დიდი ტრანსფორმაცია

კვლევასა და განვითარებაში დაბანდებული ათი წლისა და მილიარდობით დოლარის შემდეგ, ტრადიციულ სიგარეტს რეალური ალტერნატივა გამოუჩნდა - IQOS-ი, რომელსაც, მსოფლიო მასშტაბით, ყოველდღიურად 10 ათასი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას და რომელიც სულ რაღაც 4 წელიწადში, 35 ქვეყანაში, თითქმის 5 მილიონი ადამიანის არჩევანი გახდა. ტრანსფორმაციის ავანგარდში “ფილიპ მორისი” დგას.

როგორც ჩემი მწეველი მეგობრები ამბობენ, ერთი ცალი სიგარეტი და ჭიქა ყავა საკუთარ თავთან დასარჩენად და ფიქრისთვის საუკეთესო საშუალებაა. არ ვიცი, არასდროს გამომიცდია: ფილტვის კიბოსი იმდენად მეშინია, რომ არასდროს მომიწევია და ვფიქრობ, ზედმეტია სულელური ხუმრობები მოხუც ბებიებზე, რომლებიც გამუდმებით ეწეოდნენ და მაინც დიდხანს იცოცხლეს (რაზეც, მართალი რომ ითქვას, მაინც ყველას გვეცინება).

სინამდვილეში “საკუთარ თავთან დარჩენა და ფიქრი” არაფერ შუაშია. სიგარეტზე მიჯაჭვულობის მიზეზები გაცილებით პროზაული და ფიზიოლოგიურია.

სიგარეტის მოწევა ნიკოტინის მოლეკულებს პირდაპირ ტვინში გზავნის და ამას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. შემდეგ ნიკოტინი ტვინის უჯრედების რეცეპტორებს ეკვრის. შედეგად, დოპამინისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების ტალღას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სიამოვნებისა და კომფორტის შეგრძნებებს ააქტიურებს.

ნიკოტინი არ არის ერთადერთი ნივთიერება, რომელიც სიგარეტის მიჩვევას განაპირობებს. მაგალითად, მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მოწევის დროს ტვინში აქტიურდება სხვა მოლეკულებიც, რომლებიც არა მხოლოდ დადებითი განწყობილებების აქტივაციას ახდენენ, არამედ, პარალელურად, ნეგატიურ განწყობილებებს თრგუნავენ.

დასავლურ სამეცნიერო წრეებში დღეს დიდი დავის საგანია - რეალურად, რა იწვევს უფრო დიდ მიჩვევას, ნიკოტინი თუ სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ძირითადად მაშინ გამოიყოფიან, როდესაც თამბაქო იწვის.

ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: მოწევა მწეველი ადამიანების გონებაში ახსნად ჩვევად ყალიბდება, ჩვევაზე უარის თქმა კი მის შეძენაზე უფრო რთულია. ამიტომ ალბათ ლოგიკურია, რომ მწეველთა რაოდენობის მკვეთრად შემცირებას მოკლე პერიოდში არ უნდა ველოდოთ - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამბობს, რომ 2025 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით სიგარეტს ისევ მილიარდი ადამიანი გააბოლებს და ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც დღეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეს სტატისტიკა ერთი შეხედვით კარგი ამბავია თამბაქოს ინდუსტრიისთვის და მისი მოთამაშეებისთვის, მაგრამ მკაცრად რეგულირებულ გარემოში ბიზნესის წარმოება სულ უფრო რთული ხდება. შესაბამისად, დიდ კომპანიებს სულ უფრო მეტად უწევთ იმაზე ფიქრი, როგორ დარჩნენ ბიზნესში, მაგრამ ამავდროულად მომხმარებლებს ისეთი პროდუქცია შესთავაზონ, რომელიც მათ ჯანმრთელობას ნაკლებ ზიანს მოუტანს და მარეგულირებლის ხელში არსებული ყველაზე მხარდაჭერილი ბერკეტი - მწეველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა - სულ უფრო სწრაფად დაკარგავს წონას.

მეცნიერულ შესავალზე ტყუილად არ დამიხარჯავს თქვენი დრო. შეხედეთ, რა არჩევანის წინაშე დგას დღეს ინდუსტრია: (ა) ნიკოტინი უნდა დარჩეს, რადგან მისი “გადაგდება” ვერ ხერხდება და სწორედ ნიკოტინი უკმაყოფილებს ყველაზე უკეთ მწეველ ადამიანს მთავარ მოთხოვნილებას; ამ მოცემულობიდან გამომდინარე, (ბ) კარგი იქნება, თუკი სხვა მავნე ნივთიერებების ზემოქმედება შემცირდება, რომ პროდუქტზე მიჯაჭვულობა შემცირდეს და ჯანმრთელობასაც, პოტენციურად, ნაკლები ზიანი მიადგეს.

ფაქტია, აქამდე არსებულმა არც ერთმა მიდგომამ, რომელიც ზემოთ დასახელებულ პირობებს გაექცა, არ გაამართლა: მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ელექტრონული სიგარეტი, რომელზეც ინდუსტრია ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ მწეველებმა არ მიიღეს, რადგან მას აკლდა მთავარი - თამბაქოსა და მის მოწევასთან დაკავშირებული მთელი რიტუალის ნამდვილი გემო. ამდენად, ბიზნესის გადასარჩენად ინდუსტრიას ერთადერთი გამოსავალი აქვს და მის აღსაწერად, 21-ე საუკუნეში ორი ყველაზე გავრცელებული სიტყვა უნდა დავწერო - ინოვაცია და ტრანსფორმაცია.

რომელ ინოვაციებს უნდა ვადევნოთ თვალი? - სხვადასხვა ორგანიზაციები ამ კითხვას ყოველწლიურად სვამენ და, როგორც წესი, ათეულებს და ოცეულებს ადგენენ იმისას, რამაც შეიძლება ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს და ჩვენზე, სხვადასხვა მიმართულებით, სერიოზული გავლენა მოახდინოს. ზოგჯერ ეს გავლენა ბოლომდე შესწავლილი და დადგენილი არც არის, მაგრამ ცვლილების ტრენდი იმდენად ძლიერია, რომ თვალის დევნება გარდაუვალი აუცილებლობა ხდება.

CitiBank-მა ბლოკჩეინთან და დნმ-ის თანამედროვე კვლევებთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციურ ტრენდად - თამბაქოს წვის გარეშე გაცხელების ტექნოლოგია დაასახელა. გამოცემის შეფასებით, ეს თამბაქოს ინდუსტრიაში ელექტრონული სიგარეტის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა.

ახალი მოწყობილობები თამბაქოს აცხელებენ მისი წვის გარეშე, რაც მწეველს მოწევის გამოცდილებას არ უმახინჯებს, რადგან ის ისევ გრძნობს თამბაქოს (და ნიკოტინის) ნამდვილ გემოს მძაფრი სუნის, გამონაბოლქვის თუ ფერფლის გარეშე. იმის გამო, რომ თამბაქო აღარ იწვის, გაცილებით ცოტა მავნე ნივთიერება გამოიყოფა და ამდენად, მიიჩნევა, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცველი რისკიც პოტენციურად მცირდება.

ინდუსტრია თამბაქოს გაცხელების იდეას რამდენიმე ათწლეულია, რაც ამუშავებს, თუმცა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე ისეთი პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც მწეველების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ეს IQOS-ია და მას “ფილიპ მორისი” აწარმოებს.

IQOS-ი პირველად გასაყიდად ნაგოიაში (იაპონია) 2014 წელს ჩაეშვა. მას შემდეგ ინოვაციური პროდუქტი 35 ქვეყნის ბაზარზე იყიდება. “ფილიპ მორისი” ამტკიცებს, რომ 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში თითქმის 10 ათასი ადამიანი ყოველდღიურად ამჯობინებს ტრადიციულ სიგარეტს IQOS-ს, ხოლო 5 მილიონმა ადამიანმა უკვე სრულად თქვა უარი ტრადიციულ სიგარეტზე, IQOS-ის გამო. მათგან ყველაზე მეტი იაპონიაში ცხოვრობს - ქვეყანაში, სადაც თამბაქოს ტრადიციულ გემოს მენთოლის გემო ურჩევნიათ და სადაც ახალი ტექნოლოგიების მიმღებლობა ძალიან მაღალია.

IQOS-ი ორნაწილიანი მოწყობილობაა. თუკი თამბაქო ტრადიციული სიგარეტის ფორმით 800 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე იწვის, IQOS-ის შემთხვევაში წვა საერთოდ არ ხდება, თამბაქო კი მაქსიმუმ 350 გრადუსზე ცხელდება. ამასთან, გარეთ მხოლოდ ორთქლი გამოდის და არა გამონაბოლქვი. დაბალ ტემპერატურაზე გაცხელება წარმოქმნის თამბაქოს მსგავს გემოს, მაგრამ გაცილებით ნაკლები ქიმიკატებით, ვიდრე ეს ტრადიციულ სიგარეტშია. თავისი მთავარი კონკურენტისგან განსხვავებით (ბაზარზე ასევე წარმოდგენილია BAT-ის პროდუქტი glo), ერთი მოწევის შემდეგ მწეველი მეორეს ვერ მიაყოლებს, რადგან მოწყობილობას გადატვირთვა და დამუხტვა სჭირდება.

“ფილიპ მორისი” თავისი პროდუქტის კვლევასა და განვითარებაზე მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმისთვის, რომ IQOS-ი უფრო სანდო და ხელმისაწვდომი გახადოს. უახლესი წლიური სტატისტიკა ამ მიმართულებით ასეთია: სამეცნიერო ჟურნალებში დაბეჭდილი 200-ზე მეტი პუბლიკაცია და წიგნის თავი ბოლო 10 წლის განმავლობაში; 2350 პატენტი და 3750 საპატენტო მოთხოვნა - “ფილიპ მორისი” 2016 წელს ევროპის საპატენტო ორგანიზაციისთვის პატენტის მოთხოვნის მქონე 100 კომპანიიდან ერთადერთი იყო თამბაქოს დარგში. კომპანიის მოკლევადიანი მიზანია, 2025 წლამდე 40 მილიონმა მწეველმა უარი თქვას ტრადიციულ სიგარეტზე და ინოვაციურ და პოტენციურად ნაკლებსაზიანო ალტერნატივაზე გადაერთოს.

საქართველოში IQOS-ი ოფიციალურად წარმოდგენილი არ არის, თუმცა მომხმარებელი უკვე ჰყავს: სიგარეტის ჩანაცვლების მსურველები, როგორც წესი, საზღვარგარეთ ყიდულობენ მოწყობილობასაც და სპეციალურად მისთვის განკუთვნილ სიგარეტის პატარა ზომის ჩხირებს.

ცხადია, დავინტერესდი: თუკი საქართველოს ბაზარზეც არის მოთხოვნა, მაშინ რატომ არ ავითარებს ამ მიმართულებას საქართველოში “ფილიპ მორისი”? ერთი კითხვით დავიწყეთ და ხუან კარლოს ესკობარს, “ფილიპ მორისის” წარმომადგენელს საქართველოში საათ-ნახევარი წავართვი. Forbes Georgia-სთან ექსკლუზიური ინტერვიუც შედგა.

როგორ ფიქრობთ, მართლა შეიცვლება სიგარეტის ინდუსტრია და ის ისეთი აღარ იქნება, როგორსაც აქამდე ვიცნობდით? თქვენი გათვლებით, როგორ შეცვლის ახალი თაობის ინოვაციური პროდუქცია გლობალურ ბაზარს და დაახლოებით რა დრო დასჭირდება ამას?

თუ მიმოიხედავთ, ადვილად შეამჩნევთ, რომ ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად არა მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრია, ბევრი სხვა ინდუსტრიაც ფუნდამენტურად იცვლება. დღეს ტექნოლოგიამ, როგორც იქნა, თამბაქომდეც სრულფასოვნად მოაღწია. დიახ, მჯერა, რომ თამბაქოს ინდუსტრია მომავალში აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმისგან, სადაც მე დავიწყე საქმიანობა 14 წლის წინათ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რევოლუციური განვითარება საქართველოსაც დროულად შეეხება... თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ტრანსფორმაციის სისწრაფე ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, არ არის. მთავრობებსა და კანონმდებლობებს ამ საქმეში ლომის წილი აქვთ. ზოგიერთი ქვეყანა და მთავრობა კარს გაუღებს ინოვაციას, სხვებმა შეიძლება სხვადასხვა ისტორიული მიზეზის გამო, ან იმიტომ, რომ ადგილობრივი ინდუსტრიების დაცვა სურთ, შეანელონ ეს ცვლილება და ამით უნებურად უგულებელყონ ქვეყნისა და მოსახლეობის, განსაკუთრებით, მისი მწეველი ნაწილის უფრო ფართო სარგებელი. საღი აზრია, რომ ჩვენი კომპანია იქ ახერხებს საკუთარი პროდუქციის, მათ შორის, IQOS-ის კომერციალიზაციას, სადაც მარეგულირებელი ჩარჩო და საგადასახადო სისტემა ახალი თაობის ინოვაციურ პროდუქციას და ტრადიციულ სიგარეტს თანაბარი ძალით არ ზღუდავს. აქ ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აურაცხელი ანტიკამპანიის, რეგულირების, საგადასახადო წნეხის გაზრდის პირობებშიც კი 2025 წლამდე მწეველთა რაოდენობის დრამატულ შემცირებას არ ელოდება. ამის პარალელურად კი, ბოლოს და ბოლოს, თამბაქოს ინდუსტრიამდეც მოაღწია ინოვაციამ და უკეთესი ალტერნატივა შესთავაზა მათ, ვინც არ ან ვერ ანებებს თავს მოწევას.

რამდენად რეალურია ეს ალტერნატივა? “ფილიპ მორისი” ხარჯავს ფულს კვლევაზე, რომ ნახოს, ნამდვილად ნაკლები რისკის შემცველია თუ არა ეს ახალი პროდუქტები?

ჩვენ ძალიან დეტალური და სისტემური მიდგომა გვაქვს ახალი თაობის ინოვაციური პროდუქტების  კვლევისა და განვითარების მიმართ - მათ შორის, რეგულარულად ვატარებთ კლინიკურ და ბიჰევიორულ კვლევებს. ჩვენ იმის მსგავს სქემას ვიყენებთ, რასაც მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები იყენებენ წამლის გამოცდისას - ჩვენი კომპანიისა და ამ კომპანიების პორტფოლიო ამ მიმართულებით პრაქტიკულად იდენტურია. 400 მეცნიერი და ინჟინერია ჩართული ამ პროცესში. მათთვის ხელმისაწვდომია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია საუკეთესოდ აღჭურვილ ლაბორატორიებში. დღეის მდგომარეობით, ასეთი შედეგები გვაქვს: (1) IQOS-ის ორთქლში 90-95%-ით პოტენციურად ნაკლები ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩნდა, ვიდრე სიგარეტში, რომელიც ჩვენ შესადარებელ ნიმუშად გამოვიყენეთ; (2) ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ IQOS-ით ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლების შედეგად, მცირდება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რიცხვი; (3) კლინიკურმა კვლევებმა (და ამ მიმართულებით კვლევები კიდევ ტარდება), აჩვენა, რომ იმ მწეველების ორგანიზმში, რომლებმაც სრულად ჩაანაცვლეს ტრადიციული სიგარეტი IQOS-ით, 15 ძირითადი ტოქსიკური ნივთიერება შემცირდა ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება მათში, ვინც მოწევას თავს ანებებს; (4) IQOS- ის გამოყენება ოთახში არსებული ჰაერის ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს და, შესაბამისად, არც პასიური მოწევის წყარო ხდება; (5) ადამიანებს, რომელთაც სიგარეტი არასდროს მოუწევიათ, IQOS-ის გამო მოწევა არ უნდებათ. ჩვენ გამჭვირვალე და თავდაჯერებული მიდგომა გვაქვს მეცნიერებისა და კვლევის მიმართ და შედეგებს ონლაინ ვათავსებთ (www. pmiscience.com). ახალი თაობის ინოვაციური პროდუქტების კვლევით მხოლოდ ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები. სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორიც იწყებს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების როლის გაცნობიერებას მოწევით მიყენებული ზიანის შემცირების მიმართულებით. Public Health England-მა, მაგალითად, ანგარიშიც მოამზადა ელექტრონული სიგარეტის უპირატესობაზე ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კანონმდებლობა და საჯარო პოლიტიკა უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ტექნოლოგია საბაზრო მოთხოვნილების შესაბამისად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში პირველი მეორეს დაეწევა.

 ჯერ ბაზარზე და მოთხოვნაზე ვისაუბროთ უფრო დეტალურად. ხედავთ კონკურენციას ახალი თაობის ინოვაციური პროდუქტების მიმართულებით გლობალურად?

ინოვაციის ტემპი არა მხოლოდ ჩვენს ინდუსტრიაში, ყველა ინდუსტრიაში წარმოუდგენლად იზრდება. თამბაქოს ინდუსტრია საკმაოდ კონსერვატიული იყო ყოველთვის მას შემდეგ, რაც საუკუნეების წინ ინდიელებმა სამხეთ ამერიკაში პირველად მოწიეს - იმაზე ადრეც კი, ვიდრე ჩემი თანამემამულეები - ესპანელები ევროპამდე მიიტანდნენ თამბაქოს მცენარეს. დღეს ინოვაციამ თამბაქოს ინდუსტრიაშიც შემოაღწია. ყველა ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა განავითარა და ბაზარზე გამოიტანა ახალი თაობის რაიმე ტიპის პროდუქტი. ძლიერი კონკურენცია კარგია, რადგან ის უფრო მეტად დააჩქარებს ახალი ტექნოლოგიების ათვისების ტემპს, რაც ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება მწეველებისთვის.

საქართველოს შემთხვევაშიც მზარდია ეს ბაზარი?

შემცირებული ზიანის პროდუქტები და IQOS-ი ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც, როგორც გამოჩნდა, მწეველებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააჩნდათ და აქამდე მისი დაკმაყოფილება ვერ ხდებოდა. ეს მართალია საქართველოს შემთხვევაშიც ზუსტად ისე, როგორც იმ ქვეყნების შემთხვევაში, სადაც IQOS-ის მომხმარებლების რიცხვი მზარდია. და ეს არ არის მხოლოდ იაპონია, სადაც ბაზარი უკვე საკმაოდ დიდია, არამედ საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენ ვიცით, რომ თბილისის ქუჩებშიც უკვე გამოჩნდნენ IQOS-ის მომხმარებლები. ალბათ პროდუქტს იმ ბაზრებზე ყიდულობენ, სადაც IQOS-ის კომერციალიზაცია უკვე მოვახდინეთ.

ვინ შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში IQOS-ის მომხმარებლად?

ნებისმიერი ახალი თაობის რევოლუციური პროდუქტის მსგავსად, ამ ტექნოლოგიის პირველი ვერსიების ფასი საკმაოდ მაღალია საქართველოში არსებულ საშუალო მსყიდველობით უნართან შედარებით - თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მას შემდეგ, რაც წარმოების მასშტაბს გავზრდით და ტექნოლოგიასაც განვავითარებთ, ჩვენ შევძლებთ პროდუქცია ნებისმიერი შემოსავლის მქონე მწეველისთვის ვაწარმოოთ. IQOS-ი დღეს შეგვიძლია შევადაროთ პირველი თაობის მობილურ ტელეფონს, რომელიც ძალიან დიდი იყო და ძალიან ძვირი. ჩვენ ძალიან მკაფიო მიზანი გვაქვს: მომავალში გვინდა, ყველა მწეველი, ვინც თამბაქოს თავს ვერ ან არ ანებებს, პოტენციურად ნაკლები რისკის შემცველ პროდუქტებზე გადმოერთოს. აქ გასათვალისწინებელია, რომ მომავალში ხარჯის უდიდესი ნაწილი აღარ მოვა მოწყობილობაზე, არამედ - მის შიგთავსზე (თამბაქოს ჩხირებზე) და ასევე, ფასის მნიშვნელოვანი შემადგენელი იქნება გადასახადის მოცულობაც - ამდენად, მთავრობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიოზული როლი ექნებათ იმაში, თუ რამდენად მიუწვდებათ ხელი მწეველებს ალტერნატიულ პროდუქტებზე და როგორი იქნება ინოვაციის ათვისების ტემპი.

ალბათ ადვილი არ არის ბიზნესის წარმოება ინდუსტრიაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მკაცრად რეგულირებულია - როგორია საქართველოში საგადასახადო წნეხი სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც თქვენ ასევე გაქვთ წარმომადგენლობები?

კითხვაზე პასუხს იმით დავიწყებ, რომ საღ აზრთან ახლოსაა, რომ ჩვენი ბიზნესი მკაცრად რეგულირებული იყოს იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ჩვენ მიერ გაყიდულ პროდუქციას უკავშირდება. სახელმწიფოს ჩარევის ორი გზა აქვს: გადასახადები კვლევისა და განვითარების მიმართ - მათ შორის, რეგულარულად ვატარებთ კლინიკურ და ბიჰევიორულ კვლევებს. ჩვენ იმის მსგავს სქემას ვიყენებთ, რასაც მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები იყენებენ წამლის გამოცდისას - ჩვენი კომპანიისა და ამ კომპანიების პორტფოლიო ამ მიმართულებით პრაქტიკულად იდენტურია. 400 მეცნიერი და ინჟინერია ჩართული ამ პროცესში. მათთვის ხელმისაწვდომია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია საუკეთესოდ აღჭურვილ ლაბორატორიებში. დღეის მდგომარეობით, ასეთი შედეგები გვაქვს: (1) IQOS-ის ორთქლში 90-95%-ით პოტენციურად ნაკლები ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩნდა, ვიდრე სიგარეტში, რომელიც ჩვენ შესადარებელ ნიმუშად გამოვიყენეთ; (2) ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ IQOS-ით ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლების შედეგად, მცირდება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რიცხვი; (3) კლინიკურმა კვლევებმა (და ამ მიმართულებით კვლევები კიდევ ტარდება), აჩვენა, რომ იმ მწეველების ორგანიზმში, რომლებმაც სრულად ჩაანაცვლეს ტრადიციული სიგარეტი IQOS-ით, 15 ძირითადი ტოქსიკური ნივთიერება შემცირდა ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება მათში, ვინც მოწევას თავს ანებებს; (4) IQOS- ის გამოყენება ოთახში არსებული ჰაერის ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს და, შესაბამისად, არც პასიური მოწევის წყარო ხდება; (5) ადამიანებს, რომელთაც სიგარეტი არასდროს მოუწევიათ, IQOS-ის გამო მოწევა არ უნდებათ. ჩვენ გამჭვირვალე და თავდაჯერებული მიდგომა გვაქვს მეცნიერებისა და კვლევის მიმართ და შედეგებს ონლაინ ვათავსებთ (www. pmiscience.com). ახალი თაობის ინოვაციური პროდუქტების კვლევით მხოლოდ ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები. სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორიც იწყებს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების როლის გაცნობიერებას მოწევით მიყენებული ზიანის შემცირების მიმართულებით. Public Health England-მა, მაგალითად, ანგარიშიც მოამზადა ელექტრონული სიგარეტის უპირატესობაზე ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კანონმდებლობა და საჯარო პოლიტიკა უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ტექნოლოგია საბაზრო მოთხოვნილების შესაბამისად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში პირველი მეორეს დაეწევა.

ჯერ ბაზარზე და მოთხოვნაზე ვისაუბროთ უფრო დეტალურად. ხედავთ კონკურენციას ახალი თაობის ინოვაციური პროდუქტების მიმართულებით გლობალურად?

ინოვაციის ტემპი არა მხოლოდ ჩვენს ინდუსტრიაში, ყველა ინდუსტრიაში წარმოუდგენლად იზრდება. თამბაქოს ინდუსტრია საკმაოდ კონსერვატიული იყო ყოველთვის მას შემდეგ, რაც საუკუნეების წინ ინდიელებმა სამხეთ ამერიკაში პირველად მოწიეს - იმაზე ადრეც კი, ვიდრე ჩემი თანამემამულეები - ესპანელები ევროპამდე მიიტანდნენ თამბაქოს მცენარეს. დღეს ინოვაციამ თამბაქოს ინდუსტრიაშიც შემოაღწია. ყველა ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა განავითარა და ბაზარზე გამოიტანა ახალი თაობის რაიმე ტიპის პროდუქტი. ძლიერი კონკურენცია კარგია, რადგან ის უფრო მეტად დააჩქარებს ახალი ტექნოლოგიების ათვისების ტემპს, რაც ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება მწეველებისთვის.

საქართველოს შემთხვევაშიც მზარდია ეს ბაზარი?

შემცირებული ზიანის პროდუქტები და IQOS-ი ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც, როგორც გამოჩნდა, მწეველებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააჩნდათ და აქამდე მისი დაკმაყოფილება ვერ ხდებოდა. ეს მართალია საქართველოს შემთხვევაშიც ზუსტად ისე, როგორც იმ ქვეყნების შემთხვევაში, სადაც IQOS-ის მომხმარებლების რიცხვი მზარდია. და ეს არ არის მხოლოდ იაპონია, სადაც ბაზარი უკვე საკმაოდ დიდია, არამედ საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენ ვიცით, რომ თბილისის ქუჩებშიც უკვე გამოჩნდნენ IQOS-ის მომხმარებლები. ალბათ პროდუქტს იმ ბაზრებზე ყიდულობენ, სადაც IQOS-ის კომერციალიზაცია უკვე მოვახდინეთ.

ვინ შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში IQOS-ის მომხმარებლად?

ნებისმიერი ახალი თაობის რევოლუციური პროდუქტის მსგავსად, ამ ტექნოლოგიის პირველი ვერსიების ფასი საკმაოდ მაღალია საქართველოში არსებულ საშუალო მსყიდველობით უნართან შედარებით - თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მას შემდეგ, რაც წარმოების მასშტაბს გავზრდით და ტექნოლოგიასაც განვავითარებთ, ჩვენ შევძლებთ პროდუქცია ნებისმიერი შემოსავლის მქონე მწეველისთვის ვაწარმოოთ. IQOS-ი დღეს შეგვიძლია შევადაროთ პირველი თაობის მობილურ ტელეფონს, რომელიც ძალიან დიდი იყო და ძალიან ძვირი. ჩვენ ძალიან მკაფიო მიზანი გვაქვს: მომავალში გვინდა, ყველა მწეველი, ვინც თამბაქოს თავს ვერ ან არ ანებებს, პოტენციურად ნაკლები რისკის შემცველ პროდუქტებზე გადმოერთოს. აქ გასათვალისწინებელია, რომ მომავალში ხარჯის უდიდესი ნაწილი აღარ მოვა მოწყობილობაზე, არამედ - მის შიგთავსზე (თამბაქოს ჩხირებზე) და ასევე, ფასის მნიშვნელოვანი შემადგენელი იქნება გადასახადის მოცულობაც - ამდენად, მთავრობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიოზული როლი ექნებათ იმაში, თუ რამდენად მიუწვდებათ ხელი მწეველებს ალტერნატიულ პროდუქტებზე და როგორი იქნება ინოვაციის ათვისების ტემპი.

ალბათ ადვილი არ არის ბიზნესის წარმოება ინდუსტრიაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მკაცრად რეგულირებულია - როგორია საქართველოში საგადასახადო წნეხი სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც თქვენ ასევე გაქვთ წარმომადგენლობები?

კითხვაზე პასუხს იმით დავიწყებ, რომ საღ აზრთან ახლოსაა, რომ ჩვენი ბიზნესი მკაცრად რეგულირებული იყოს იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ჩვენ მიერ გაყიდულ პროდუქციას უკავშირდება. სახელმწიფოს ჩარევის ორი გზა აქვს: გადასახადები და რეგულირება. საქართველოს შემთხვევაში, სიგარეტი ძალიან სერიოზულად იბეგრება - გადასახადი რეგიონის თითქმის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, საგრძნობლად მაღალია. სიგარეტის კოლოფის საშულო ფასის (2.7 ლარი) 70% გადასახადია. არ ვიცი, რამდენად ესმის ეს მოსახლეობას, მაგრამ საქართველოს მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის 9% სიგარეტზე აქციზის გადასახადისგან მიღებული შემოსავლებით ივსება. აქციზის მუდმივმა ზრდამ შეიძლება ლეგიტიმური ბიზნესის კონტრაბანდით ჩანაცვლება გამოიწვიოს. რაც შეეხება ზოგადი რეგულირების დონეს საქართველოში, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა შარშან მიიღო და რომლის იმპლემენტაციაც მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება, შედარებით არარეგულირებული გარემოდან პირდაპირ მეორე უკიდურესობაში გადაგვიყვანს. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვმუშაობთ, ამდენად, ჩვენი ბიზნესის ადაპტირებას შევძლებთ, მაგრამ მაინც გამოცანად დარჩება, როგორ ხტება საქართველო ერთი უკიდურესობიდან მეორეში. ჩემი პირადი აზრია, რომ უკიდურესობებს, ჯობია, თავი ავარიდოთ. თუმცა შარშან მიღებული კანონის მთავარი პრობლემა ჩვენთვის მაინც ის არის, რომ ის ერთნაირად უდგება თამბაქოს წვას და მის გაცხელებას. ეს ფუნდამენტურად განსხვავებული მიდგომაა განვითარებული ქვეყნების მარეგულირებელ ჩარჩოსთან შედარებით: აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ არსებობს თამბაქოს მოხმარების სხვადასხვა გზა, პოტენციურად გაცილებით ნაკლები რისკის შემცველი და უკეთესი ალტერნატივა მათთვის, ვინც ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც კი აღიარებს, რომ 2025 წლისთვის მწეველთა ჯამური რაოდენობა თითქმის იმდენივე იქნება მსოფლიოში, როგორც დღეს არის. მწეველები მოგებულები არ რჩებიან, თუკი რეგულაცია მათ უზღუდავს ინფორმაციის მიღებას ახალი, პოტენციურად ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტების შესახებ; მოგებულები არც მთავრობები რჩებიან; ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციაში მოგებულია, ეს სპეციალური ინტერესჯგუფები არიან, რომელთაც სურთ, ტრადიციული სიგარეტის გაყიდვა გააგრძელონ - მე შემიძლია ეს თამამად ვთქვა, რადგან წარმოვადგენ იმ კომპანიას, რომელიც ტრადიციული სიგარეტის ბაზარზე საქართველოში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. მას შემდეგ, რაც კონტრაბანდული ქსელები უკვე გაბმულია, მათი აღმოფხვრა ძალიან რთულია. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალისხმევას ვეწევით, რომ დავეხმაროთ მთავრობებს, აღმოაჩინონ კრიმინალები და კონტრაბანდა, თუმცა ამ სფეროში ეკონომიკური სტიმულები შეიძლება იმხელა იყოს, რომ დიდ სირთულეს უკვე აღარ წარმოადგენს სიგარეტის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანა. ზუსტად ამიტომ არის კონტრაბანდასთან ბრძოლა ასეთი რთული. კონტრაბანდისტები, როგორც წესი, კრიმინალურ დაჯგუფებებთან არიან კავშირში. როგორც ბიზნესი, ვდილობთ, ყველანაირად შევუწყოთ მთავრობებს ხელი და აღმოვაჩინოთ კონტრაბანდული სქემები.

ჩვენი პარლამენტარების დამოკიდებულება პრაქტიკულად ასეთია: კონტრაბანდას მოევლება, ჯანმრთელობას - ვერა. რატომ ვერ არწმუნებთ მათ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ჯანმრთელობისთვის ნაკლებ რისკს შეიცავს? მათ ამის აშკარად არ სჯერათ...

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მარეგულირებელ ჩარჩოს რომ ჩახედოთ, ნახავთ, რომ ყველგან არის დათქმა ჩაწერილი კანონში - თუ კვლევები დამაჯერებელ შედეგებს დადებენ, მაშინ რეგულირება ამ ტიპის პროდუქციაზე გადაიხედება. ამერიკაში, გარკვეული წესების დაცვით, ზედმიწევნით პროფესიული და დეტალური გარემოა შექმნილი, რომელიც პროექტის კომერციალიზაციის საშუალებასაც კი იძლევა - ძალიან რთული პროცესია, მაგრამ პროცესი არსებობს. როგორც წესი, პოლიტიკის შემუშავება ყოველთვის ჩამორჩება განვითარების ტემპს.

რა დასკვნა უნდა გამოვიტანო თქვენი საუბრიდან - ადვილია საქართველოში ბიზნესის წარმოება?

ბიზნესის წარმოება საქართველოში ბევრი ადმინისტრაციული კომპონენტის მიხედვით მართლაც ადვილია. ადვილია ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა, გადასახადებიც, მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოზე ძალიან მაღალია, ჯამში სხვა ინდუსტრიებისთვის ძალიან მაღალი არ არის. მე ვაფასებ მთავრობის ნებას, რომ ცდილობს და მუდმივად აუმჯობესებს ბიზნესგარემოს, ასევე ღიაა და ცდილობს მოისმინოს და განიხილოს ბიზნესის იდეები. ჩემი აზრით, საქართველო ძალიან განვითარდა, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი ბიზნესის წარმოების ძველი და ნაკლებად გამჭვირვალე მეთოდები, რასაც ვერც ერთი საერთაშორისო ინდექსი ვერ ასახავს და რამაც შეიძლება, ძალიან მოწამლოს ბიზნესგარემო. ეს ჩვენ შარშან საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ბაზარი საკმაოდ მცირეა და იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ და პროფესიონალი და კონკურენტული ადგილობრივი კომპანიებიც შევინარჩუნოთ, სულ მცირე, ორი პირობა უნდა იყოს დაცული - ძლიერი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები და კომერციული შეთანხმებები და ღიაობა დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობა მეორე მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. ცხადია, ეს ყველაფერი სათქმელად ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად.

ორივე ამ მიმართულებაზე მინდა, რომ მოკლედ შევჩერდეთ. შედარებით მარტივით დავიწყოთ - გამოდის, თქვენთვის, როგორც მსხვილი მოთამაშისთვის, მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ასოცირების ხელშეკრულებაა გაფორმებული და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არსებობს ჩინეთთან - სწორად გაგიგეთ?

ჩვენ ისედაც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო წონა, მაგრამ შედარებით მცირე კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებს ეძებენ, ასეთი შეთანხმებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, კომერციული შეთანხმებები მხოლოდ ღერძია - ეშმაკი ყოველთვის დეტალებში იმალება: ურთიერთობები ქვეყნებს შორის, ინსტიტუტები, ბანკები, რომლებიც მზად არიან ექსპორტ- იმპორტის დაფინანსებისთვის; ჰარმონიზებული კანონმდებლობები - შეიძლება შეთანხმება არსებობდეს, მაგრამ ვაჭრობისთვის ბევრი ფარული ბარიერი იყოს დარჩენილი. კარგია, როდესაც მთავრობა უსმენს.

უსმენს ვის? ბიზნესსაზოგადოებას, ინვესტორებს. მე ბევრ ქვეყანაში მიმუშავია და საქართველოში მთავრობასთან საკმაოდ კარგი დიალოგის შესაძლებლობა არსებობს. ცხადია, ბევრია ისეთი საკითხი, სადაც ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით, მაგრამ დიალოგი მნიშვნელოვანია. ჩვენი ინდუსტრია, თავისი კონტროვერსიული ბუნებიდან გამომდინარე, გამონაკლისია, მაგრამ მთავრობის ზოგადი დამოკიდებულება კერძო სექტორთან დიალოგისადმი ძალიან მნიშვნელოვანია.

მთავრობას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სწორედ ასეთი დიალოგის შედეგი იყო თავის დროზე მოგების გადასახადის რეფორმა. თქვენ სარგებლობთ ამ რეფორმით, გეხმარებათ?

რეფორმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ჩვენ საკმაოდ რთული ვითარება გვქონდა და სასამართლო დავას ვაწარმოებდით. მაშინ ჩვენ ასე მივიღეთ ბიზნესგარემოს სიგნალი - რომ უნდა გაგვეჩერებინა ინვესტიციები, რადგან ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვიყავით - არ ვიცოდით, დაგვიცავდა თუ არა სასამართლო სიტუაციაში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არც ნათელი იყო და არც სამართლიანი. როდესაც ინვესტორი ხარ, ასეთ სიტუაციაში იწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გადაარჩინო შენი აქტივები და ხელმძღვანელობ არა მხოლოდ შენი კეისით, არამედ სხვა შემთხვევებითაც - წარსულში როგორ ეკიდებოდა სასამართლო ბიზნესდავებს და რა ტიპის გადაწყვეტილებები გამოჰქონდა. ამდენად, ჩვენ ამ რეფორმით სარგებლობა ჯერ ვერ მოვასწარით. მეტიც, ჩვენთვის გარკვეულწილად უარყოფითი ეფექტიც ჰქონდა, რადგან ბიუჯეტში თანხების დასაბალანსებლად, თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. თუმცა ვფიქრობ, რომ, ზოგადი ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს რეფორმა საღი აზრია. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც სხვაა: მოგების გადასახადი მხოლოდ ერთი ცვლადია ბიზნესისთვის, რომელიც ინვესტირებას და რეინვესტირებას აპირებს - მთავარი სტაბილურობის განცდაა, მკაფიო მოცემულობა, რომ მისი ინვესტიციები და აქტივები დაცული იქნება, რადგან თუ ასე არ მოხდა, მაშინ ალბათ დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რამხელაა მოგების გადასახადი. სავარაუდოდ, ინვესტირებას მაინც არ გარისკავ.

რამდენჯერმე ახსენეთ სტაბილურობა. მანამდე მთავრობასთან დიალოგზეც საუბრობდით. ამ სტაბილურობაში საკანონმდებლო სტაბილურობასაც გულისხმობთ? მაგალითად, იცოდით, რომ აქციზი წელიწადში მეორედ გაიზრდებოდა და ამისთვის მზად იყავით?

დიახ, მათ შორის, ამ ტიპის სტაბილურობასაც ვგულისხმობ და არა, აქციზის გაზრდის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გვქონია. ბიზნესის წარმოების დროს და აქ არა აქვს მნიშვნელობა ბიზნესს, პროგნოზირებადი ბიზნესგარემო აუცილებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადასახადები აღარ უნდა გაიზარდოს, უფრო იმას ნიშნავს, რომ გაზრდის პროგნოზირება შესაძლებელი უნდა იყოს იმისთვის, რომ რისკის პრემიუმი შეამცირო და მოგება მეტ-ნაკლებად მაინც დაგეგმო. ბიზნესი რეალური ცხოვრებისგან ბევრით არაფრით განსხვავდება - მაგალითად, ბინის ყიდვა თუ გინდათ, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ, რომ მისი ყიდვის შემდეგ, ვინმე არ მოვა თქვენთან და ამ ბინას უკან არ მოითხოვს, ცხადია, მისი ყიდვა აღარ მოგინდებათ. სულ ეს არის.

თქვენ წარმოადგენთ საერთაშორისო კომპანიას საქართველოში, რომელსაც ერთ- ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ჰქონდა სასამართლოში, რომელიც მოიგეთ...

ერთი წლის წინ, საქართველოში როცა ჩამოვედი, ასეთი მდგომარეობა დამხვდა, რომ ადგილობრივი კომპანია ბაზარზე არასამართლიანი ფასებით ოპერირებას გვედავებოდა. ჩვენ სამართლებრივად გამართულები ვიყავით და თავიდანვე ვთქვით, რომ დანებებას არ ვაპირებდით. ჩვენ ამ პრინციპებით არ ვმუშაობთ - არც საქართველოში, არც სხვაგან. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ჩვენმა შემთხვევამ კიდევ უფრო მწვავედ დააყენა მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების დღის წესრიგში სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა, ბიზნესდავების სამართლიანად გადაწყვეტის საკითხი. პირადად მე აღფრთოვანებული ვარ იმ სამუშაოთი, რაც საერთაშორისო არასამთავრობო სექტორმა გაწია ამ პერიოდში. მადლობას ვუხდი ყველას - მათ შორის, ჩვენს სათავო ოფისს და თანამშრომლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც გვამხნევებდა და ძალას გვმატებდა. უდავოდ, ძალიან მძიმე პერიოდი იყო. დიდი სტრესი მივიღეთ, მაგრამ გავიმარჯვეთ. ისევ ცხოვრებასთან თუ გავავლებთ პარალელს, ნდობის მიღწევას დიდი დრო სჭირდება, მის დაკარგვას - ძალიან ცოტა. სულ რამდენიმე ცუდი შემთხვევაა საკმარისი იმისთვის, რომ ნდობა დაინგრეს. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ფურცელი გადავშალეთ.

ჩვენც სულ ახალ ფურცელს დავუბრუნდეთ. თქვენი ვებგვერდი ამბობს, რომ მოწევისგან თავისუფალი მომავლის მშენებლობა გინდათ - რას ნიშნავს ეს გზავნილი წარმატებული კომპანიისგან, რომელიც წლებია, სიგარეტის ბიზნესშია?

მიხარია, რომ ჩვენი ვებგვერდით დაინტერესდით. ნამდვილად, “ფილიპ მორისმა” თავისი ბიზნესი ლონდონში, თამბაქოს პატარა მაღაზიით დაიწყო და მას შემდეგ 170 წელზე მეტი გავიდა. დღეს ბიზნესი 30 მილიარდი დოლარის წმინდა შემოსავალს გენერირებს და მისი საკუთრებაა ისეთი ბრენდები, როგორიცააა “მარლბორო” და “პარლამენტი”. ამის ფონზე, ჩვენი ხელმძღვანელობა უცებ აცხადებს, რომ ახალი მისია გვაქვს და ეს მისია მომავალში თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი გარემოს მიღწევას ემსახურება. ამას სიმამაცე სჭირდება. არ მგონია, ბევრი ისტორიული ფაქტი მოვიძიოთ ნებისმიერ ინდუსტრიაში, როდესაც ის პროაქტიურად წყვეტს თავისი ტრადიციული განვითარების ხაზს მაშინ, როცა მისგან ამას არ ითხოვს არც კონკურენცია და არც სხვა რაიმე გარე ფაქტორები. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულის შემდეგ და კვლევასა და განვითარებაში დაბანდებული მილიარდობით დოლარის ფონზე, მეცნიერება და ტექნოლოგია საკმაოდ განვითარდა იმისთვის, რომ დღეს მწეველებს რეალური ალტერნატივა შესთავაზოს, რომლითაც ისინი მოინდომებენ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებას და პოტენციურად, გაცილებით შეიმცირებენ ჯანმრთელობის რისკებს. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა. ჯერ ერთი, თვითონ პროდუქტის ტრანსფორმაციაა; მეორე - შიდა ტრანსფორმაციაა: ტრადიციული ბიზნესიდან უნდა გადავინაცვლოთ ბიზნესში, რომელსაც ინოვაციურობის ციკლები ახასიათებს და გაცილებით უფრო ახლოს დგას თავისი არსით ტექნოლოგიების ბიზნესთან - ეს ყველასგან მოითხოვს ახალი უნარების შეძენას, დიგიტალიზაციაში უკეთ გარკვევას, გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებას. და მესამე და ბოლო - გარე ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს საზოგადოების მხრიდან ჩვენი ბიზნესის აღქმას: თუ მარეგულირებლები და ხალხი არ ენდობა ჩვენს პროდუქტებს და არ გვენდობა ჩვენ, მაშინ ჩვენ ინდუსტრიის ტრანსფორმირებას ვერ შევძლებთ.

ამ ყველაფრის ფონზე, სად ხედავთ თქვენს კომპანიას 5 წლის თავზე?

რთულია ამის თქმა, რადგან გარემო ძალიან სწრაფად განიცდის ევოლუციას. მაგრამ მგონია, რომ ინდუსტრიის ლიდერები ვიქნებით. ეს საუკეთესო დროა “ფილიპ მორისში” სამუშაოდ. ჩვენ გაცილებით დინამიკურები ვხდებით და გაცილებით უფრო შორს ყურებას ვიწყებთ. დღეს გაცილებით მეტად გვესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი იმ საზოგადოებებსა და ქვეყნებში დადებითი კვალის დატოვება, სადაც ჩვენ ვოპერირებთ. ჩვენ დღეს გაცილებით უფრო ძლიერი მისია გვაქვს.

რა გამოდის, კიდევ რამდენ ხანს დარჩება “ფილიპ მორისი” სიგარეტის ბიზნესში?

ტრადიციულ სიგარეტს თუ გულისხმობთ, პირადად მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე გავაქროთ სიგარეტი მოხმარებიდან, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება და მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. აქ დიდ როლს თამაშობს ქვეყნის მთავრობაც და კანონმდებლობაც იმისთვის, რომ პოტენციურად ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტების კომერციალიზაცია შესაძლებელი გახდეს. ჩვენი ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. ინვესტიციების სტრუქტურას თითქმის მთლიანად ვცვლით ახალი თაობის პოტენციურად ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტების განვითარების, შეფასებისა და კომერციალიზაციის სასარგებლოდ. კონკრეტული ვადების დასახელება, თუ როდის დადგება ცვლილების დრო, ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ამოცანა გრძელვადიანი ხედვის და ღირებულებების ნაწილად არის ქცეული, სიგარეტის სრული ჩანაცვლება შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე წლის საქმე იყოს.

--------------------------

ხუან კარლოს ესკობარი

  • დაიბადა და გაიზარდა ესპანეთში
  • 23 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად ლონდოში
  • 14 წელზე მეტია, რაც „ფილიპ მორისთან“ მუშაობს
  • სამსახურში პირდაპირ უნივერსიტეტიდან მოხვდა, სადაც „ფილიპ მორისი“ ახალ კადრებს ეძებდა
  • „ფილიპ მორისი“ მაშინაც მისი ღირებულებებისა და საკმაოდ კონტროვერსიული ბიზნესის მიმართ სწორი დამოკიდებულებების გამო აარჩია და დღემდე ასე სჯერა
  • ბოლო ერთი წელია, საქართველოშია და აქედან მართავს კავკასიის რეგიონსა და მოლდოვას.

ინტერვიუ ინგლისურად.

ფილიპ მორისი IQOS ხუან კარლოს ესკობარი

წინა სტატია

TBC Bank will have 53,550,507 ordinary shares Trading on the London Stock Exchange
09 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Great Transformation
09 მარტი, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა