თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 45 მილიონი დოლარით შემცირდა

2018 წლის თებერვალში წინა თვესთან, იანვართან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 45 მილიონი დოლარით (1.6%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 227 მილიონი დოლარით (8.8%-ით) არის გაზრდილი.

2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.81 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 389 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი - 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 28 თებერვალს არსებული რეზერვების მოცულობა 73.5 მილიონი აშშ დოლარით (2.5%-ით) ჩამორჩება.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2018 წლის მარტის ნომერი

ფორბსის მილიარდერთა 2018 წლის რეიტინგი

Forbes Georgia. 2018 წლის მარტის ნომერი

Forbes Georgia. 2018 წლის მარტის ნომერი

უცხოური ვალუტის რეზერვები რეზერვები ეროვნული ბანკი

წინა სტატია

პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები
07 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები
07 მარტი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა