"ნიჭიერი მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის" რეიტინგში საქართველო 70-ე ადგილზეა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად საერთაშორისო ბიზნესსკოლა INSEAD-ი Adecco Group-სა Tata Communications-თან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს „გლობალური ნიჭის კონკურენტუნარიანობის ინდექსს“ (GTCI).

რეიტინგში მსოფლიოს 119 ქვეყნის მონაცემია გაანალიზებული, იმის მიხედვით თუ რამდენად შეუძლიათ მათ ნიჭიერი კადრების მოზიდვა და შენარჩუნება. ამისთვის GTCI 6 ინდიკატორს იყენებს:

ჩართულობა - ინდიკატორი ზომავს ქვეყნის ბიზნეს და რეგულატორულ გარემოს.

კადრების მოზიდვა - ინდიკატორი აფასებს, თუ რამდენად ღიაა კონკრეტული ქვეყანა მოიზიდოს შესაფერისი კადრები. ამასთან განავითაროს ქალებისა და ხანდაზმული ადამიანების უნარები.

ზრდა - ინდიკატორში შედის ქვეყნის შესაძლებლობა განავითაროს მოქალაქეების უნარები, მათ შორის დაწყებითი და უმაღლესი განათლების კუთხთ.

შენარჩუნება - ინდიკატორი ქვეყანაში ცხოვრების დონეს აფასებს.

VT უნარები - ინდიკატორი ზომავს, თუ რამდენად ფლობენ მოქალაქეები ტექნიკურ და პროფესიულ უნარებს.

GK უნარები - ინდიკატორი მოქალაქეების გლობალურ ცოდნას აფასებს.

ნიჭის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, მას მოსდევს სინგაპური და ამერიკის შეერთებული შტატები.

საქართველო რეიტინგში 72-ე ადგილზეა. ჯამში 100 სარეიტინგო ქულიდან საქართველოს 38.8 ქულა აქვს მიღებული. ყველაზე მაღალი შეფასება კი ქვეყანას ბიზნესის კეთების სიმარტივის კომპონენტში აქვს, რომლითაც მსოფლიოში მე-14-ე ადგილს იკავებს.

ბოლო პოზიციებს იკავებს საქართველო „კლასტერული განვითარების“ კატეგროიაში და 19.81 ქულით მსოფლიოში 108-ე ადგილზეა. 95-ე ადგილზეა ქვეყანა აქტიური სამუშაო ბაზრის პოლიტიკის შემუშავების კუთხით. 81-ე პოზიციას იკავეს საქართველო პოლიტიკური სტაბილურობის კატეგორიაში. ტექნოლოგიების გამოყენების ინდიკატორით საქართველო მსოფლიოში 98-ე ადგილზეა.

სხვადასხვა კატეგორიებში საქართველოს პოზიცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • თანაბარი ანაზღაურება ქალისა და კაცისთვის - 90-ე ადგილი
  • განვითარების საშუალება ქალებისთვის - 49-ე ადგილი
  • უმცირესობების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება - 91-ე ადგილი
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობები - 57-ე ადგილი
  • პროფესიული განათლება - 88-ე ადგილი
  • უმაღლესი განათლება - მე-60-ე ადგილი
  • უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯები - 93-ე ადგილი
  • მათემატიკისა და მეცნიერების დისციპლინების ცოდნა - 59-ე ადგილი
  • პერსონალური უფლებები დაცვა - 44-ე ადგილი
  • სოციალური ქსელების გამოყენება - 38-ე ადგილი
  • შესაფერისი უნარების მქონე კადრების მოძიების სიმარტივე - 107-ე ადგილი
  • მეცნიერებისა და ინჟინრების რაოდენობა - 102-ე ადგილი

ჩვენ გირჩევთ

ბუმის წინასწარმეტყველები

Forbes-ი თბილისს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის ასახელებს

ბუმის წინასწარმეტყველები

ბუმის წინასწარმეტყველები

რეიტინგი GTCI INSEAD

წინა სტატია

Forbes Georgia in English - Issue #8
03 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

Innovative Approaches to Musical Education
03 აპრილი, 2018
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
მთავრობის ზარალიანი ბიზნესი
რეიტინგი | მაი, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა