რომელი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები იზრდება ყველაზე მეტად

ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლის დონეს გამოხატავს წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავალი. ერთ მოსახლეზე შემოსავალს სხვადასხვა ინდიკატორებით ზომავენ და ყველა ამ ინდიკატორს თავისი გამოყენების არეალი აქვს. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავალს ვზომავთ იმ მიზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი ერთ მოსახლეზე შემოსავალის გამოყენებაა ყველაზე გამართლებული. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი გამორიცხავს ქვეყნებს შორის ფასების დონის სხვაობა. კეთდება დაშვება, რომ 1 აშშ დოლარს ყველა ქვეყანაში თანაბარი მსყიდველობითი უნარი აქვს.

მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2017 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მეტად ირლანდიაში გაიზარდა - 6 290 დოლარით. შემდეგ მოდის სინგაპური - 4 802 დოლარით და შემდეგ ლიბია - 4 186 დოლარით (განპირობებულია შიდა არეულობის შემდეგ მშვიდობის დამყარებით). შემოსავლების ზრდით ტოპ 10 ქვეყნიდან, 9 მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტის და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.

საქართველოში 2017 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 694 PPP დოლარით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 67-ე ადგილზეა.

2017 წელს შემოსავალი ყველაზე მეტად ქუვეითში შემცირდა - 2 377 დოლარით, შემდეგ მოდის ეკვატორული გვინეა - 1 968 და ვენესუელა - 1 902 დოლარით.

ცხრილი: ერთ მოსახლეზე შემოსავალი, (PPP) აშშ დოლარი

ქვეყანა

2016

2017

ზრდა

ირლანდია

69,248

75,538

6,290

სინგაპური

89,103

93,905

4,802

ლიბია

5,801

9,986

4,186

ლუქსემბურგი

103,286

106,374

3,087

ჰონგ კონგი

58,345

61,393

3,048

მალტა

39,510

41,945

2,435

ნიდერლანდები

51,249

53,635

2,386

ლიტვა

30,097

32,299

2,202

სლოვენია

32,216

34,407

2,191

ტაივანი

48,128

50,294

2,166

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

წინა სტატია

ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 36 პროცენტით გაძვირდა
27 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა
27 აპრილი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა