წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

გასული წლის ბოლოს საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანია იყო რეგისტრირებული, მათგან 16 ფლობს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევისას. წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 441.4 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანიების წმინდა მოგებამ გასულ წელს 20.3 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების აქტივები 580,2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 154 მლნ ლარს.

წლიურად სადაზღვევო კომპანიების მოგება 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა. მოზიდული სადაზღვევო პრემიით GPI ლიდერობს (102,7 მლნ ლარი), მას მოსდევს ალდაგი (90 მლნ ლარი) და იმედი L (51.7 მლნ ლარი). მოზიდული პრემიით მეოთხე ადგილზე არდია (34 მლნ ლარი), მეხუთე პოზიციაზე კი თიბისი დაზღვევა (31.7 მლნ ლარი). პსპ-ს მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ გასულ წელს 31.5 მლნ ლარი შეადგინა, უნისონმა 30 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, ხოლო ირაომ 24.2 მლნ ლარის.

2017 წელს ყველაზე მეტი სადაზღვევო ზარალი კომპანია GPI-მ აანაზღაურა და მან 61 მლნ ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს იმედი L 43.7 მლნ ლარით და ალდაგი 35.4 მლნ ლარით. პსპ-მ წლიურად 31 მლნ ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურა, არდიმ 20 მლნ-ის, ხოლო ირაომ 16.1 მლნ-ის. 9.6 მლნ შეადგინა უნისონის მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა, თიბისისამ კი 9.1 მლნ ლარი.

2017 წელს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 197,29 მლ. ლარი შეადგინა. ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 2017 წელს  74,44 მლ. ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ბაზრის ყველაზე მსხვილი წილი ალდაგს უჭირავს – 27.8 მლნ ლარი და მთლიანი ბაზრის 37%. მას მოსდევს GPI 15.5 მლნ ლარით და ბაზრის 21%-ით, მესამე პოზიციაზე თიბისია – 15 მლნ ლარით და მთლიანი ბაზრის 20%-ით.

2017 წელს ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიამ 72,12 მლ. ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ბაზრის ყველაზე დიდი წილი ალდაგს წლიური 30 მლნ ლარით უკავია – 42%. მეორე პოზიციაზე 15.8 მლნ ლარის მოზიდული პრემიით ჯიპიაია, რომელსაც მთლიანი ბაზრის 22% უკავია. მესამე პოზიციაზე კი უნისონია – 8.2 მლნ ლარით და მთლიანი ბაზრის 11%-ით.

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ  სულ 24,70 მლ. ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში თიბისი ლიდერობს – კომპანიამ წლიურად 9.2 მლნ ლარი მიიზიდა და ბაზრის 38% დაიკავა. მეორე პოზიციაზე ალდაგია – 8.7 მლნ ლარით და მთლიანი ბაზრის 35%-ით. მესამე ადგილზე პსპ 11%-ით.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ   20,62 მლ. ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი ამ შემთვევაშიც ალდაგს უკავია – 9.8 მლნ ლარი და მთლიანი ბაზრის 48%, მეორე ადგილზე GPI-ია, – 3.8 მლნ და მთლიანი ბაზრის 19%. მესამე პოზიციას 3.4 მლნ ლარით უნისონი იკავებს – წილის 17%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *