მარტში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.9 პროცენტით გაიაფდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით 0.9%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის მარტთან შედარებით 6.5%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 45%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.9%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე - 0.71% პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია კვების პროდუქტების და სასმელების წარმოებაზე (-1.1%), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-3.8%).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 5.5%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5.3%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (11.8%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 12.1%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

ჩვენ გირჩევთ

უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილზეა

უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში

უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში

სამრეწველო პროდუქციის წარმოება მწარმოებელთა ფასების ინდექსი

წინა სტატია

ტრადიციული მასპინძელი
20 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

შინამრეწველი ინდუსტრიალისტი
21 აპრილი, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა