ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები საქართველოში

აქართველოს სახელმწიფო სასწავლებლების უმრავლესობაში ფიქსირებული გადასახადია და ის წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. თუმცა, განსხვავებული ვითარებაა კერძო სასწავლებლების შემთხვევაში. კერძო უნივერსიტეტების ნაწილში წლიური გადასახადი ზოგიერთ ფაკულტეტზე 10 000 ლარს სცდება. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საბაკალავრო პროგრამებზე ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტების ჩამონათვალი 2018 სასწავლო წლისთვის შემდეგია: 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ელექტრული ინჟინერია

კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი ელექტრულ ინჟინერიაში 

წლიური გადასახადი - 19 067 ლარი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია 

კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი კომპიუტერულ ინჟინერიაში 

წლიური გადასახადი: 19 067 ლარი 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება

კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი კომპიუტერულ მეცნიერებაში 

წლიური გადასახადი: 19 067 ლარი 

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი: საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი 

კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციაში 

წლიური გადასახადი: 11 500 ლარი 

შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი": დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა 

კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი

წლიური გადასახადი: 10 000 ლარი

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა 

კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი 

წლიური გადასახადი: 10 000 ლარი 

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა 

კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი 

წლიური გადასახადი: 8000 ლარი 

შ.პ.ს. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა 

კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი

წლიური გადასახადი: 8000 ლარი 

შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი 

წლიური გადასახადი: 7950 ლარი 

შპს თავისუფალი უნივერსიტეტი: არქიტექტურა

კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი 

წლიური გადასახადი: 7950 ლარი 

შპს კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება (სწავლა ხორციელდება ქართულ ენაზე ინგლისური კომპონენტით) 

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (ფინანსებში/მარკეტინგში/მენეჯმენტში/საბუღალტრო აღრიცხვაში) 

წლიური გადასახადი: 7500 ლარი 

შპს კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის პროგრამა

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი 

წლიური გადასახადი: 7500 ლარი

რაც შეეხება სამაგისტრო საფეხურებს, მიმდინარე წელს ყველაზე ძვირადღირებული შემდეგი პროგრამებია: 

შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი: საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ქართულ-გერმანული ერთობლივი) 

კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის მაგისტრი

საფასური: 25 185 ლარი 

შპს - კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის მართვის ორმაგი პროგრამა (ბიზნეს-კვლევა, გლობალური მენეჯმენტი, მენეჯმენტ-კონსალტინგი)

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 

საფასური: 20 000 ლარი 

შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი: მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთნ ურთიერთობა 

კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი 

საფასური: 10 750 ლარი 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება 

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 

საფასური: 10 055 ლარი 

შპს - კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი)

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 

საფასური: 7350 ლარი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი: ბიზნესის ადმინისტრირება 

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 

საფასური: 7500 ლარი

შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში

კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში 

საფასური: 7500 ლარი 

თსუ: გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ინგლისურენოვანი) 

კვალიფიკაცია: გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრი ბიოტექნოლოგიებში 

საფასური: 7405 ლარი

განათლება უნივერსიტეტები სწავლის გადასახადი

წინა სტატია

რამდენად "ჩრდილოვანია" საქართველოს ეკონომიკა - IMF-ის პასუხი
23 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

How “shadow” is Georgia’s economy - IMF’s answer
23 აპრილი, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა