საბანკო დეპოზიტების დოლარიზაცია 63.8 პროცენტამდე შემცირდა

2018 წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 18 მლნ ლარით შემცირდა. ლარში გამოსახული დეპოზიტების შემცირება, ლარის გამყარებამ განაპირობა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 172 მლნ ლარით შემცირდა (დოლარში გამოსახული 12 მლნ დოლარით შემცირდა), ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 153 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, თებერვლის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 63.8% შეადგინა. იანვრის ბოლოს დოლარიზაცია 64.6%, ხოლო ერთი წლის წინ 71% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 13 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 7.4 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2017 წლის თებერვალთან შედარებით, 2017 წლის თებერვალში ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.3 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 376 მლნ დოლარით.

2018 წლის პირველი მარტის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ია, ერთი წლის წინ 3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია, ერთი წლის წინ 7.8% იყო.

საბანკო დეპოზიტები დოლარიზაცია

წინა სტატია

ევროკავშირის 4 ქვეყანა, სადაც საქართველო მეტ პროდუქტს ყიდის, ვიდრე ყიდულობს
26 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

The Most Profitable Insurance Companies In Georgia
26 მარტი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა