარდა პლასტიკური ბარათების მომხმარებლებთან, 45 პროცენტი კი – არამომხმარებლებთან. კვლევის მიზნობრივი აუდიტორია 18–დან 55 წლამდე ასაკის ქალბატონები იყვნენ. ბარათის მფლობელებიც და არამფლობელებიც კვლევაში თანაბრად არიან წარმოდგენილი, რომ კარგად მოხდეს ბარიერებისა და სამოტივაციო ფაქტორების იდენტიფიცირება. მასტერინდექსი ინფორმაციის სანდო და მნიშვნელოვანი წყაროა გადახდის სისტემებთან დაკავშირებით. უკვე 10 წელია, ის ევროპის, აზიის. ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბევრ ქვეყანაში ტარდება მასტერქარდის მიერ.
 
მასტერქარდის შესახებ
 
მასტერქარდი (NYSE: MA), ), www.mastercard.com, ტექნოლოგიური კომპანიაა გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვოპერირებთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი გადახდების ქსელში. მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, მერჩანტებს, მთავრობასა და ბიზნესებს 210–ზე მეტ ქვეყანაში ერთმანეთთან ვაკავშირებთ. მასტერქარდის პროდუქტები და გადაწყვეტები გამოიყენება ისეთ ყოველდღიურ კომერციულ აქტივობებში, როგორიცაა ვაჭრობა, მოგზაურობა, ბიზნესის წარმოება და ფინანსების მენეჯმენტი. შედეგად ეს ყველაფერი ხდება უფრო მარტივი, დაცული და ეფექტური.
 

 

 

წინა სტატია

წლის მეწარმე - მათთვის, ვინც მიზანს რეალობად აქცევს
16 ივლისი, 2014

შემდეგი სტატია

არის თუ არა უფასო უფასო სახელმძღვანელოები?
17 ივლისი, 2014
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა