IMF საქართველოში მიმდინარე პროგრამას აფასებს

საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულების თაობაზე, რაც IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ივნისში წარედგინება. 

მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მლნ ეს-დე-ერი (დაახლოებით 43.6 მლნ დოლარი). შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 90 მლნ ეს-დე-ეს-ს (დაახლოებით 130 მლნ დოლარს) გაუტოლდება.

"2017 წელს საქართველოში ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო სავაჭრო პარტნიორების მაღალი ზრდის და მაღალი ადგილობრივი მოხმარების გამო. ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდამ ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას მშპ-ს 8.7 პროცენტამდე. კერძო სექტორზე გაცემული კრედიტი ხელს უწყობდა ეკონომიკურ აქტივობას. ფისკალური დეფიციტი პროგრამით გათვალისწინებულზე უფრო დაბალი იყო მაღალი შემოსავლების გამო, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირდება. მაღალი შემოსავლები და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა ქმნიდა კაპიტალური ინვესტიციების ზრდის და დღგ-ს ზედმეტობების  ანაზღაურების შესაძლებლობას. 2018 წელს ზრდა კვლავ მაღალი იქნება, ხოლო რისკები დაბალანსებული. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავარაუდოდ ოდნავ გაიზრდება საწვავის ფასების ზრდის და კაპიტალური ხარჯების გამო“, - განმარტავენ IMF-ში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF საქართველოს მთავრობა

წინა სტატია

მარტში სახელმწიფო ვალი 382 მილიონი ლარით შემცირდა
16 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

Districts of Tbilisi with most expensive property
16 აპრილი, 2018
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
Ambit Mining! Every bit secured.
კომპანიები | მარ, 21, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა