მარტში სახელმწიფო ვალი 382 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 382 მლნ ლარით შემცირდა და 16.3 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 5 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი გაცილებით მეტად, 357 მლნ ლარით შემცირდა. თებერვალში საშინაო სახელმწიფო ვალი 25 მლნ ლარით შემცირდა.

31 მარტის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 12.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 73% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 719 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 538 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.4%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

სახელმწიფო ვალი საგარეო ვალი საშინაო ვალი

წინა სტატია

მარტში ფულადი გზავნილები 17 პროცენტით გაიზარდა
16 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

IMF საქართველოში მიმდინარე პროგრამას აფასებს
16 აპრილი, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა