პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. უმდიდრეს ადამიანებს შორის 265 ქალია, მათი საერთო ქონება ტრილიონ დოლარს აღემატება, რაც წინა წელთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ელის უოლტონია, რომლის ქონებაც ერთ წელში $33.8 მილიარდიდან $46 მილიარდამდე გაიზარდა. ელისი Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია. აქამდე პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონის ტიტული L'Oreal-ის მფლობელს, ლილიან ბეტანკურს ეკავა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. ბეტანკურის ქონების მეურვე ცხოვრების ბოლო წლებში მისი ქალიშვილი იყო, რომელმაც წელს პლანეტის უმდიდრესი ქალბატონების სიაში მეორე ადგილი დაიკავა - $42.2 მილიარდით.

სიაში მესამე ადგილს სიუზან კლატენი იკავებს, რომელსაც BMW-ში წილი მემკვიდრეობით ერგო. ამჟამად მისი ქონება $25 მილიარდია.

Forbes-ის ყველაზე მდიდარი ქალების სიის პირველი ათეულიდან რვას ქონება მემკვიდრეობით ერგო. ყველაზე მეტი ე.წ. Self-made მილიარდერი ქალი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდანაა. მილიარდერების სიას წელს 42 ქალი შეემატა. ათეულის Self-made მილიარდერი ქალები არიან ავსტრალიელი ჯინა რაინჰარტი და ამერიკელი აბიგაილ ჯონსონი, რომელიც Fidelity Investments-ს ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელსაც ქონება მემკვიდრეობით ერგო, თუმცა კომპანიის და პირადი ქონების ზრდა მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

ფორბსის რეიტინგი მილიარდერთა რეიტინგი მილიარდერები ალის უოლტონი უმდიდრესი ქალები

წინა სტატია

The engineer-supervision company “IGH” opened regional offices in Abastumani, Bagdati, and Sachkhere
07 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 45 მილიონი დოლარით შემცირდა
07 მარტი, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
რეიტინგი | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა