ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქონება - TOP 10

საქართველოში ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდი უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. e-auction-ის მომხმარებელთა უმეტესობას ფიზიკური პირები წარმოადგენენ - რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე აუქციონის მომხმარებლების 84.8% მოდის, ხოლო არარეზიდენტებზე კი 0.8%. 14.4% იურიდიულ მომხმარებლებს უკავიათ. ჯამში 2017 წლის მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონს საქართველოში 10 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა.

აუქციონზე კი ქონება ყველაზე ხშირად სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს გამოაქვს, რომელზეც მთლიანი მოცულობის 70% მოდის. სწორედ აღნიშნული ორგანო უზრუნველყოფს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვას. გასულ წელს საქართველოში აუქციონზე ჯამში  81 000-ზე მეტი ლოტი გამოცხადდა. აუქციონის დასრულების შემდეგ კი ყველაზე მაღალი ფასი სს“ კახეთის ენერგოდისტრიბუციაზე“ დაფიქსირდა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიურომ გაკოტრების რეჟიმში მყოფი კახეთის ენერგოდისტრიბუცია 21.7 მლნ ლარად გაყიდა, შემსყიდველი კი ენერგო-პრო ჯორჯია გახდა. ელექტრონულ აუქციონზე გაყდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ქონების მესაკუთრე სახელმწიფო იყო.

2017 წელს ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული 10 ქონება შემდეგია:

1. სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" სამეურვეო ქონება - გაყიდვის ფასი: 21 716 382 ლარი. აუქციონი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოაცხადა, შემსყიდველად კი ენერგო-პრო ჯორჯია დასახელდა. შედეგად, კომპანიამ ბაზრის წილი 60.2%-დან 64.6%-მდე გაზარდა და თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა.

2. სოფელ ბუკნარში მდებარე 90135.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი: 13 650 000 ლარი. აუქციონზე ქონება სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" გამოიტანა.

3. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე 3841.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი: 12 505 000 ლარი. აუქციონზე ქონება სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" გამოიტანა. აღნიშნული ქონება თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობას წარმოადგენს. აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე სასტუმრო განთავსდება. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენდა.  ობიექტის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და 861 ბიჯი დაფიქსირდა.  ინვესტორმა ადგილზე არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

4. ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა და მასთან მდებარე არასაცხოვრებელი ფართი - გაყიდვის ფასი: 9 200 000 ლარი. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. შენობა შპს „სთარ კაპიტალმა“ იყიდა. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული. ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის გაყიდვას აჭარის მთავრობა წლების განმავლობაში ცდილობდა. საბოლოოდ კი ქონება 40%-იანი ფასდაკლებით მეოთხედ გამოცხადებულ აუქციონზე გასხვისდა. თავდაპირველად სახელმწიფო ქონებას 15 მლნ ლარად ყიდდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, მყიდველმა ამ შენობაში არანაკლებ ოც-ნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა გახსნას და  არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

5. თბილისში ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი: 8 500 001 ლარი. ქონება სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" გაასხვისა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, უძრავ ქონებაზე განახორციელოს სულ მცირე 600 000 ლარის ინვესტიცია და ადგილზე სასტუმრო ააშენოს. მიწის მფლობელად შპს „ბეტა ჯგუფი" ფიქსირდება. კომპანიამ მერიას უკვე მიმართა განცხადებით, რომ ადგილზე Ibis-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნას. 

6. "მ-100'' მარკის მაზუთი - გაყიდვის ფასი: 8 217 884 ლარი. ქონება აუქციონზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოიტანა.

7. "მ-100'' მარკის მაზუთი - გაყიდვის ფასი 7 701 543 ლარი. ქონება აუქციონზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოიტანა. 

8. "მ-100'' მარკის მაზუთი - გაყიდვის ფასი: 6 441 881 ლარი. ქონება აუქციონზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოიტანა.

9. ბათუმში ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე 3206 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი: 6 380 000 ლარი. ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. ინვესტორმა ადგილზე სასტუმროს მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

10. ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის და კობალაძის ქუჩების კვეთაში მდებარე 12 971 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი 5 822 000 ლარი. ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ობიექტიები უნდა განთავსდეს.

ჩვენ გირჩევთ

საწვავის იმპორტი გაიზარდა

აეროპორტებში მგზავრთნაკადი იზრდება

საწვავის იმპორტი გაიზარდა

საწვავის იმპორტი გაიზარდა

ელექტრონული აუქციონი e-auction

წინა სტატია

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს
14 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ელექტროავტომობილების იმპორტი 24-ჯერ გაიზარდა
14 მარტი, 2018
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა