მსხვილი ბიზნეს ცენტრები თბილისში

მსხვილი ბიზნეს ცენტრები თბილისში

2017 წელს თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის მიწოდება 15%-ით გაიზარდა და 176,000 კვ.მ. შეადგინა. გაზრდილი მიწოდების 53% King David Business Center-ზე მოდის, რომელმაც A კლასის ბიზნეს ცენტრებს 12,000 კვ.მ. შემატა. ჯამში თბილისში საოფისე ფართებს მილიონზე მეტი კვ.მ უკავია. 

Colliers International-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო წლებში A კლასის ოფისებში ფასები 4%-ით შემცირდა, ხოლო A- და B+ კლასებში ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა.

თბილისში ბიზნეს ცენტრების უმეტესობა საბურთალოზეა თავმოყრილი. კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებს 12,464 კვ.მ შეემატება.

მიწოდების 20% მთაწმინდაზე მოდის, სადაც მხოლოდ A და A- კლასის ბიზნეს ცენტრებია თავმოყრილი, ამ მხრივ მთაწმინდა ყველაზე პრესტიჟულ უბნად ითვლება და ფასიც ყველაზე მაღალია.

თანამედროვე საოფისე ფართები თბილისის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

საბურთალო – 54,332 კვ.მ

მთაწმინდა – 25,124 კვ.მ.

დიდუბე – 11,025 კვ.მ.

ვაკე – 18,316 კვ.მ.

ჩუღურეთი – 16,911 კვ.მ.

კრწანისი 12,760 კვ.მ.

ისანი – 5 000 კვ.მ.

თბილისში ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართების ყველაზე მსხვილი საერთაშორისო დამქირავებლები არიან: EY, Deloitte, PwC, KPMG, Samsung, BBC, EBRD, ADB, Microsoft, JTI, Phillip Morris, Booking.com, Rompetrol.

A და B კლასის ბიზნეს ცენტრებში ქირის ღირებულება 2012 წლის შემდეგ  26%-ით შემცირდა. შემცირება კონკურენციის ზრდას უკავშირდება.  კვლევის მიხედვით ფასის კლება მომავალშიც გაგრძელდება.

გასულ წელს კვ.მ იჯარის ფასი უბნების მიხედვით შემდეგი იყო (ფასი მოცემულია 1 კვ.მ-ზე):

  • მთაწმინდა: $17.7
  • ვაკე: $16.9
  • ისანი – $14.6
  • საბურთალო – $14.4
  • კრწანისი – $14.1
  • ჩუღურეთი – $13.5
  • დიდუბე – $ 6.4

საქართველოში ე.წ. A კლასის 8 ბიზნეს ცენტრია:

  • King David – (ალექსიძის ქუჩა N12) ფართობი: 12,000 კვ.მ.
  • Aword – (ტატიშვილის ქუჩა N3) ფართობი: 3,500 კვ.მ.
  • ტაბიძის N1 – ფართობი: 8,000 კვ.მ.
  • Grato – (კოსტავას ქუჩა) ფართობი: 4,800 კვ.მ.
  • Pixel 34 – (ჭავჭავაძის გამზირი) ფართობი: 11,200 კვ.მ.
  • GMT Plaza – (თავისუფლების მოედანი) ფართობი: 3,000 კვ.მ.
  • Merani – (გრიბოედოვის ქუჩა) ფართობი:  4,500 კვ.მ.
  • Green Building – (მარჯანიშვილის ქუჩა) ფართობი: 2,400 კვ.მ.

გარდა ამისა, თბილისში A- კლასის 8 ბიზნეს ცენტრია. რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, მიმდინარე წელს თბილისს ორი ბიზნეს ცენტრი შეემატება: Axis Towers და MDM ბელიაშვილის ქუჩაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *