ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მდიდარი ადამიანები

Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2018 წლის სიაში ტექნოლოგიური სფეროს 206 წარმომადგენელია, მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 23-ით გაიზარდა. მათი ქონება ჯამში $1.3 ტრილიონს აღემატება, რაც ,2017 წელთან შეადრებით, 30%-ით მეტია. ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერების 58%-სთვის გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა და მათი ქონება გაიზარდა, ხოლო 13%-ის ქონება შემცირდა.  

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებიდან ყველაზე მეტი აშშ-სა და ჩინეთში ცხოვრობს. ამერიკელი "ტექ-მილიარდერებიდან" უმეტესობა კალიფორნიაში ცხოვრობს. ჯამში სიაში 79 ამერიკელია, 55 მათგანი კი კალიფორნიადანაა.  

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებიდან ქალი მხოლოდ 15-ია. 

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერების 94%-მა ქონება თავად დააგროვა და ის მემკვიდრეობით არ მიუღია.  

სფეროს რეიტინგის სათავეში, ისევე როგორც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში ჯეფ ბეზოსია. Amazon-ის დამფუძნებლის ქონება $112 მილიარდს შეადგენს. ბოლო 12 თვეში კომპანიის აქციები 59%-ზე მეტად გაიზარდა, რამაც მის დამფუძნებელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული მოუტანა. ბეზოსის ქონება წლიურად $39.2 მილიარდით გაიზარდა. ამჯერად ბეზოსი Amazon-ის 16%-ს ფლობს.  

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებში მეორე ადგილს Microsoft-ის დამფუძნებელი იკავებს. ბილ გეიტსი ბოლო 24 წელიწადში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი 18-ჯერ გახდა. ამჯერად მისი ქონება $90 მილიარდია. Forbes-ის სიაში გეიტსი პირველად 1988 წელს მოხვდა და მაშინ მისი ქონება მხოლოდ $1.4 მილიარდი იყო.  

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებში მესამე ადგილს მარკ ცუკერბერგი იკავებს, რომელიც პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზეა. Facebook-ის დამფუძნებლის ქონება $71 მილიარდს შეადგენს. ბოლო ერთ წელში მისი ქონება $15 მილიარდით გაიზარდა, რისი მიზეზიც სოციალური ქსელის აქციების 32%-იანი ზრდა გახდა.  

წლევანდელ რეიტინგს შეემატა რუსი მილიარდერი ანდრეი ანდრეევი, რომელმაც 2006 წელს Badoo დაარსა. ონლაინ გაცნობის პლატფორმას დღეს 377 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს 190 ქვეყნიდან. სიაში მოხვდა პაველ დუროვიც, - Vkontakte-ს დამფუძნებელი.

ჩვენ გირჩევთ

პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ტექნოლოგიური სფერო მილიარდერები მილიარდერთა რეიტინგი ჯეფ ბეზოსი ბილ გეიტსი

წინა სტატია

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოდიან
07 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონი
07 მარტი, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება
რეიტინგი | აგვ, 22, 2018
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა