წლის საუკეთესო ბიზნესსკოლები

The Financial Times საუკეთესო ბიზნესსკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს MBA პროგრამის (ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა) მიხედვით.

გამოცემა საუკეთესო უნივერსიტეტებს 20 სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს, მათ შორის ერთ-ერთია ანაზღაურება. კერძოდ, თუ რამდენია კონკრეტული სასწავლებლის კურსდამთავრებულის საშაუალო ანაზღაურება სწავლის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ. 

ამასთან, საუკეთესო ბიზნესსკოლების დასახელებისას გათვალისწინებულია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელიც. კერძოდ, რამდენი სტუდენტი დასაქმდა სწავლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში ან რამდენმა მიიღო სამუშაო შეთავაზება. 

10 საუკეთესო ბიზნესსკოლაში ამერიკული დაწესებულებები ჭარბობს. 

1. Standford – საშუალო წლიური ანაზღაურება $214 742. ამერიკული უნივერსიტეტი გასულ წელს სიაში მეორე ადგილს იკავებდა. მისი კურსდამთავრებულების ანაზღაურება სწავლის დასრულების შემდეგ საშუალოდ 114%-ით იზრდება. სწავლის დასრულების შემდეგ სამუშაო შეთავაზებას სტუდენტთა 87%  იღებს.

2. Insead - საშუალო ანაზღაურება - $117 157. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი - 105%.

3. University of Pennsylvania - საშუალო ანაზღაურება $190 826. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი - 96%

4. London Business School - საშუალო ანაზღაურება $167 897. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი 109%

5. Harvard Business School - საშუალო ანაზღაურება $192 133. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი 102%

6. University of Chicago - საშუალო ანაზღაურება $174 153. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი 118%

7. Columbia Business School - საშუალო ანაზღაურება $177 860. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი 103%

8. Ciebs - საშუალო ანაზღაურება $162 858. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი 168%

9. MIT: Sloan - საშუალო ანაზღაურება $173 095. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი 98%

10. University Of California at Berkeley: Haas – საშუალო ანაზღაურება - $176 167. ხელფასის ზრდის მაჩვენებელი 104%.

ჩვენ გირჩევთ

ვირტუალური ბიზნესპარტნიორი

საგადახდო ბარათების პოპულარობა იზრდება

ვირტუალური ბიზნესპარტნიორი

ვირტუალური ბიზნესპარტნიორი

საუკეთესო ბიზნესსკოლები სტენფორდი The Financial Times

წინა სტატია

რომელ სექტორებში გაიზარდა ხელფასი ყველზე მეტად
19 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Popularity Of Payment Cards Increases
19 მარტი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა