ბენტლის მოდელების ტესტ-დრაივი

“ომეგა მოტორს ჯგუფმა” განსაკუთრებული სტუმრებისთვის, მსოფლიო ბრენდების მაღაზია “ქრონოგრაფის”, ღვინის კომპანია “ჩიგოგიძე ვაინსისა” და სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანის” პარტნიორობით, განსაკუთრებული ტესტ-დრაივი მოაწყო, რომელმაც სტარტი ომეგას ქუჩაზე აიღო.

ტესტ-დრაივზე წარმოდგენილი იყო “ბენტლის” ორი განსაკუთრებული მოდელი - “ბენტლი ბენტაიგა” და ხელნაკეთი “ბენტლი მულსანი”.

“ბენტლის, როგორც ბრენდის, საქართველოში არსებობა არა მხოლოდ “ომეგა მოტორ ჯგუფის”, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების  კუთხით”, - აცხადებენ “ბენტლი თბილისში”.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბენტლის ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში, “ბენტლი თბილისი”, მომხმარებელს სთავაზობს სრული მოდელების ხაზს, რომელშიც შედის Flyng Spur, Mulsanne, Bentayga და ახალი Continental GT, ასევე, გაყიდვის შემდგომ მომსახურებას და საავტომობილო ბრენდის ხელნაკეთი მოწყობილობების კოლექციას.

ბენტლი მოტორსი არის ყველაზე მოთხოვნადი, მდიდრული მანქანების ბრენდი მსოფლიოში, კომპანიის მთავარი ცენტრი მდებარეობს ინგლისში, ქალაქ ქრუში , რომელიც არის კომპანიის სათავო ოფისი და მოიცავს დიზაინს, კვლევას, განვითარებას, მანქანათმშენებლობას და კომპანიის ოთხი სამოდელო ხაზის: Bentayga-ს, Continental-ის, Flyng Spur-ისა და Mulsanne-ის წარმოებას.

ბენტლი ომეგა მოტორსი ტესტ-დრაივი

წინა სტატია

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა
21 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

The revenue of the Partnership Fund has decreased
21 მარტი, 2018
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა