გუგა ცანავა. ეგალიტარული კაპიტალისტი

38 წლის გუგა ცანავა უკვე ერთი წელია, რაც „რაკია ჯორჯიასა“ და „რაკიინ დეველოპმენტს“ ხელმძღვანელობს, რომლებიც საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ინვესტორს, რას ალ-ხაიმას საამიროს შეიხს – საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის ეკუთვნის. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტოპმენეჯერი კომპანიების ასეულობით მილიონის ღირებულების მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მოგვითხრობს. მისი წარმატების ისტორია ცხადყოფს: გულწრფელობა, იდეათა თანასწორობა და გუნდური მუშაობის პრინციპი ბიზნესს არა მხოლოდ „ადამიანური სახით“, არამედ წარმატებული ადამიანებითაც აჯილდოებს.

უ­გა ცა­ნა­ვა­ზე Forbes-ი 2013 წლის ნო­ემ­ბ­რის ნო­მერ­შიც წერ­და და დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ში ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტოპ­მე­ნე­ჯე­რი ფარ­თო აუდი­ტო­რი­ამ სწო­რედ მა­შინ გა­იც­ნო.

„რატომ არას­დ­როს არ­სად ჩან­ხართ? თქვენ შე­სა­ხებ ვე­რა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მო­ვი­ძი­ე“, – ეკითხე­ბო­და ჟურ­ნა­ლის­ტი გუ­გა ცა­ნა­ვას მას შემ­დეგ, რაც მის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში თით­ქ­მის ვე­რა­ფე­რი იხი­ლა, გარ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი პრო­ფი­ლე­ბი­სა და სტენ­ფორ­დის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა სი­ი­სა, სა­დაც ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა „უბრალო მოკ­ვ­დავ­თათ­ვის“ შეზღუ­დუ­ლი­ა. გუ­გა ცა­ნა­ვას პა­სუ­ხი ასე­თი იყო: „გულწრფელად გითხ­რათ, ამა­ზე არას­დ­როს მი­ფიქ­რი­ა. ცალ­სა­ხად ვამ­ბობ, რომ პი­ა­რი, უფ­რო ზუს­ტად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი­ა, თუმ­ცა ისე გა­მო­ვი­და, რომ დღემ­დე მთე­ლი ჩე­მი ძა­ლის­ხ­მე­ვა ცოდ­ნის აკუ­მუ­ლი­რე­ბა­სა და რე­ა­ლუ­რად საქ­მის კე­თე­ბა­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი. ალ­ბათ ეს მხა­რე ამი­ტო­მაც გა­და­ვი­და უკა­ნა პლან­ზე“.

Forbes-ის მკითხ­ველ­მა კარ­გად იცის – ბიზ­ნე­სის ამ ლი­გის მო­თა­მა­შის­თ­ვის „გულწრფელობა“ ჩვე­უ­ლი თვი­სე­ბა არაა – შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ პინ­ჩუ­კის ცრემ­ლე­ბი ყი­რი­მის კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მი­სი აქ­ტი­ვე­ბი მთლი­ა­ნად რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ან ამე­რი­კე­ლი ძმე­ბი კო­ხე­ბის მი­ერ აღ­ვ­ლე­ნი­ლი ოდე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, რომ­ლის ლე­იტ­მო­ტი­ვა­დაც იარა­ღით ვაჭ­რო­ბის ინ­ტე­რე­სი იკ­ვე­თე­ბა. დი­ახ, ისი­ნი, ვის ხელ­შიც ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ტრი­ა­ლებს, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა­ზე (და გულ­წ­რ­ფე­ლად!) იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რო­ბენ და კი­დევ უფ­რო იშ­ვი­ა­თად აკავ­ში­რე­ბენ ამ თვი­სე­ბას წარ­მა­ტე­ბას­თან. თუმ­ცა გუ­გა ცა­ნა­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა­ა. საქ­მე ისა­ა, რომ მის კა­რი­ე­რულ ზრდა­ში გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას ისე­თი­ვე დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს, რო­გო­რიც „ცოდნის აკუ­მუ­ლი­რე­ბას“, „გამოცდილების მი­ღე­ბა­სა“ და „რეალურად საქ­მის კე­თე­ბას“. დი­ახ, გუ­გა ცა­ნა­ვა პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი­ა, რო­მე­ლიც სტენ­ფორ­დ­მა მი­ი­ღო; წლე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ბა­გა­ჟით იგი, რო­გორც იტყ­ვი­ან, „განწირული იყო წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“, მაგ­რამ იმ ფაქტს, რომ ტოპ­მე­ნე­ჯე­რი 38 წლის ასაკ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ინ­ვეს­ტო­რის, რას ალ­-­ხა­ი­მას სა­ა­მი­როს შე­ი­ხის, სა­უდ ბინ საქრ ალ ქა­სი­მის კუთ­ვ­ნილ „რაკია ჯორ­ჯი­ა­სა“ და „რაკინ დე­ვე­ლოპ­მენტს“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს დი­რექ­ტო­რის რან­გ­ში, თა­ვად, გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­სა, სწო­რედ გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით ხსნის:

„ამას ბევ­რი ფი­ლო­სო­ფია არ სჭირ­დე­ბა, – გვე­უბ­ნე­ბო­და ის 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში. – გულ­წ­რ­ფე­ლი ვარ, ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლი და პირ­და­პი­რი. ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბი, რას ვფიქ­რობ მათ­ზე, ამა თუ იმ პრობ­ლე­მა­ზე, რო­გორ ვხე­დავ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებს. არას­დ­როს არა­ფერს ვა­ლა­მა­ზებ და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ჩე­მი წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს არის“.

შე­იხ სა­უდ ბინ საქრ ალ ქა­სი­მის­თ­ვი­საც, სტენ­ფორ­დის დიპ­ლო­მის გარ­და, სწო­რედ გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­სა და პირ­და­პი­რო­ბის მო­მენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და გა­დამ­წყ­ვე­ტი, რო­დე­საც მან გა­ნიზ­რა­ხა, რე­გი­ონ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­თ­ვის სა­და­ვე­ე­ბი ამ ახალ­გაზ­რ­და მე­ნე­ჯე­რის­თ­ვის ენ­დო. და, რო­გორც ჩანს, ურ­თი­ერ­თო­ბის ცა­ნა­ვა­სე­ულ­მა სტრა­ტე­გი­ამ არა მხო­ლოდ ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რებ­სა და მულ­ტი­მი­ლი­არ­დერ შე­იხ­თან გა­ა­მარ­თ­ლა, არა­მედ კომ­პა­ნი­ა­შიც – ხელ­ქ­ვე­ი­თებ­თა­ნაც.

გუ­გა ცა­ნა­ვას­თ­ვის 2013 წელს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი „რაკია ჯორ­ჯი­ა“ და „რაკიინ დე­ვე­ლოპ­მენტი“ დღეს თვალ­სა და ხელს შუა ფორ­მირ­დე­ბა კავ­კა­სი­ის ერ­თ­-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ჰოლ­დინ­გად. თუმ­ცა ვიდ­რე ქვეყ­ნის უდი­დე­სი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტორს მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­სა და გეგ­მებ­ზე გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დეთ, ამ ორი კომ­პა­ნი­ი­სა და მი­სი და­მა­არ­სებ­ლის ის­ტო­რია გა­ვიხ­სე­ნოთ (მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის მო­ი­ძი­ეთ Forbes Georgia-ს 2013 წლის ნო­ემ­ბ­რის ნო­მე­რი).

„რაკიინი“, რაც არა­ბუ­ლად „დედაბოძს“ ნიშ­ნავს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის ერ­თ­-ერ­თი უდი­დე­სი დე­ვე­ლო­პე­რი­ა. ისიც, ისე­ვე რო­გორც ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი, გა­მო­ირ­ჩე­ვა ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკო­ლო­გი­უ­რო­ბის ნიშ­ნით. რაც შე­ე­ხე­ბა მის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში – „რაკია ჯორ­ჯი­ა“ და „რაკიინ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ ფლო­ბენ „შერატონ მე­ტე­ხი პა­ლასს“, „თბილისი მოლს“ და თა­ვი­სუ­ფალ ინ­დუს­ტ­რი­ულ ზო­ნას ფოთ­ში, 400 ჰექ­ტა­რამ­დე ფარ­თო­ბის მი­წა­სა და უძ­რავ ქო­ნე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში. თა­ვად RAKIA (UAE) კი თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერ­თ­-ერ­თი პარ­ტ­ნი­ო­რია და სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს. და ეს მხო­ლოდ და­საწყი­სი­ა.

თუმ­ცა ამ „დასაწყისამდე“ რას ალ­-­ხაიმას სა­ინ­ვეს­ტი­ციო სამ­მარ­თ­ვე­ლოს ბევ­რი წი­ნა­ღო­ბის გა­და­ლა­ხა­ვა მო­უ­წი­ა. „რაკია ჯორ­ჯი­ა­სა“ და „რაკიინ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ და­არ­სე­ბი­დან არც ისე დი­დი ხნის შემ­დეგ, მი­სი ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის მი­მართ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე აღიძ­რა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ფილ მთავ­რო­ბას უმ­ს­ხ­ვი­ლეს ინ­ვეს­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იმ­დე­ნად გა­ურ­თულ­და, რომ ინ­ვეს­ტო­რი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბი­სა და ყვე­ლა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, 2012 წელს გა­მოჩ­ნ­და ამე­რი­კი­დან ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გუ­გა ცა­ნა­ვა. მან კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­თ­ვის სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში აღე­ბის­თა­ნა­ვე უმოკ­ლეს დრო­ში მო­ა­ხერ­ხა წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გუნ­დის შე­მოკ­რე­ბა. დღეს, კომ­პა­ნი­ას, რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ახალ წარ­მა­ტე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ­ზე ფიქ­რის ფუ­ფუ­ნე­ბა გა­უჩ­ნ­და.

გუ­გა ცა­ნა­ვა 1976 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მან თავ­და­პირ­ვე­ლად ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იური­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა შემ­დეგ პრო­ფი­ლის შეც­ვ­ლა გა­ნიზ­რა­ხა და „საქართველოს ბან­კ­ში“ ექ­ვ­ს­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ (ამ პე­რი­ოდ­ში მან რი­გი­თი სტა­ჟი­ო­რი­დან საკ­რე­დი­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის პოს­ტამ­დე მო­ა­ხერ­ხა და­წი­ნა­უ­რე­ბა) „კავკასიის ბიზ­ნეს­ს­კო­ლის“ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა გა­ი­ა­რა. იგი დარ­წ­მუნ­და, რომ მი­სი საქ­მე ბიზ­ნე­სი იყო და ჯერ ევ­რო­პა­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, სა­ბო­ლო­ოდ კი, 2011 წელს, სტენ­ფორ­დის გა­მოც­დი­ლი ლი­დე­რე­ბი­სა და მე­ნე­ჯე­რე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა გა­ი­ა­რა. ლი­დე­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გუ­გა ცა­ნა­ვას ნამ­დ­ვი­ლად შე­სა­შუ­რი ჰქონ­და. 2003-2011 წლე­ბის შუ­ა­ლედ­ში, რო­მე­ლიც მან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაჰ­ყო, ჯერ „სერმაში“ იმუ­შა­ვა, შემ­დეგ „სინერჯი ჯგუფ­ში“, ბო­ლოს კი „საქართველოს ინ­დუს­ტ­რი­ულ ჯგუფ­ში“ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად სა­უ­კე­თე­სოდ ეს­მის – „პიარი ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი­ა“ – რო­გორ ჩანს, სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­ა­რი და ფო­ტო­ო­ბი­ქე­ტი­ვის წინ პო­ზი­რე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ბიზ­ნე­სის სხვა „განუყრელი ნა­წი­ლე­ბის­გან“, დღე­საც არ ანი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას. Forbes-ის ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თ­ვის მი­სი და­მორ­ჩი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და – ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, რო­დის და­აღ­წევ­და თავს ობი­ექ­ტი­ვის ტყვე­ო­ბას. ძლივს და­ვი­თან­ხ­მეთ ფო­ტოს­ტუ­დი­ი­დან „თბილისი მოლ­ში“ წავ­სუ­ლი­ყა­ვით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის ფონ­ზე რამ­დე­ნი­მე ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად.

სხვა­თა შო­რის, ზუს­ტად მოს­მე­ნის უნარ­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა გუ­გა ცა­ნა­ვას ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი თვი­სე­ბა – გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბა.

„არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი იცო­დეს, – მითხ­რა მან. – ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, გქონ­დეს რჩე­ვის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი და სხვი­სი აზ­რის გა­ზი­ა­რე­ბის უნა­რი. ხში­რად, ქვე­შევ­რ­დო­მებ­საც – ამ სიტყ­ვა­ზე ჩერ­დე­ბა და იქ­ვე აზუს­ტებს, – ანუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სტრუქ­ტუ­რა­ში უფ­რო ქვე­ვით მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­საც ვე­კითხე­ბი აზრს. არ შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლი­დე­რი იყოს ჩა­კე­ტი­ლი და მარ­ტო თა­ვის ე.წ. Gut Feeling-ს და ინ­ტუ­ი­ცი­ას ენ­დო­ბო­დეს“.

ამ­ჯე­რად უკ­ვე მე ვიქ­ნე­ბი გულ­წ­რ­ფე­ლი და ვიტყ­ვი, არა­სო­დეს შემ­ხ­ვედ­რია მე­ნე­ჯე­რი, რო­მელ­საც სიტყ­ვა „ქვეშევრდომის“ ხსე­ნე­ბა ასე ეხა­მუ­შე­ბო­დეს და თავს მო­ვა­ლედ თვლი­დეს, მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იმ­გ­ვა­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ გან­მარ­ტე­ბა­ში მი­სი თა­ნას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მოს­ჭ­ვი­ო­დეს.

ახ­ლა კი დრო­ა, გუ­გა ცა­ნა­ვას „რაკია ჯორ­ჯი­ა­სა“ და „რაკინ დე­ვე­ლოპ­მენტის“ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­სა და გეგ­მებ­ზე გა­ვე­სა­უბ­როთ. მი­სი სა­უბ­რი­სას ყურს აუცი­ლებ­ლად მოგ­ჭ­რით პი­რის მრავ­ლო­ბი­თი რიცხ­ვი. ყვე­ლა იმ წი­ნა­და­დე­ბას, რო­მელ­მაც მის მი­ერ მარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე უნ­და მოგ­ვითხ­როს, გუ­გა ცა­ნა­ვა იწყებს ნაც­ვალ­სა­ხე­ლით „ჩვენ“. ჩანს, რო­ცა საქ­მე კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბას ეხე­ბა, გუ­გა ცა­ნა­ვას­თ­ვის „მე“ ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა.

და­ვიწყოთ თქვე­ნი მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბით. რო­გო­რი იქ­ნე­ბა „თბილისი მო­ლი“ პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

„თბილისი მოლ­ში“ გან­ვი­თა­რე­ბის ორ ეტაპს გა­მოვ­ყოფ­დი. დღემ­დე მოლ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 160 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ა. წლის ბო­ლომ­დე და­მა­ტე­ბით 12-15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვგეგ­მავთ.

დღეს „თბილისი მო­ლი“ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შო­პინ­გ­-­ცენ­ტ­რი. პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვ­ლე­ბა კონ­ცეფ­ცი­ა. შო­პინ­გ­-­ცენ­ტ­რი­დან „თბილისი მო­ლი“ იქ­ცე­ვა ე.წ. სა­ო­ჯა­ხო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლად (family destination). შო­პინ­გი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ერ­თ­-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იმი­სა, რა­საც ჩვენ შევ­თა­ვა­ზებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, ტუ­რის­ტებს – ზო­გა­დად მომ­ხ­მა­რე­ბელს. წლის ბო­ლომ­დე გავ­ხ­ს­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდ – რამ­დე­ნი­მე­დარ­ბა­ზი­ან კი­ნო­თე­ატრს, ე.წ. მულ­ტიპ­ლექსს. ივ­ლის­ში გა­იხ­ს­ნე­ბა ოჯა­ხუ­რი გა­სარ­თო­ბი ცენ­ტ­რი – ხაზს ვუს­ვამ – ოჯა­ხე­ბის, და არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის. ეს ცენ­ტ­რი თით­ქ­მის ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. რა თქმა უნ­და, ვგეგ­მავთ ახა­ლი ბრენ­დე­ბის შე­მოყ­ვა­ნას. ვგეგ­მავთ ბო­უ­ლინ­გის ცენ­ტ­რის გა­კე­თე­ბა­საც. ყვე­ლა­ფერს ჯერ არ ვახ­მა­უ­რებთ, რად­გან მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. რო­ცა ხელს მო­ვა­წერთ, ამა­საც გა­ვამ­ჟ­ღავ­ნებთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი წლის ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში რა ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა „თბილისი მოლ­ში“?

მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით $180-190 მი­ლი­ო­ნამ­დე შე­იძ­ლე­ბა ავი­დეთ. თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტით მოლ­ში უნ­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო „თაუერები“, რომ­ლე­ბიც გათ­ვ­ლი­ლი იყო რე­ზი­დენ­ტუ­რებ­სა და სა­ო­ფი­სე ფარ­თებ­ზე. დღეს ჩვენ ახა­ლი ხედ­ვა გვაქვს. ვფიქ­რობთ, რომ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე კონ­ცეფ­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობთ. ვქი­რა­ობთ ერ­თ­-ერთ ძა­ლი­ან ცნო­ბილ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ გვირ­ჩევს, თუ რა ტი­პის კონ­ცეფ­ცია იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო ბაზ­რის­თ­ვის, ინ­ვეს­ტო­რი­სა და მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის. ამი­ტომ, ცო­ტა რთუ­ლია ინ­ვეს­ტი­ცი­ის ზუს­ტი მო­ცუ­ლო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, რად­გან ეს „თაუერები“ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად არის „თბილისი მო­ლის“ ნა­წი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც „თაუერების“ კონ­ცეფ­ცია იქ­ნე­ბა მზად, ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ბო­ლოო მო­ცუ­ლო­ბა მა­შინ გვე­ცო­დი­ნე­ბა.

კი­დევ ერ­თი მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტია „შერატონის“ რე­ნო­ვა­ცი­ა. რო­გო­რი იქ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­რა­ტო­ნი და რა თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­სი რე­ნო­ვა­ცი­ა?

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი „შერატონის“ მსგავ­სი სას­ტუმ­რო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჯერ არ ჰქო­ნი­ა. ვი­ზუ­ა­ლუ­რად რო­გო­რი იქ­ნე­ბა, ჯერ არ ვი­ცით. სა­ბო­ლოო კონ­ცეფ­ცია ზაფხუ­ლის ბო­ლოს დამ­ტ­კიც­დე­ბა. ჩვენ და­ვი­ქი­რა­ვეთ მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ არა მხო­ლოდ ინ­ტე­რი­ე­რის, არა­მედ ექ­ს­ტე­რი­ე­რის შეც­ვ­ლა­ზეც.

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­ს­ტე­რი­ერს – თვი­თონ „შერატონის“ ლო­კა­ცია ისე­თი­ა, რომ მას სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან. ეს არის ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და ამი­ტომ ფა­სა­დი, რა თქმა უნ­და, შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, მე­რი­ა­სა და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ს­ტან­ცი­ას­თან.

მოკ­ლედ შე­მიძ­ლი­ათ გითხ­რათ, რომ რე­ნო­ვა­ცი­ის შემ­დეგ ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­დე­ბა, ანუ სას­ტუმ­რო გა­იზ­რ­დე­ბა. „შერატონი“ გახ­დე­ბა უტყუ­ა­რად ხუთ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო – ეს არ იქ­ნე­ბა „პირობითი“ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი. ხა­ზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ ეს არის რე­ნო­ვა­ცია და არა მარ­ტი­ვი კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტი, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, მე­ქა­ნი­კით, ელექ­ტ­რო­ბით, გაყ­ვა­ნი­ლო­ბე­ბით და ა.შ. დაწყე­ბუ­ლი, ფა­სა­დით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე უმაღ­ლე­სი კლა­სის რეს­ტორ­ნის შე­მოყ­ვა­ნა­ზეც. „შერატონის“ მმარ­თ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ა, „სტარვუდი“ ფლობს სა­კუ­თარ კონ­ცეფ­ცი­ებ­საც და ამავ­დ­რო­უ­ლად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მე­სა­მე მხა­რეს­თან, რო­გო­რიც არის, პი­რო­ბი­თად, მაგ. „ბუდა-ბარი“, „კავალი კლუ­ბი“, „ნაბუ“ და ა.შ.

ჩვენ ვფიქ­რობთ, იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე კონ­ცეფ­ცი­ა: იტა­ლი­უ­რი, ფრან­გუ­ლი, აზი­უ­რი, ქარ­თუ­ლი და სხვა, მაგ­რამ ჯერ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი არ ვართ, რო­მელს გა­ვა­კე­თებთ.

ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ბო­ლოო მო­ცუ­ლო­ბა ბო­ლო პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­სას და­ზუს­ტ­დე­ბა, თუმ­ცა ჩვენ ვე­ლით, რომ და­ახ­ლო­ე­ბით $25-30-მილიონიან ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

რა უკუ­გე­ბას მო­ე­ლით ამ პრო­ექ­ტე­ბი­დან?

თავს შე­ვი­კა­ვებ ციფ­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან, თუმ­ცა, ცხა­დი­ა, ბევრს რომ არ მო­ვე­ლო­დეთ და რე­ა­ლუ­რად ინ­ვეს­ტი­ცია რომ გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი იყოს, არც არა­ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და მას.

და­მა­ტე­ბით ერ­თი რამ მინ­და ვთქვა, რაც ჩვე­ნი მხრი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქამ­დე არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა – „შერატონის“ ირ­გ­ვ­ლივ ჩვენ გვაქვს ტე­რი­ტო­რი­ა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც აქამ­დე არა­ვის უზ­რუ­ნი­ა. ვფიქ­რობთ სხვა­დას­ხ­ვა კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­უ­ბა­რია კა­ზი­ნო­ზე, ლაქ­შე­რი ბრენ­დე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ზე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სერ­ვის­სა და პრო­დუქ­ტ­ზე, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ არ ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბულ­ვართ. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით არის ის, რომ, რა თქმა უნ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რად უნ­და ავით­ვი­სოთ ეს ტე­რი­ტო­რი­ა, რად­გან პრაქ­ტი­კუ­ლად ეს ტე­რი­ტო­რია არის აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც ახ­ლა უკუ­გე­ბას არ გვაძ­ლევს.

რა პრო­ექ­ტებ­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბით „შერატონისა“ და „თბილისი მო­ლის“ შემ­დეგ? ნო­ემ­ბერ­ში თქვენ ახ­სე­ნეთ ინ­ვეს­ტი­ცია ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით...

ჩვე­ნი სტრა­ტე­გია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია – ჩვენ სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ. მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი­ა, თუმ­ცა, გარ­და „შერატონისა“ და „თბილისი მო­ლი­სა“, ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობთ ფო­თის ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბიც გა­დავ­დ­გით. ვქი­რა­ობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა – ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ველს ხდის ამ ტი­პის კონ­ცეფ­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მივ­დი­ვართ დუ­ბა­ი­სა და რას ალ­-­ხა­იმ­აში – სა­დაც უკ­ვე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ოპე­რი­რე­ბენ მსგავ­სი ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ზო­ნე­ბი – რა­თა გა­ვი­გოთ ის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მა­თი წარ­მა­ტე­ბა, და იმის­თ­ვის, რომ მოხ­დეს მა­თი ადაპ­ტი­რე­ბა, შემ­დეგ კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ნერ­გ­ვა.

მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა არის აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დ­თან. ჩვენ უკ­ვე შე­ვარ­ჩი­ეთ პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ვმსჯე­ლობთ. უკ­ვე შევ­თან­ხ­მ­დით და ძა­ლი­ან მა­ლე გა­ვა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას feasibility studies-ის გა­კე­თე­ბა­ზე ამ პრო­ექ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გვინ­და დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ და და­ვი­ნა­ხოთ, მარ­თ­ლა შეს­რუ­ლე­ბა­დია თუ არა ამო­ცა­ნე­ბი და მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზის შემ­დეგ რე­ა­ლის­ტუ­რად გვე­სა­ხე­ბა. სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით მი­ვი­ღებთ.

მე­სა­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა არის ზო­გა­დად რა­ღაც ახ­ლის გა­კე­თე­ბა. თუმ­ცა დღეს ეს პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის, რად­გან ჯერ საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს და­სასრულებე­ლი. ამ მე­სა­მე მი­მარ­თუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში არ გა­მოვ­რიცხავ, რომ ვი­სა­უბ­როთ ენერ­გე­ტი­კა­ზე, ლო­გის­ტი­კა­ზე, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ზე, რო­მელ­შიც პო­ტენ­ცი­უ­რად მო­გე­ბი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

რა არის იმ ინ­ვეს­ტი­ცი­ა­თა ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც დღემ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს „რაკია ჯორ­ჯი­ამ“ და „რაკიინ დე­ვე­ლოპ­მენტმა“?

$300 მი­ლი­ო­ნამ­დე.

თქვე­ნი გაცხა­დე­ბუ­ლი გეგ­მა­ა, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეთ რე­გი­ო­ნის ერ­თ­-ერთ უდი­დეს მო­თა­მა­შედ. რო­გო­რია თქვე­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ა, სად იქ­ნე­ბით 10 წლის შემ­დეგ?

ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის თქმა, ვი­ნა­ი­დან ზო­გა­დად ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კუ­რი და სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დი გახ­და არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო, არა­მედ მთლი­ა­ნად მსოფ­ლიო ბიზ­ნეს­სამ­ყა­რო.

რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს ჩვე­ნი ხედ­ვა. „ჩვენში“ ვგუ­ლის­ხ­მობ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფისს, რად­გან, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი მფლო­ბე­ლია მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა შე­ი­ხი სა­უდ ბინ საქრ ალ ქა­სი­მი, რო­მელ­საც თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს. მის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია რას ალ­-­ხაიმას სა­ა­მი­რო და ეს გა­საკ­ვი­რი არა­ა, თუმ­ცა იმა­ვე მონ­დო­მე­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით ზრუ­ნავს ყვე­ლა სხვა ოფის­ზე.

რო­დე­საც ჩვენ ვამ­ბობთ, რომ გვინ­და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ჰოლ­დინ­გი გავ­ხ­დეთ, სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს აქ­ტი­ვებ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოპე­რი­რე­ბად კომ­პა­ნი­ებ­ზე. ვფიქ­რობთ, რომ სტრა­ტე­გი­ის ერ­თ­-ერ­თი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა კონ­კ­რე­ტულ სექ­ტო­რებ­ზე, რომ ყველ­გან არ გა­ვი­ფან­ტოთ და ვფო­კუ­სირ­დეთ იმა­ვე უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე, ინ­დუს­ტ­რი­ულ ზო­ნებ­ზე, მოკ­ლედ სექ­ტო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვენ რე­ა­ლუ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღი­რე­ბუ­ლე­ბას შეგ­ვ­მა­ტებს. შემ­დეგ უკ­ვე ამ მო­დე­ლე­ბის – ოპე­რი­რე­ბის მიდ­გო­მე­ბი­სა და მარ­თ­ვის მო­დე­ლე­ბის კო­პი­რე­ბას მო­ვახ­დენთ და გან­ვავ­რ­ცობთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით ეს არის ის გზა, რა­საც მე დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვხე­დავ.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­თ­ვის დროს ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს გეგ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. „ჩონჩხი“ არ შე­იც­ვ­ლე­ბა, რად­გან უკ­ვე ვი­ცით, რა ვა­კე­თოთ და რა არ ვა­კე­თოთ, რაც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა ადაპ­ტი­რე­ბა­ში.

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ად­რე, მას შემ­დეგ, რაც უკ­ვე ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია ჰქონ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რას ალ­-­ხა­ი­მას შე­იხ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ქვეყ­ნი­დან წას­ვ­ლი­სა და შემ­დეგ უკ­ვე ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი?

რამ გა­ნა­პი­რო­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ წა­სუ­ლი­ყო, ალ­ბათ უპ­რი­ა­ნი­ა, თვი­თონ მას ვკითხოთ, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არის რა­ღაც მი­ზე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თ­ვი­საც კი არ არის ცნო­ბი­ლი. ჩე­მი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მი­ზე­ზი, მარ­ტი­ვად შე­მიძ­ლია ვთქვა – ადა­მი­ა­ნი თუ კმა­ყო­ფი­ლი­ა, ის არ მი­დის. რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და ბევ­რი მი­ზე­ზი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მი­სი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. თა­ნაც სა­უ­ბა­რია ძა­ლი­ან დიდ და არა „ჩვეულებრივ“ ინ­ვეს­ტორ­ზე. თუმ­ცა იმის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეც ვარ, რომ ინ­ვეს­ტო­რე­ბი და­ი­ყონ კა­ტე­გო­რი­ე­ბად. ნე­ბის­მი­ერ ინ­ვეს­ტორს, თუნ­დაც ინ­დ­მე­წარ­მეს, თა­ვი­სი კონ­ტ­რი­ბუ­ცია შე­აქვს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამი­ტომ გა­რე­მო უნ­და იყოს ყვე­ლას­თ­ვის თა­ნა­ბა­რი – უცხო­ე­ლი იქ­ნე­ბა იგი თუ ქარ­თ­ვე­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. ყვე­ლას თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში უნ­და უწევ­დეს მუ­შა­ო­ბა.

სა­მა­გი­ე­როდ, ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა, რამ გა­ნა­პი­რო­ბა შე­ი­ხის დარ­ჩე­ნა – ეს იყო ახა­ლი მთავ­რო­ბის ძა­ლი­ან სწო­რი და გულ­წ­რ­ფე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა. მას პი­რა­დად შეხ­ვ­და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ­-­მი­ნის­ტ­რი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ასე­ვე ჰქონ­და შეხ­ვედ­რა პრე­მი­ერ­თან, ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან, ვი­ცე-­პ­რე­მი­ე­რებ­თან, ეკო­ნო­მი­კურ ბლოკ­თან და ა.შ. ამ შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ, მახ­სოვს, შე­ი­ხი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და – ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ის მა­ნი­ჭებს, რომ სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას მთა­ვა­რი მე­სი­ჯი ყვე­ლას­გან იდენ­ტუ­რი­ა. ეს მე მიქ­მ­ნის ადეკ­ვა­ტურ კომ­ფორტს, ვი­ფიქ­რო ამ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა­ზე.

მი­სა­სალ­მე­ბე­ლი­ა, რომ დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ყვე­ლა ინ­ვეს­ტორს თა­ნაბ­რად ეკი­დე­ბა. ამი­ტო­მაც არის, რომ „რაკია ჯგუ­ფი“ ზო­გა­დად ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ბა­ზარ­ზე ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კუთხით.

მთავ­რო­ბა აკე­თებს ყვე­ლა­ზე მთა­ვარს – გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გქონ­დეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უსაფ­რ­თხო სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო. და­ნარ­ჩე­ნი ბიზ­ნეს­მა უნ­და შექ­მ­ნას. მთავ­რო­ბა ვერ ჩა­გი­დებს ფულს შენს პრო­ექ­ტ­ში, თუმ­ცა აქაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი შე­მო­ი­ტა­ნეს ფონ­დე­ბი­სა და სპეც­პ­როგ­რა­მე­ბის სა­ხით (ვგულისხმობ სა­პარ­ტ­ნი­ო­რო ფონდს, სპეც­პ­როგ­რა­მას „აწარმოე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ და სხვა). და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენ­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­ზეც აპე­ლი­რე­ბა ხდე­ბა – ეკო­ნო­მი­კის ზრდა, უმუ­შევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა, ინ­ფ­ლა­ცი­ის კე­თილ­გო­ნივ­რულ ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვა – ყვე­ლა­ფერს ჩვენ უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იყოს ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფორ­მატ­ში. სა­ხელ­მ­წი­ფო გაძ­ლევს რე­გუ­ლა­ცი­ას, გა­რე­მოს, ჩარ­ჩოს, და­ნარ­ჩე­ნი შენ უნ­და გა­ა­კე­თო.

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ შე­ა­ფა­სებს ინ­დუს­ტ­რი­ა­ში ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს 2008-ის კრი­ზი­სამ­დე და კრი­ზი­სის შემ­დეგ – რა ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე იდ­გ­ნენ დე­ვე­ლო­პე­რე­ბი მა­შინ და რას­თან გი­წევთ ჭი­დი­ლი დღეს?

მე თავს უფ­ლე­ბას ვერ მივ­ცემ, ვთქვა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ის ექ­ს­პერ­ტი ვარ. მე გახ­ლა­ვართ მარ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი სტრა­ტე­გი­ი­სა და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. თუმ­ცა, კვლე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა ტენ­დენ­ცი­ებ­საც ვაკ­ვირ­დე­ბი – ვფიქ­რობ, დღეს ეს სექ­ტო­რი არის ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბა­დი. უბ­რა­ლოდ, ქა­ლაქ­ში რომ გა­ი­ა­რო, რე­ა­ლუ­რად ხე­დავ, რომ ღი­რე­ბუ­ლე­ბა იქ­მ­ნე­ბა – შენ­დე­ბა რე­ზი­დენ­ტუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, შენ­დე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლი­თია თუნ­დაც ის, რომ ად­რე ამ­ხე­ლა შო­პინგ მო­ლის არ­სე­ბო­ბა თბი­ლის­ში კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ იდ­გა. დღეს არა­თუ მარ­ტო ჩვე­ნი შო­პინგ მო­ლი არ­სე­ბობს, არა­მედ კონ­კუ­რენ­ცია იზ­რ­დე­ბა – ძა­ლი­ან დი­დი შო­პინგ მო­ლი შენ­დე­ბა აერო­პორ­ტ­თან, რო­მე­ლიც ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი კი­ა, მაგ­რამ მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, მი­ხა­რი­ა, რად­გან ეს არის კი­დევ ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი. არა­ვინ ააშე­ნებ­და მას, რომ არ იყოს მო­ლო­დი­ნე­ბი და წი­ნას­წა­რი გათ­ვ­ლე­ბი.

სას­ტუმ­რო­ე­ბი ავი­ღოთ! ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ უცებ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ამ­დე­ნი ბრენ­დი და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოს­ვ­ლით. ჩვენ ვა­კე­თებთ რე­ნო­ვა­ცი­ას, ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტა­ლი შე­მო­დის, ინი შენ­დე­ბა – თან მხო­ლოდ თბი­ლის­ში – ბა­თუ­მი კი­დევ ცალ­კე თე­მა­ა... ეს ყვე­ლა­ფე­რი მაძ­ლევს სა­ფუძ­ველს ვთქვა, ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბა­დი სექ­ტო­რი არის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა თქვენს კომ­პა­ნი­ებ­სა და ბიზ­ნე­სის ზო­გად სუ­რათ­ზე?

ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ. ერ­თი მხრივ, ზო­გა­დად, რო­გორც ამ ქვეყ­ნის ერ­თ­-ერ­თი ინ­ვეს­ტო­რი და, მეორე მხრივ, მეც პი­რა­დად გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. მინ­და ყვე­ლას მი­ვუ­ლო­ცო ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ჩვენს ბიზ­ნესს – ის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი იყო ერ­თ­-ერ­თი ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის­თ­ვის – ფო­თის ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ზო­ნის­თ­ვის. ყვე­ლა სა­ვაჭ­რო პი­რო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნა­წარ­მო­ე­ბი პრო­დუქ­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად აღიქ­მე­ბო­დეს, რომ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პულ სტან­დარტს. ის, რომ იარ­სე­ბებს სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ნა­წე­რე­ბი და ლო­გო­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის, ძა­ლი­ან ფარ­თო გა­სა­ქანს იძ­ლე­ვა.

იმ ტე­ნან­ტებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ოპე­რი­რე­ბენ და რომ­ლე­ბიც შე­მოვ­ლენ, ექ­ნე­ბათ შე­ხე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნა­ლურ ბა­ზარ­თან, არა­მედ გა­ათ­მა­გე­ბულ და გა­ას­მა­გე­ბულ სა­ექ­ს­პორ­ტო ბა­ზარ­თან, რაც, რა თქმა უნ­და, ავ­ტო­მა­ტუ­რად ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჯაჭ­ვია და ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია აისა­ხე­ბა ყვე­ლა­ზე. რო­დე­საც ჩვე­ნი ტე­ნან­ტი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა – ეს აისა­ხე­ბა ჩვენ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფო­ზე და სა­ხელ­მ­წი­ფოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ზე. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი­ა. გულ­წ­რ­ფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ამას სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ელო­დე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი არა­ბი მფლო­ბე­ლე­ბიც. ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რა და­მა­ტე­ბი­თი მო­გე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ამ დო­კუ­მენტს და ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ ფო­თის ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ზო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა.

რად­გან არა­ბი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ახ­სე­ნეთ – თქვე­ნი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, რა სპე­ცი­ფი­კა ახა­სი­ა­თებს არაბ ინ­ვეს­ტო­რებ­თან და არა­ბულ კა­პი­ტალ­თან მუ­შა­ო­ბას, რა ბიზ­ნე­სე­თი­კა მოქ­მე­დებს არა­ბულ სამ­ყა­რო­ში და რი­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან არა­ბი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ამე­რი­კელ­თა­გან ან ევ­რო­პელ­თა­გან?

ვიტყო­დი, ცალ­კე კომ­პე­ტენ­ციაა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია – საქ­მე გაქვს სა­მე­ფო ოჯახ­თან . რომ ჩა­ვუღ­რ­მავ­დეთ გლო­ბა­ლუ­რად სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მებს – დე­მოკ­რა­ტი­ას, მო­ნარ­ქი­ას – რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბი ახა­სი­ა­თებთ მათ – ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა შე­სამ­ჩ­ნე­ვია ბიზ­ნეს­ზე და მიდ­გო­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას.

ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ეთი­კუ­რი ხალ­ხი­ა. იცი­ან ფუ­ლის ფა­სი. ხან­და­ხან ხალხს ჰგო­ნი­ა, ვი­ნა­ი­დან წვდო­მა აქვთ ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ რე­სურ­სებ­თან, ბევ­რად მარ­ტი­ვად იღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს – ასე არ არის. ისი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მით აფა­სე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს. ფაქ­ტია ისიც, რომ ძა­ლი­ან იზ­რ­დე­ბა უცხო­ე­ლე­ბის მიგ­რა­ცია არა­ბეთ­ში და ისი­ნი იკა­ვე­ბენ საკ­ვან­ძო პო­ზი­ცი­ებს. რას ალ­-­ხა­ი­მა­ში უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი­რი, კონ­სულ­ტან­ტი და ა.შ. ჩა­ვი­და და სხვა­დას­ხ­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა.

ერთ რა­მეს გა­ვუს­ვამ­დი ხაზს – ძა­ლი­ან ფა­სობს ნდო­ბა და სიტყ­ვა. ძა­ლი­ან ხში­რად, რო­დე­საც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სწრა­ფად მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო და დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზის­თ­ვის დი­დი დრო არ არის – რაც ბიზ­ნეს­ში ხში­რად ხდე­ბა – შენ მი­ერ ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვა მათ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა იყოს საკ­მა­რი­სი, რომ მი­ი­ღონ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, სიტყ­ვას უნ­და უძღ­ვო­დეს ნდო­ბა და ამ ნდო­ბას დამ­სა­ხუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­საზღ­ვ­რავს კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნეს­სამ­ყა­რო­ში?

ვფიქ­რობ, ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ყო­ველ­თ­ვის იყო, არის და იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი – ხალ­ხი. შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს ბევ­რი ფუ­ლი, უნი­კა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, უნი­კა­ლუ­რი მო­ნო­პო­ლის­ტუ­რი აქ­ტი­ვი, მაგ­რამ თუ არ გყავს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს სწო­რად მარ­თავს, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. ვფიქ­რობ, სწო­რი გუნ­დის ფორ­მი­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მო­ზიდ­ვა მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ხელ­შეწყო­ბა, მო­ტი­ვი­რე­ბა, ერ­თ­-ერ­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რი­ა. ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ბეზ­რ­დე­ბა ერ­თი და იმა­ვეს კე­თე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა ლი­დე­რი­სა და მე­ნე­ჯე­რის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა­ა, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო გა­რე­მო შექ­მ­ნას.

ხში­რად მო­მის­მე­ნია კითხ­ვა – რა­ტომ უნ­და ჩავ­დო ბევ­რი ფუ­ლი თა­ნამ­შ­რო­მელ­ში? – რო­დე­საც ის პრო­ფე­სი­უ­ლად გა­იზ­რ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვექ­ცეს ან რა­ღაც და­მა­ტე­ბი­თი მოგ­ვ­თხო­ვოს! პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი­ა: ჯო­ბია გა­გექ­ცეს, რად­გან, ვიდ­რე გა­იქ­ცე­ვა, ის თა­ვი­სას მო­ი­ტანს, ვიდ­რე გყავ­დეს დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ღი­რე­ბუ­ლე­ბას შეგ­მა­ტებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბა და ზო­გა­დად ტა­ლან­ტის მარ­თ­ვა.

აგ­რეთ­ვე, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია კონ­ტაქ­ტე­ბი, არა მხო­ლოდ მთავ­რო­ბებ­თან – ყვე­ლას­თან: კონ­კუ­რენ­ტებ­თან, მომ­წო­დებ­ლებ­თან, პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან – კონ­ტაქ­ტე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით და ქვეყ­ნის გა­რეთ, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და ა.შ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ელი­ტა­რუ­ლი ბიზ­ნეს­ს­კო­ლე­ბი – მა­გა­ლი­თად, ჰარ­ვარ­დი და სტენ­ფორ­დი – ცალ­კე საგ­ნად ას­წავ­ლი­ან ნეტ­ვორ­კინგს, რად­გან ყვე­ლა მიხ­ვ­და, ეს არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რე­სურ­სი. მათ სჯე­რათ, რომ ამის სწავ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა.

პი­როვ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა – ბევ­რი ფაქ­ტო­რია გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი. ვფიქ­რობ, ერ­თი გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს. გა­აჩ­ნია ადა­მი­ანს, გა­აჩ­ნი­ა, სად არის, გა­აჩ­ნი­ა, რო­გორ გა­რე­მო­ში­ა. თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი სა­ბა­ზი­სო კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, რაც თა­ვის როლს თა­მა­შობს. 

წინა სტატია

კაცი, რომელიც ამერიკის აღორძინებას ენერგიით ამარაგებს
29 ივლისი, 2014

შემდეგი სტატია

აგრარული უნივერსიტეტის საქმის დეტალები
31 ივლისი, 2014
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა