სტრადას ავტოიმპერია

“სტრადა ჯგუფი” ავტობიზნესში მოღვაწეობის მეათე წარმატებულ წელს ითვლის. იტალიური FIAT-ის, სპორტული ALFA ROMEO-სა და ამერიკული თავისუფლების სიმბოლოს JEEP-ების ექსკლუზიური დილერი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, საიმედო და მომხმარებელზე ორიენტირებულ ავტოიმპერიას ფლობს.

“სტრადა ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გვაზავა კომპანიაში 2009 წელს, ერთ-ერთი ბიზნესმიმართულების დირექტორად მივიდა, თუმცა ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალისტმა მმართველობა მალე სრულად გადაიბარა და უკვე მეცხრე წელია, 50 ადამიანთან ერთად კომპანიის განვითარებაზე ზრუნავს, მომხმარებლებს კი საერთაშორისო საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

იტალიური FIAT-ის მოდური საცალო ხაზი, ბიზნესისთვის FIAT Professional-ის ეკონომიური და პრაქტიკული კომერციული ავტომობილები, სპორტული Alfa Romeo მაცდური დიზაინით და ამერიკული ნამდვილი Jeep-ი - ეს ის საერთაშორისო ბრენდებია, რომლებიც დღეს “სტრადას” ამერიკულ-იტალიურ ცენტრს აქვს წარმოდგენილი. თუმცა დასაწყისი ცოტა განსხვავებული იყო.

ყველაფერი მეორეული ავტომობილების იმპორტითა და რეალიზაციით 2008 წელს დაიწყო. ქართული ინვესტიციით, ორი ფიზიკური პირის მიერ გაღებული 100,000 ლარით. სწორი მენეჯმენტისა და ძლიერი გუნდის დამსახურებით მცირე კომპანია მალე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობადი გახდა. რეალიზაცია მაშინ თვეში 150-200 ავტომობილს შეადგენდა. დღეს კომპანიის კაპიტალი დღეს 3 მილიონ ლარზე მეტია, ბრუნვამ კი 2017 წელს 12 მილიონს გადააჭარბა.

რატომ უნდა ავირჩიოთ “სტრადა ჯგუფი”?

პირველ რიგში, საინტერესოა თავად წარმოდგენილი ბრენდები. FIAT-ის, AlfaRomeo-სა და Jeep-ის მარკის ავტომობილების თითოეულ ბრენდს აქვს უნიკალური ხასიათი, ისინი მუდმივად პირველები სთავაზობენ სიახლეს საკუთარ მომხმარებელს, არიან გამორჩეულები და აწარმოებენ მსოფლიო ბაზარზე ისტორიულად აღიარებულ მოდელებს. ამასთან, “სტრადა ჯგუფი” მუდმივად ანებივრებს მომხმარებლებს უახლესი შეთავაზებებითა და განსხავებული, საინტერესო სტანდარტებით, რომელთა მიხედვითაც FIAT-ის, Alfa Romeo-სა და Jeep-ის მარკის ავტომობილების შეძენისას 3-წლიან საგარანტიო პერიოდზე მომხმარებლისათვის უფასოა როგორც გეგმური მომსახურება, ასევე თავად ავტონაწილებიც, მათ შორის: ზეთი, ფილტრები, ხუნდები, ღვედები და ყველაფერი, რაც ესაჭიროება ავტომობილს ამ პერიოდში. მომხმარებელს ავტომობილის შესაძენად სალონიდან გაუსვლელად შეუძლია უმოკლეს დროში მიიღოს ყველანაირი სერვისი: მარტივი განვადება, ლიზინგი, დაზღვევა, გადაფორმება, ფასიანი ნომრის შეკვეთა, ამასთან ახალი ავტომობილის შერჩევისას მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ჩანაცვლების პირობით და საბაზრო ფასად ჩაგვაბაროს კუთვნილი ავტომობილი. “სტრადა ჯგუფისათვის” პრინციპულად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ბაზარზე სტაბილური განვითარება. მთავარი პრინციპები - მეტი პროფესიონალიზმი, მეტი გამბედაობა, ინოვაციური იდეების განხორციელება და სამომავლო პროდუქტზე მუშაობაა. “სტრადა ჯგუფის” აშკარა წარმატებული და ეფექტიანი შედეგების ფონზე კომპანია სწრაფად ვითარდება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ დავგეგმოთ როგორც ახალი ბრენდების დამატება, ასევე ახალი ცენტრის მშენებლობა თბილისსა და რეგიონებში. 

რატომ თქვით უარი მეორეული ავტომობილების იმპორტზე?

მეორეული ავტომობილების ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა, სადაც კონკურენტების უმრავლესობა ჩვეულებრივი ფიზიკური პირები იყვნენ, რომელთა დიდი ნაწილიც გადასახადების დამალვით, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანით და უხარისხო ავტომობილის მიწოდებით იყო დაკავებული, შესაბამისად, მათ წინაშე გვიწევდა უთანასწორო კონკურენციაში ყოფნა, ბოლო წლებში დაემატა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გაძვირებაც, რამაც, ფაქტობრივად, უინტერესო გახადა აღნიშნული ბიზნესი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა კომპანიამ 2010 წელს ნაკლებპერსპექტიულად შეაფასა მეორეული ავტომობილების ბიზნესი და მიზნად ახალი ავტომობილების ბაზარზე შესვლა დავისახეთ.

რთული იყო ბიზნესპროფილის ცვლილების პროცესი?

საბედნიეროდ, იმავე წელს გავხსენით FIAT-ის სადილერო და მისი მეშვეობით შევძელით მეორეული ავტომობილების ბიზნესიდან უმტკივნეულოდ გამოსვლა. თუმცა ახალი ავტომობილების ბიზნესსაც ახლდა თავისებური სირთულეები. 2010 წელს ბაზარი უკვე გაჯერებული იყო სხვა კონკურენტული ბრენდებით, ამასთან, ჩვენამდე საქართველოში არ არსებობდა FIAT-ის, Jeep-ის და Alfa Romeo-ს სადილეროები. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ბრენდს უძველესი ისტორია აქვს და ძალიან კარგად იცნობენ სხვა ქვეყნებში, საქართველოსთვის ის მაინც უცხო იყო, შესაბამისად, ჩვენმა კომპანიამ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და სასურველი გამხდარიყო ასეთი უნიკალური, ძლიერი და დიდი ისტორიის მქონე ბრენდების ავტომობილები. გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა, დღემდე ძალიან დაბალია ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა, რაც წლიურად მთლიანი ავტოიმპორტის 5%-ს არ აღემატება, ამასთან, არც შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები უწყობს ხელს უფრო ახალი, უსაფრთხო და გარემოზე ნაკლებად მავნე ზემოქმედების ავტომობილების გაყიდვას.

====================== 

“საქართველოს ბანკის” როლი

შესავალი: “სტრადა ჯგუფის” იდეის განხორციელებასა და განვითარებაში დიდი წვლილი საქართველოს ბანკს მიუძღვის. სექტორის ლიდერმა “სტრადა ჯგუფთან” თანამშრომლობა კომპანიის დაარსების დღიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 2008 წელს, სანამ “ჯიბიაი ავტოთრეიდი” სახელს შეიცვლიდა და “სტრადა” გახდებოდა. კომპანიის ზრდის პარალელურად იზრდებოდა პარტნიორობის ფარგლებიც. 2011 წელს კი საქართველოს ბანკმა “ფიატის” ცენტრის მშენებლობა სრულად - 0,6 მილიონი ლარით დააფინანსა. ბანკთან ერთად განხორციელებული დიდი პროექტებიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილების მიწოდება შეიძლება გამოიყოს, რაც ასევე საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით განხორციელდა და კომპანიამ 80 სპეცავტომანქანის შეკვეთა და მიწოდება შეძლო.

რატომ აირჩიეს პარტნიორად, ჯერ კიდევ 10 წლის წინ დამწყები კომპანია და რა ამყარებს ამ თანამშრომლობას? ამის გასაგებად საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ხოდელს ვესაუბრეთ. 

რატომ “სტრადა ჯგუფი”?

საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულება მუდმივად მოწოდებულია, დააფინანსოს ეკონომიკურად გამართული და განვითარებაზე ორიენტირებული სექტორები, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. კონკრეტულად “სტრადა ჯგუფის” შესახებ რომ ვისაუბროთ, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენს პარტნიორსა და კლიენტს, ხელი შევუწყოთ განვითარებასა და გაზრდაში, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტად ამყარებს ბანკსა და კომპანიას შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობას. “სტრადა ჯგუფმა” დაამტკიცა, რომ არის მუდმივად მზარდი, ისინი გამოირჩევიან მაღალი კორპორაციული სტანდარტებითა და საქმისადმი ერთგულებით, რაც ერთობლიობაში მათ საქართველოს ბანკის საიმედო პარტნიორებად აქცევს. 

თუ გაქვთ განსხვავებული და განსაკუთრებული შეთავაზებები “სტრადა ჯგუფის” კლიენტებისთვის?

მსგავსი, ერთობლივი პროექტები არის ნათელი მაგალითი იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რაც საქართველოს ბანკსა და “სტრადა ჯგუფს” შორის წლებია, არსებობს. ცხადია, არაერთხელ გვქონია საინტერესო გადაკვეთები, პერიოდულად კომპანიასთან ერთად ხორციელდება სხვადასხვა ექსკლუზიური აქცია, მაგალითისთვის, 2017 წლის ოქტომბერში გვქონდა 2-წლიანი უპროცენტო განვადების ექსკლუზიური შეთავაზება. 2011 წლიდან აქტიურად ჩაერთნენ ავტომობილების განვადების პროექტში და შვიდი წლის განმავლობაში 800-ზე მეტი განვადება განვახორციელეთ. ეს პროექტი პერიოდულად ისევ ხორციელდება. დღეისათვის, ჩვენი დახმარებით, მიწოდებული სასწრაფოების რაოდენობამ უკვე 100-ს გადააჭარბა. პარალელურ რეჟიმში შპს “სტრადა მოტორსი” მუდმივად არის ჩართული სხვადასხვა ერთობლივ აქციაში, უპროცენტო განვადებისა და საქართველოს ბანკის SOLO-ს ექსკლუზიურ შეთავაზებებში.

 

ჩვენ გირჩევთ

ტელევიზიების შემოსავალი

ნანუკა ჭანტურიას სტუმარმასპინძლობა VINOTEL-ში

ტელევიზიების შემოსავალი

ტელევიზიების შემოსავალი

სტრადა ჯგუფი საქართველოს ბანკი ზურაბ გვაზავა

წინა სტატია

Telegram-ის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა
23 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

სუპერმოდელი კარლი კლოსი - კომპიუტერული პროგრამირების ახალი სახე
26 მარტი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა