რა ღირს საწვავი ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,73 ევროს (დაახლოებით 5,23 ლარი), დიზელის საწვავი - 1,67 ევროს (დაახლოებით 5,05 ლარი); ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,79 ევროს (დაახლოებით 5,41 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,72 ევროს (დაახლოებით 5,20 ლარი), დიზელის საწვავი - 1,40 ევროს (დაახლოებით 4,23 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,76 ევროს (დაახლოებით 5,32 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,66 ევროს (დაახლოებით 5,02 ლარი), დიზელის საწვავი - 1,56 ევროს (დაახლოებით 4,72 ლარი). 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,64 ევრო (დაახლოებით 1,98 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,56 ევრო (დაახლოებით 1,69 ლარი), დიზელის საწვავი - 0,54 ევროს (დაახლოებით 1,63 ლარი). 

რაც შეეხება საწვავის ფასებს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,83 ევროს (დაახლოებით 2,51 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,80 ევროს (დაახლოებით 2,42 ლარი), დიზელის საწვავი - 0,78 ევროს (დაახლოებით 2,36 ლარი);  

აზერბაიჯანში -  სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,72 ევროს (დაახლოებით 2,18 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,60 ევროს (დაახლოებით 1,81  ლარი); დიზელის საწვავი - 0,29 ევროს (დაახლოებით 0,88 ლარი); 

უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,94 ევროს (დაახლოებით 2,84 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,90 ევროს (დაახლოებით 2,72 ლარი), დიზელის საწვავი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,51 ლარი); 

მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,95 ევროს (დაახლოებით 2,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,91 ევროს (დაახლოებით 2,75 ლარი), დიზელის საწვავი - 0,80 ევროს (დაახლოებით 2,42 ლარი).

ქვეყანა 

ბენზინი 95 

ბენზინი 98 

დიზელი 

 რუსეთი

 0,56 ევრო (1,69 ლ)

 0,64 ევრო (1,98 ლ)

 0,54 ევრო (1,63 ლ)

 აზერბაიჯანი

 0,60 ევრო (1,81 ლ) 

 0,72 ევრო (2,18 ლ)

 0,29 ევრო (0,88 ლ)

 უკრაინა

 0,90 ევრო (2,72 ლ)

0,94 ევრო (2,84 ლ) 

 0,83 ევრო (2,51 ლ)

 სომხეთი

 0,80 ევრო (2,42 ლ)

 0,83 ევრო (2,51 ლ)

 0,78 ევრო (2,36 ლ)

 მოლდავეთი

 0,91 ევრო (2,75 ლ)

 0,95 ევრო (2,87 ლ)

 0,80 ევრო (2,42 ლ)

 ლატვია

 1,22  ევრო (3,69 ლ)

 1,27 ევრო (3,84 ლ)

 1,13 ევრო (3,42 ლ)

 ლიტვა

 1,20 ევრო (3,63 ლ)

 1,27 ევრო (3,84 ლ)

 1,13 ევრო (3,42 ლ)

 საბერძნეთი

 1,56 ევრო (4,72 ლ)

 1,65 ევრო (4,99 ლ)

 1,34 ევრო (4,05 ლ)

 ნორვეგია

 1,66 ევრო (5,02 ლ)

 1,76 ევრო (5,32 ლ)

 1,56 ევრო (4,72 ლ)

 ნიდერლანდები

 1,72 ევრო (5,20 ლ)

 1,79 ევრო (4,41 ლ)

 1,40 ევრო (4,23 ლ)

 თურქეთი

 1,23 ევრო (3,72 ლ) 

 1,23 ევრო (3,72 ლ)

 1,13 ევრო (3,42 ლ)

 იტალია

 1,58 ევრო (4,78 ლ) 

 1,66 ევრო (5,02 ლ)

 1,45 ევრო (4,38  ლ)

 გერმანია

 1,40 ევრო (4,23 ლ) 

 1,58 ევრო (4,78 ლ)

 1,22 ევრო (3,69 ლ)

 საფრანგეთი

 1,50 ევრო  (4,54 ლ)

 1,57 ევრო (4,75 ლ)

 1,42 ევრო (4,29 ლ)

 ესპანეთი

 1,27 ევრო  (3,84 ლ)

 1,40 ევრო (4,23 ლ)

 1,17 ევრო (3,54 ლ)

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს - ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 2,47-2,55 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,33 - 2,46 ლარი; რეგულარის  ტიპის  ბენზინი - 2,24-2,34 ლარი; დიზელი 2,23-2,27 ლარი. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 5-10 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.

წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
26 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი - ბიზნეს ჰაბი შექმნა
26 აპრილი, 2018
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა