2017 წლის ტოპ-10 კომპანია FDI-ის და ბრუნვის მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ტოპ-10 კომპანიის სია გამოაქვეყნა, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბრუნვის მიხედვით.

10 უმსხვილესი კომპანია უცხოური ინვესტიციების კუთხით შემდეგია: 

  • სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია 
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 
  • შპს მტკვარი ჰოლდინგი 
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში (კომპანიის საქმიანობის სფეროს ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, ასევე სარემონტო სამუშაოები წამოადგენს) 
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია (კომპანია სამშენებლო, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და გადაზიდვების სფეროში მოღვაწეობს) 
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია 
  • BP Group 
  • შპს მაგთიკომი 
  • IDC ბორჯომი 
  • Rakeen Uptown Development 

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევის, ასევე, საწარმოთა კვარტალური სტატისტიკური გამოკვლევის  შედეგებს. 

ტოპ-10 კომპანია ბრუნვის მიხედვით 2017 წელს შემდეგი იყო: 

  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში 
  • სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი 
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია -  საქმიანობა: ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ 
  • შპს მარსი - საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები 
  • შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი - საქმიანობა: ბუნებრივი აირის რეალიზაცია 
  • შპს სოკარ ჯორჯია გაზი - საქმიანობა: ბუნებრივი აირის რეალიზაცია, ბუნებრივი აირით მომარაგება, განაწილება 
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით 
  • შპს სუპერბეთი 2014 - (კრისტალ ბეთი, ლიდერბეთი) - საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები 
  • შპს ჩემპიონები 111 - საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები 
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი - საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება 

სია არ მოიცავს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საფინანსო საწარმოებს. ამასთან კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

ჩვენ გირჩევთ

იანვარში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა

ელექტროავტომობილების იმპორტი 24-ჯერ გაიზარდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა

უმსხვილესი კომპანიები ბრუნვა FDI საქსტატი

წინა სტატია

Georgia Capital US$ 60 million Eurobonds to be listed on the Irish Stock Exchange
13 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Does Georgia Have One of the Largest Shadow Economies in the World?
14 მარტი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა