Moody’s სებ-ის ახალ საბანკო რეგულაციებს აფასებს

სარეიტინგო სააგენტო Moody’s ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს აფასებს. შეფასება შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვას ეხება. კერძოდ, სებ-ის რეგულაციით, ბანკებმა სესხები მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ უნდა გასცენ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. 

Moody’s აღნიშნავს, რომ აღნიშნული სესხების გაცემისას ჯანსაღი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. 

ამასთან, სააგენტო მიუთითებს, რომ  ცვლილებები ხელს შეუწობს საბანკო ბიზნესის ზრდას,  განსაკუთრებით, სწრაფად მზარდ და მაღალშემოსავლიან სამომხმარებლო დაკრედიტების კუთხით. ამასთან შეამცირებს საცალო სესხების პორტფელის საკრედიტო რისკებს და შინამეურნეობების დავალიანების ზრდის ტემპს.    

Moody’s აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საცალო კრედიტების ზრდა მშპ-ს ნომინალურ ზრდას უსწრებდა და მაგალითად გასული წლის ბოლოს 28%-ით გაიზარდა. კერძო სექტორის სესხების ზრდამ 11% შეადგინა. Moody’s-ის საკრედიტო შეფასება ახალ რეგულაციებზე "პოზიტიურია".

ჩვენ გირჩევთ

პროექტი

რა ღირს საწვავი ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

პროექტი

პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის"

წინა სტატია

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა
27 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

Georgia ranks 45 in the world with the number of foreign visitors
27 აპრილი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა