დადგა დრო, შიდა საგადასახადო სამსახურს დაფინანსება შეუწყდეს

დადგა დრო, შიდა საგადასახადო სამსახურს დაფინანსება შეუწყდეს

შიდა საგადასახადო სამსახურში (IRS) მიმდინარე სკანდალები უფრო მასშტაბურია, ვიდრე უოტერგეიტი, რომელიც 70 წლებში მოხდა და 20-იან წლებში მომხდარი ტიპოტ-დოუმის სკანდალი. ყველაზე ძალოვანი და საშიში სამთავრობო სააგენტო მოქალაქეთა იმ ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, რომლებიც, თეთრი სახლისა და კონგრესმენ დემოკრატების აზრით, მათ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნიდნენ. პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი IRS-ს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა, ასევე იქცეოდნენ პრეზიდენტები ჯონ კენედი, ლინდონ ჯონსონი და რიჩარდ ნიქსონი. კონსერვატორი ანალიტიკოსები სამართლიანად ეჭვობენ, რომ კლინტონის ადმინისტრაციის დროს მათ საგადასახადო აუდიტისთვის სპეციალურად არჩევდნენ. მაგრამ არც ერთ ბრალდებას ისეთი გამოხმაურება არ ჰქონია, როგორც იმას, რომელიც, 2010 წელს რიგითმა მოქალაქეებმა წამოაყენეს. ისინი სპონტანურად უამრავ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ, რათა არსებული რეჟიმის აღმაშფოთებელი პოლიტიკისა და თავისუფლების მიმართ შექმნილი საფრთხეების წინააღმდეგ ებრძოლათ.

IRS-ის დანაშაული ობამას ადმინისტრაციისთვისაც დამახასიათებელია. კანონის შეცვლა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, კანონის შემოღება მთავრობის დადგენილებით და კანონის დარღვევა მოქმედი სამართალდამცველების მიერ ფედერალურ სააგენტოებში ამ რესპუბლიკის საფუძველს ფუნდამენტალურად აზიანებს და საფრთხეს უქმნის.

თავისუფლების დამცველებმა, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელებმა, სტრატეგიულად უნდა იფიქრონ და იმოქმედონ. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების განათლებისთვის, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, კონკრეტული კამპანიები უნდა გატარდეს. ეს გააზრებულ და მიზანდასახულ თავდასხმებს ნიშნავს.

განათლება ახლა უნდა დაიწყოს. ის, რომ უმაღლესმა სასამართლომ, ეროვნული სამსახურებრივი ურთიერთობების დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნები არაკანონიერად ჩათვალა, ბრწყინვალე ახალი ამბავია. ამას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს თავდასხმები, რომელთა კულმინაცია IRS-ის თითქმის ყველა განყოფილებისთვის დაფინანსების შემცირებაა, შუალედური არჩევნების შემდეგ, რომლებშიც დემოკრატები კატასტროფულად დამარცხდნენ. უკვე აღარ გამოიცემა რეზოლუციები, რომლებიც გადასახადების შემგროვებელ სააგენტოს საქმიანობის ჩვეულებრივად განხორციელების საშუალებას აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს ფინანსური კანონპროექტი არ მიუღია. თუკი მთავრობის მუშაობის დასრულების თავიდან ასაცილებლად რეზოლუცია აუცილებელია, მაშინ უნდა მიიღონ ერთი, მაგრამ ისეთი, რომელიც IRS-ის თითქმის ნულოვან დაფინანსებას დააწესებდა (გამონაკლისი იქნება რამდენიმე კლერკი, რომლებიც რეფინანსირებაზე მუშაობენ), ვიდრე სკანდალები სრულად და სანდოდ გამოძიებული იქნება.

თუ პრეზიდენტი ვეტოებს დააწესებს, მაგალითად, ბიუჯეტის რეზოლუციას, პასუხისმგებლობა დაეკისრება მას და არა კონგრესს.

 

შემდეგი მაკნამარა

რობერტ სტრეინჯ მაკნამარა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 1961-68 წლებში გახლდათ. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ის ტექნოკრატიის გენიოსად ითვლებოდა. ადამიანად, რომელსაც ყველაფრის ბრწყინვალედ მართვა შეეძლო (ის ჯერ Ford Motor-ის პრეზიდენტად დაინიშნა, შემდეგ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ პენტაგონის უფროსად დანიშნა) კრიზისული სიტუაციების ცივი და მეცნიერული ანალიზების გასაოცარი მრავალმხრივობის გამო. მაკნამარამ თავისი გრანდიოზული აზროვნება გამოიყენა, რათა სამხრეთ ვიეტნამში, პრობლემურ და მზარდ კომუნისტურ დაზვერვაზე ზეწოლა მოეხდინა. ის ფიქრობდა, რომ „ესკალაცია“ იყო გამარჯვების გასაღები, რომ აშშ-ის მზარდი სამხედრო ძალების ეტაპობრივი გამოყენება აიძულებდა ჩრდილოეთ ვიეტნამს, რომელიც სამხრეთის მეამბოხეების ხელმძღვანელი და დამხმარე იყო, თავისი დამარცხება ეღიარებინა. მაკნამარამ ძალიან დიდი ფსონი გააკეთა მტრის „დაღუპულების აღრიცხვაზე“ და სხვა მონაცემებზე, რათა გაეგო, თუ ჩვენ გამარჯვებასთან რამდენად ახლოს ვიყავით. აშშ-მ პირველი ომი წააგო. მაკნამარა გვერდზე ძალიან გვიან გადგა.

დამამშვიდებელი პრიზის სახით, მაკნამარამ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტი მიიღო, სადაც ის „სიღარიბესთან ბრძოლისთვის“ გამოყოფილ თანხებს იყენებდა. მიეცით საკმარისი თანხები მესამე სამყაროს ქვეყნებს და ეგ არის, დაავადებათა რიცხვი შემცირდება, სკოლები ფუნქციონირებას დაიწყებს და ეკონომიკა გაძლიერდება, ვინაიდან ყველა სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. სამწუხაროდ, სიღარიბე არსებობს და კორუფცია ვითარდება.

მაკნამარა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ჰენკ პოლსონის სახით, ბიუჯეტის ცუდი დაგეგმარების გრანდიოზულობა კვლავ ცოცხალი და ჯანმრთელია.

ის არ კმაყოფილდება იმით, რომ მას ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე რთულ კრიზისზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება – მუდმივი შეცდომების გამო, მისი საქმიანობის შედეგებმა ჩვენ და მთელი სამყარო ამ დღეში ჩაგვაგდო და ახლა მას სურს გაუძღვეს გამოწვევას, რათა გლობალური დათბობისგან გადაგვარჩინოს. New York Times-იოლსონს მოიხსენიებს, როგორც ადამიანს, რომელიც გამუდმებით იმეორებს ერთსა და იმავე წუხილს, რომ თუ ჩვენ არ გავათავისუფლებთ პლანეტას ნახშირჟანგის გამონაბოლქვისგან, მასზე გადასახადების დაწესების გზით, ის დაიწვება, სანაპირო ქალაქები კი ადიდებული ოკეანეების ქვეშ აღმოჩდება.

სად არის ამ ყველაფრის დასაწყისი, სავარაუდოდ, არავინ იცის. ფაქტობრივად, გლობალური დათბობის საკითხი სათანადოდ გადაწყვეტილი არ არის და მტკიცებულებანი მთელი მსოფლიოს ალ გორებისთვის უფრო და უფრო არასასურველი ხდება. ტემპერატურა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, მზეზე არსებული ლაქების გამოც იცვლება. მსგავსი ცვლილებები უძველესი დროიდან ხდებოდა. ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ ჩვენ კვლავ აღდგენის პროცესში ვიმყოფებით მცირე გამყინვარების ეპოქიდან, რომელიც დაახლოებით 1300 წლებში დაიწყო და 1800-ანი წლების დასაწყისამდე არ დასრულებულა. ამ ცივი ტალღის მოსვლამდე, სამხრეთ ინგლისში ღვინის წარმოება იყო გავრცელებული.

მაშინაც კი, თუ თქვენ ანთროპოგენური მიზეზით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების გჯერათ, არასასურველი სიმართლე მიგვითითებს, რომ ზოგადად, დათბობას უფრო მეტი დადებითი აქვს, ვიდრე საზიანო. მიუხედავად ამისა, პოლსონს სურს, უფრო მეტი გადასახადი დაგვიწესოს, რათა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გვაიძულოს. ღმერთო ჩემო, ნუთუ არ წაგიკითხავთ გერმანიისა და დანიის შესახებ, რომლებმაც განახლებადი ენერგეტიკის დასანერგად ყველაფერი იღონეს? გერმანიაში ელექტროენერგიის საფასური სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, თუმცა პოლსონი ენერგეტიკის ფასების სხვაობას ადვილად უარყოფს, – „განახლებად ენერგიას შეუძლია განდევნოს ბინძური საწვავები მაშინვე, როგორც კი დაბინძურების გადასახადების აღრიცხვა დაიწყება“. დიახ, თუ მონაცემები არ გაწყობთ, დამატებითი გადასახადები დააწესეთ! როგორ გადასახადს დააწესებს ასობით ათასს ფრინველზე, მათ შორის, გადაშენების საშიშროების წინაშე მდგომ სახეობებზე, რომლებიც ქარის წისქვილების გამო იღუპება?

ბოლო წლებში, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის სახელით, განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის სხვადასხვა სახის სუბსიდიებზე დაახლოებით $1 ტრილიონი იყო გამოყოფილი. ერთი წუთით დაფიქრდით იმაზე, ამ ყველა რესურსით კაცობრიობის კეთილდღეობისთვის რისი გაკეთება იყო შესაძლებელი, თუ ის ახალ პროდუქტებსა და მომსახურებებში იქნებოდა ინვესტირებული და გამოყენებული ისეთი დაავადებებისთვის საჭირო კვლევებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ალცჰეიმერი, ან უფრო მეტი მოსავლის მიღებისთვის ბრძოლაში. სხვათა შორის, აშშ-ში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მოცულობა მცირდება და ნაწილობრივ ეს ბუნებრივი აირის მოპოვებაში მომხდარი რევოლუციის წყალობით ხდება.

ნაცვლად იმისა, რომ, მაკნამარას მსგავსად, გრანდიოზული პროექტები მოგვახვიოს თავს, პოლსონი იმაზე უნდა დაფიქრდეს, თუ მთელი მსოფლიო გულის გაჩერების მტკივნეულ ფინანსურ ვერსიას რატომ უახლოვდება.

მთავარი მიზეზი სუსტი დოლარის პოლიტიკაა, რომელსაც თავად ის და მისი წინამორბედნი ახორციელებდნენ. სუსტი ფინანსური პოლიტიკა ყოველთვის ეკონომიკურ კრიზისებს წარმოშობს. ჰკითხეთ არგენტინას. პოლსონი და მსოფლიო ვერ ხვდებიან ფულადი ზომების ღირებულებას, იმას, თუ როგორ განიზომება ისინი. ეს კომერციას უსაზღვროდ უწყობს ხელს, ბარტერის უიმედოდ დიდ პროცესს ანაცვლებს. ფული პროდუქტებსა და მომსახურებებზე მოთხოვნილებას წარმოადგენს ისევე, როგორც პალტოს ნომერი რესტორანში მისი კუთვნილების დამადასტურებელია. ფულადი სისტემა ნდობაზეა ძლიერ დამოკიდებული. ფალსიფიცირება არის უკანონო, ვინაიდან ის ქურდობის ფორმას წარმოადგენს –არაფრისგან ქმნის ფულს. როდესაც მთავრობა მხოლოდ ამას აკეთებს, ამას „სტიმულირება“ ეწოდება. ჯონ ლოკის ცნობილი სიტყვების თანახმად, როდესაც ხელისუფლება ფულის ღირებულებას ცვლის, კრედიტორი მოტყუებული რჩება.

როდესაც ფულს ფიქსირებული ღირებულება აქვს, რომელიც დოლარს ოქროს სტანდარტით 180 წლის მანძილზე ჰქონდა, ეს ყოველთვის გრძელვადიან ზრდას იწვევს.

შესუსტებული დოლარი პოლსონს არ ანაღვლებს, ვინაიდან, მისი აზრით, აშშ-ის ექსპორტს ეს ხელს შეუწყობს. ამის შესახებ ჯონ ლოკის მსგავსად იფიქრეთ: დოლარის შესუსტება არის მოტყუების ფორმა: ის არ განსხვავდება ვინმესთვის ერთი ფუთი ყველის მიყიდვისგან, რომელიც სინამდვილეში 14 უნციას იწონის.

როდესაც ვალუტას ასუსტებთ, ფული სამომხმარებლო საქონელსა და სხვა მყარ აქტივებში გადაინაცვლებს. თუმცა პოლსონი, მისი უშუალო წინამორბედნი და ფედერალური სარეზერვო სამსახური, სუსტ დოლარსა და ნავთობის ფასების ზრდას, ან გაბერილ ფასებს უძრავ ქონებაზე, ერთმანეთთან არასდროს აკავშირებდნენ.

პოლსონმა მაკნამარას, მოცულობით მსგავსი, სხვა შეცდომებიც განახორციელა: მისი სიბეცე იმ გამანადგურებელი ზიანის მიმართ, რომელსაც არსებული ფასების მიხედვით გადაფასების ახალი პრინციპები ისედაც უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბანკებს აყენებენ (როდესაც 2009 წლის მარტში წარმომადგენელთა პალატამ ვირტუალური შეჩერება შემოიღო, დათვის ბაზარი უეცრად გაჩერდა და აქციების ფასებმა მოიმატა); მისი გადაწყვეტილება, დაეხმაროს Bear Stearns-ის კრედიტორებს (შექმნა მოლოდინი, რომ Lehman Bros-ი ანალოგიურად მოიქცეოდა და როდესაც ეს არ მოხდა, პანიკა დაიწყო); მისმა დაუმუშავებელმა „შემოთავაზებამ, რომელზეც უარს ვერ იტყვით“, აიძულა გადახდისუნარიანი ბანკები მიეღოთ Tarp-ის ფული, რის შედეგადაც ისინი ფედერალური მთავრობის ვირტუალურ ვასალებად იქცნენ; და მისი უამრავი შემთხვევითი არჩევანი, თუ რომელ დაწესებულებებს დაადოს ყადაღა, რომლებმა უნდა შეწყვიტონ არსებობა და რომლებმა გააგრძელონ საქმიანობა.

ამ ყველაფერმა შექმნა კატასტროფული არეულობა, რომელმაც საშინელი დოდ-ფრანკის კანონის მიღება და კონსტიტუციის მასობრივი დარღვევები გამოიწვია. მათ შორის ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ უპრეცედენტო ძალაუფლების მითვისება. არ არის გასაკვირი, რომ აშშ-ისა და მსოფლიოს ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *