"საქართველოს კაპიტალი" $500 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“, სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა. საინვესტიციო კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მილონი აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. საინვესტიციო თანხებს შორის, არის 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა“ წარმატებით განათავსა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ ევროობლიგაციები გამოუშვა. „საქართველოს კაპიტალი“ მოზიდული თანხების ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებში განხორციელებს. მიზანი კი ქართული კომპანიების და იმ სექტორების განვითარებაა, სადაც კონკრეტული კომპანიები ოპერირებენ. 

მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი დეველოპერული კომპანია “m2” ააშენებს და გახსნის 10 სასტუმროს. მათ შორის იქნება, როგორც 3 ვარსკვლავიანი, ასევე მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის მქონე სასტუმროები. სასტუმროები აშენდება თბილისში, ქუთაისში, კახეთში და სამთო-სათხილამურო კურორტებზე. დაგეგმილია რამდენიმე ე.წ უბნის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართთან ერთად, იქნება უბნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც: ბაღი, სკოლა, საცურაო აუზი, პარკი, სავაჭრო ცენტრი და საოფისე ფართი. 

ინვესტიციები განხორციელდება ქართული მეღვინეობის განსავითარებლად. კომპანიაში განმარტავენ, რომ გაიზრდება და გაფართოვდება ღვინის წარმოება, რათა დაკმაყოფილდეს ექსპორტის გაზრდილი მოთხოვნა განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით. 

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ შვილობილი კომპანიების ჩართულობით (GGU), ინვესტიციებს განახორციელებს განახლებადი ენერგიის ბიზნესშიც, მათ შორის ახალი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში,  სადაც ჯამში 119 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხა დაიხარჯება. ინვესტიციები განხორციელდება, კომუნალური ბიზნესის რეაბილიტაციის მიზნითაც, ინვესტიციების შედეგად მოხდება - გარდაბნის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია.

ჩვენ გირჩევთ

ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქონება - TOP 10

"საქართველოს კაპიტალის" $60 მლნ ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება

ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქონება - TOP 10

ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქონება - TOP 10

საქართველოს კაპიტალი ინვესტიცია BGEO Group

წინა სტატია

ვინ არიან CT Park-ის მფლობელები
14 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ბიზნესლიდერები რისკების შესახებ
15 მარტი, 2018
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა