გასულ წელს ლარის ობლიგაცია 11-მა კომპანიამ გამოუშვა

2017 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ობლიგაციების ბაზარი. საერთო ჯამში, 11-მა კომპანიამ 442.8 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაცია გამოუშვა, საიდანაც 6 ემისია საჯარო შეთავაზების, ხოლო დანარჩენი 5 კი კერძო შეთავაზებით განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ კერძო შეთავაზებების ძირითადი ნაწილს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული შეთავაზებები წარმოადგენს, რომლებმაც 2017 წელს 243 მლნ ლარი შეადგინა. 

2017 წელს ასევე გაიზარდა ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების მოცულობა და ამ მონაცემმა მთლიანი ობლიგაციების 86 პროცენტი შეადგინა. 

საქართველოში ობლიგაციების გამოშვება ძირითადად საფინანსო სექტორზე მოდის და მთლიანი გამოშვების 73%-ს შეადგენს. 

ობლიგაციების ბაზართან შედარებით მცირე წინსვლა შეინიშნება აქციების საჯარო ემისიის კუთხით. 2017 წელს VTB ბანკმა  და სს "ნიკორამ" განახორციელეს აქციების ემისია, რომლებიც საჯარო შეთავაზების გზით განთავსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 19.9 მლნ ლარი შეადგინა.

2017 წლის ბოლოსთვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქმიანობდა 2 საფონდო ბირჟა, 1 ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, 8 საბროკერო კომპანია და 4 ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი. 8 საბროკერო კომპანიიდან 2 არ იყო საფონდო ბირჟის წევრი.

ჩვენ გირჩევთ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება მცირდება

მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი FDI-ით

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება მცირდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება მცირდება

წინა სტატია

საქართველოს ბანკი Spotlight 2018-ის წარმდგენია
01 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
01 მაისი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა