ინტერნეტპროვაიდერების შემოსავლები იზრდება

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა ინტერნეტ პროვაიდერებმა ჯამში 45.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიების საცალო შემოსავლები 2.4 მლნ ლარით გაიზარდა. 

კომპანიების მიხედვით, ინტერნეტის მომსახურებიდან, კომპანიების შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება: 

სილქნეტი - 19.9 მლნ ლარი

მაგთიკომი - 23.8 მლნ ლარი

ახალი ქსელები - 1.7 მლნ ლარი 

საქართველოში ინტერნეტის 645,104 აბონენტია. კომპანიების მიხედვით, აბონენტების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

სილქნეტი - 278,559

მაგთიკომი- 316,143

ახალი ქსელები - 34,483

CGC - 15,919 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა 81 738-ით გაიზარდა.

ინტერნეტის ყველაზე მეტი აბონენტი თბილისში ფიქსირდება. კერძოდ, - 342 057 ფიზიკური და 23 189 იურიდიული აბონენტი. 

აჭარაში ფიზიკური აბონენტების რაოდენობა 56641-ს შეადგენს, ხოლო იურიდიული აბონენტებისა კი 2830-ს. 

იმერეთში ინტერნეტის 75987 ფიზიკური და 3076 იურიდიული აბონენტია. ქვემო ქართლში 61414 ფიზიკური და 1643 იურიდიული აბონენტია. ყველაზე ნაკლები აბონენტი რეგიონების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში ფიქსირდება - 807 ფიზიკური და 150 იურიდიული აბონენტით.

წინა სტატია

საქარველოს ბანკისა და The Financial-ის ორგანიზებით საბანკო ფორუმი გაიმართა
30 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

Income Of Cell Phone Operators Increasing
30 აპრილი, 2018
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
მარტივი გზამკვლევი სტარტაპერებისთვის
ინტერვიუ | ოქტ, 21, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა