მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 5.6 მილიონი დოლარით შემცირდა

2018 წლის მარტში წინა თვესთან, თებერვალთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 5.6 მილიონი დოლარით (0.2%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 169 მილიონი დოლარით (6.4%-ით) არის გაზრდილი.

2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.3 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 475 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი - 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 მარტს არსებული რეზერვების მოცულობა 79 მილიონი აშშ დოლარით (2.7%-ით) ჩამორჩება.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

უცხოური ვალუტის რეზერვები რეზერვები ეროვნული ბანკი

წინა სტატია

ქვეყნები, რომლებიც ჯანდაცვაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ
10 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

თავისუფლება ტაქსის
11 აპრილი, 2018
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
Ambit Mining! Every bit secured.
კომპანიები | მარ, 21, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა