პაშა ბანკი - საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გენერალური სპონსორი

პაშა ბანკი - საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გენერალური სპონსორი

პაშა ბანკმა, რომელიც წარმოადგენს სრული  კორპორატიული მომსახურებისბანკს, სპონსორობა გაუწია მე-9 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს – ნანა ალექსანდრიას თასი .  9 წლიანი ისტორიის მანძილზე, პაშა ბანკი იყო ფესტივალის უდიდესი სპონსორი.

ფოთის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი, ნანა ალექსანდრიას თასი  2014 , – გაიმართა 12-20 ივლისს. ფესტივალი დაარსდა 2006 წელს ადგილობრივი მთავრობის მიერ. ის შედგება 10 ტურნირისაგან  ბავშვთა და პროფესიონალთა ტურნირების ჩათვლით. 2013 წელს ფესტივალში მონაწილეობდა 380 მონაწილე  რვა ქვეყნიდან. წელს ტურნირში მონაწილეობდა 400 მეტი მონაწილე 9 ქვეყნიდან , მათ შორის :  საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ისრაელიდან, იორდანიიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან.

„პაშა ბანკი სოლიდურ ინვესტიციას ახორციელებს  სხავადასხვა სასპონსორო პროექტებში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ისეთებ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ მოღვაწეობასთან. მსოფლიო ცვლილებები ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. აქედან გამომიდინარე, ადამიანურ რესურსებში ინვესტიცია არის სუკეთესო ინვესტიცია ქვეყნების და კომპანიების წარმატებისთვის. ამ მნიშვნელოვანი ფესტივალის მხარდაჭერა შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას  ხელი შეუწყოს ამ ყველაზე მეტად ინტელექტუალური სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას. საქართველოს დიდი საჭადრაკო ისტორია აქვს. ქვეყანა ამაყობს მსოფლიოში ცნობილი მოჭადრაკეებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ სპორტის ისტორიაში,“- თქვა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექორმა.

„ახალგაზრდა თაობის ჩართვით ისეთ აქტივობებში როგორიცაა ჭადრაკი, ჩვენ აქტიური წვლილი შეგვაქვს ახალგაზრდების, რომლებიც ჩვენი მომავალია, აკადემიური და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში,“ თქვა მამმადოვმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *