ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 196-ე ადგილზეა

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის ქონება Sunday Times-ს 650 მილიონ გირვანქა სტერლინგად აქვს შეფასებული. გამოცემა ყველაზე მდიდარი ბრიტანელების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. ინა გუდავაძე 2017 წლის რეიტინგში ერთადერთი ქართველია. 2016 წლის რეიტინგში გუდავაძე 182-ე ადგილზე იყო.

ამასთან, ინა გუდავაძე ბრტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში 32-ე ადგილს იკავებს, 2016 წელს კი 28-ე ადგილზე იყო, თუმცა წლიურად მისი ქონება არ შეცვლილა.

"გუდავაძის ოჯახმა მინერალური წყლის "ბორჯომის" 87%-იანი წილი 2013 წელს გაყიდა, მაშინ მისი ღირებულება 320 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. ინა გუდავაძე ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივია. მის ქონებაში შედიოდა საფეხბურთო აქტივები, ოქროს მაღაროები, ტელევიზია და კაზინო", - წერს Sunday Times.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

დიდი ტრანსფორმაცია

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

ინა გუდავაძე ბადრი პატარკაციშცილი Sunday Times

წინა სტატია

ნუ გაანადგურებთ ახალ ბუმს
12 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

2017 წელს საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა
12 მარტი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა