რადისონ ბლუ რაგბის კავშირის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა

ოთხშაბათს, 23 ივლისს, „რადისონ ბლუ“, საქართველომ საქართველოს რაგბის კავშირთან პარტნიორობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. როგორც ორივე მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

„ჩვენ ვსარგებლობთ ნებისმიერ შანსით, რომ შევიტანოთ წვლილი იმ ქვეყნის საზოგადოების განვითარებაში, სადაც სასტუმროებს ვამუშავებთ. რაგბი საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის ლიდერი სასტუმროების ქსელის სახელი ყველაზე წარმატებული სპორტთან დაგვეკავშირებინა. ლიდერები უნდა იყვნენ ერთად,“- განაცხადა ბატონმა ბერნარდ თომასმა, „რადისონ ბლუ ივერიის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო “რადისონ ბლუ”, საქართველოს. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ ცნობილ და წარმატებულ ბრენდთან ურთიერთობას. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და უფრო ბევრ ასპექტს მოიცავს მომავალში. მიმაჩნია, რომ ეს კარგი მაგალითი და მოტივაციაა სხვა კომპანიებისათვის და ვიმედოვნებ, რომ კერძო სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთვება ქართული რაგბის მხარდაჭერაში, რაც ქართული რაგბისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“  - განაცხადა ბატონმა გიორგი ნიჟარაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა. 

„რადისონ ბლუ“, საქართველო და რაგბის კავშირი მომავალში როგორც მარკეტინგული, ისე სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მიმართულებით ითანამშრომლებენ.

წინა სტატია

მოსაწევი მოსავალი
24 ივლისი, 2014

შემდეგი სტატია

კაცი, რომელიც ამერიკის აღორძინებას ენერგიით ამარაგებს
29 ივლისი, 2014
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა