ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა

ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა

2012 წლიდან დღემდე მსოფლიოში ღვინის ექსპორტი  2.6%-ით შემცირდა. მსოფლიოში ღვინის მთლიანი ექსპორტის 69.5%  ევროპულ ქვეყნებზე მოდის. Worldstopexports-ის მონაცემებით, მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა საფრანგეთია, საიდანაც ექსპორტმა 2016 წელს US$9.1  მილიარდი შეადგინა, რაც მთლიანი მოცულობის 28.2%-ია.  

ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ათეული შემდეგია:  

  1. საფრანგეთი: US$9.1 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 28.2%)
  2. იტალია: $6.2 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 19.2%)
  3. ესპანეთი: $3 მილიარდი  (მთლიანი მოცულობის 9.2%)
  4. ჩილე: $1.9 მილიარდი  (მთლიანი მოცულობის 5.7%)
  5. ავსტრალია: $1.7 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 5.3%)
  6. ამერიკის შეერთებული შტატები: $1.6 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 4.8%)
  7. ახალი ზელანდია: $1.1 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 3.5%)
  8. გერმანია: $1 მილიარდი (მთლიანი მოცულობის 3.2%)
  9. არგენტინა: $816.8 მილიონი (მთლიანი მოცულობის 2.5%)
  10. პორტუგალია: $804.5 მილიონი (მთლიანი მოცულობის 2.5%) 

საქართველო ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის 21-ე ადგილს იკავებს. 2016 წელს საქართველოდან ექსპორტმა $113.5 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი მოცულობის 0.4%-ია. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. საქართველოდან ღვინის ექსპორტი გასულ წელსაც გაიზარდა და 170 მლნ-მდე აშშ დოლარი შეადგინა. რაოდენობრივად კი გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 76,7 მლნ ბოთლი გავიდა.  

მსოფლიოში ღვინის ექსპორტის 93.5% პირველ 15 ქვეყანაზე მოდის. ღვინის ექსპორტის კუთხით ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ჩინეთია, საიდანაც ექსპორტი 2012 წლის შემდეგ 606.3%-ით გაიზარდა. მას მოსდევს ჰონგ კონგი 193.6%-ანი ზრდით და ახალი ზელანდია 14.3%-ანი ზრდით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *