9-10 ივნისს თბილისში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართება

9-10 ივნისს ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი - უკან მომავალში: 1918 გაიმართება. ჰაკათონში მონაწილეობა მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, ისტორიის მკვლევარებს და  ჟურნალისტებს შეეძლებათ. 

ორდღიანი ჰაკათონის თემა დამოუკიდებლობის 100 წელი იქნება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გასული 100 წლის სხვადასხვა მონაცემზე იმუშაონ, შექმნან თანამედროვე და გამოყენებადი ციფრული ხელსაწყოები, ვიზუალიზაციები და სხვ. 

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 10 მაისამდე შეეძლებათ. შესაძლებელია ცალკეული მონაწილეების და ასევე გუნდების დარეგისტრირება. სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/VizHack2018 

მონაცემების პრეზენტაცია, რომელზეც ჰაკათონის მონაწილეებს მუშაობა მოუწევთ, 22 მაისს გაიმართება. შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პრეზენტაციაზე შეხვდნენ პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროდან, მათთან ერთად ადგილზევე შექმნან და დაარეგისტრირონ გუნდები.  გუნდში უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალობის 3-6 ადამიანი: დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ისტორიკოსი და ა.შ. 

მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი ერთადერთი ღონისძიებაა საქართველოში,  რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა მონაცემების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეხვდნენ ამ თემებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს და გამოცდილი მენტორების დახმარებით, თავად შექმნან სხვადასხვა სახის ციფრული ხელსაწყოები. 

ღონისძიება ForSet-ის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

წინა სტატია

რატომ არ შეცვალა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი?
01 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

Adjara Group Opens A New Stamba Hotel In Tbilisi
01 მაისი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა