პირველ კვარტალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 106.4 პროცენტით შესრულდა

საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 6.4%-ით მეტია ამავე კვარტლის გეგმიურ მაჩვენებელზე. სახელმწიფო ბიუჯეტმა დაგეგმილზე 144 მლნ ლარით მეტი მიიღო. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საგადასახადო შემოსავლები 4.7%-ით, 106 მლნ ლარით არის გაზრდილი.

საგადახადო შემოსავლების გეგმაზე მეტის მობილიზება დამატებული ღირებულების, საშემოსავლოს და სხვა გადასახადების გადაჭარბებით შესრულებამ განაპირობა.

იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 2 962 მლნ ლარია, რაც 10%-ით მეტია დაგეგმილ მაჩვენებელზე.

პირველ კვარტალში ბიუჯეტის გადასახდელებმა (ხარჯებმა) 2 622 მლნ ლარი შეადგინა, რაც გადასახდელების კვარტალური გეგმის 94%-ით შესრულებას ნიშნავს.

რადგან შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო გადასახდელების გეგმა არ შესრულდა, შედეგად, იანვარ-მარტში ბიუჯეტის ნაშთი 339 მლნ ლარით გაიზარდა. გეგმის მიხედვით, ბიუჯეტის ნაშთის 51 მლნ ლარით კლება იყო გათვალისწინებული.

ცხრილი: სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები

მილიონ ლარებში

I კვარტალი გეგმა

I კვარტალი ფაქტი

შესრულება

საგადასახადები შემოსავლები სულ

2236

2380

106.4%

დამატებული ღირებულების გადასახადი

1004

1065

106.1%

საშემოსავლო გადასახადი

695

717

103.2%

მოგების გადასახადი

235

236

100.4%

აქციზი

329

305

92.7%

იმპორტის გადასახადი

15

19

126.7%

სხვა გადასახადები

-41

39

95.1%

 

საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტი ბიუჯეტის ნაშთი

წინა სტატია

მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი საგარეო ვალით
02 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

Forbes-ი თბილისს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის ასახელებს
02 აპრილი, 2018
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა