სად არის სასტუმროს ყველაზე მაღალი ფასები საქართველოში

თებერვლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა. სამვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა (საშუალოზე 56%-ით მაღალი).

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 198 ლარი შეადგინა. იანვრის მსგავსად, საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 52%-ით მაღალი).

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის თებერვლის თვეში 363 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 591 ლარი შეადგინა, კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 207 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 358 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 86 ლარი შეადგინა. თებერვალში ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა.

PMCG-ის ინფორმაციით, სასტუმროების ფასების ინდექსი თებერვალში, იანვრის თვესთან შედარებით, 2.2%-ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები, იანვრის ფასებთან შედარებით, ყველაზე მეტად შემცირდა რაჭაში და თბილისში, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. დანარჩენ რეგიონებში ფასებმა სტაბილურობა შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში, იანვართან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 1%-ით შემცირდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი), თებერვალში იანვართან შედარებით, საქართველოში 6%-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა. 

ჩვენ გირჩევთ

წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

ცუკერბერგის ქონება ერთ საათში $5.1 მილიარდით შემცირდა

წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

სასტუმროები სასტუმროების ფასები PMCG

წინა სტატია

Ambit Mining! Every bit secured.
21 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

GIG is planning to buy KazTransGaz Tbilisi
20 მარტი, 2018
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა