ეროვნული ბანკის გაფრთხილება

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული კანონის შესაბამისად, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საბროკერო კომპანიის საქმიანობას დაემატა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების გაწევა.

ცვლილების შედეგად, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება გახდა ლიცენზირებული საქმიანობა და დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მიეცათ მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

ამასთან, პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებული არიან, ა/წ 11 აპრილიდან ფლობდნენ ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიას.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები.

ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდები

წინა სტატია

თებერვალში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.9 პროცენტით გაიაფდა
23 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Telegram-ის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა
23 მარტი, 2018
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა