თებერვალში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.9 პროცენტით გაიაფდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, 0.9%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის თებერვალთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 46%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

2018 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე - 0.78% პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-13.1%), ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-4.5%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1.6%)

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 5.1%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.9%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (11.6%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 11.6%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

წინა სტატია

დიდი საჭეთმპყრობელი
23 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ეროვნული ბანკის გაფრთხილება
23 მარტი, 2018
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
"ლოპოტამ" საპარტნიორო ფონდისგან აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა
ახალი ამბები ქართულად | სექ, 30, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა