რამდენად ხშირად იყენებენ საბანკო სერვისებს საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში საფინანსო ინსტიტუტში ანგარიში მოსახლეობის 61.2%-ს აქვს გახსნილი, რაც ჩამოუვარდება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, აღნიშნულ რეგიონში ანგარიში საფინანსო ინსტიტუტში მოსახლეობის საშუალოდ 65.1%-ს აქვს გახსნილი. აღსანიშნავია, რომ იმ მოსახლეობის წილი, ვისაც ანგარიში აქვს ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაიზარდა, - 2014 წელს მსგავსი მოსახლეობის წილი მხოლოდ 36.7% იყო. 

მსოფლიო ბანკის The Global Findex-ის მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტში ანგარიში 2014-დან 2017 წლების ჩათვლით, 515 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 69%-ს ბანკში თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტში აქვს ანგარიში გახსნილი. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საბანკო ანგარიში მოსახლეობის 94%-ს აქვს გახსნილი, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 63%-ს. 

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში საფინანსო ინსტიტუტში ანგარიში მოსახლეობის მხოლოდ 28.6%-ს აქვს გახსნილი, სომხეთში 45.3%-ს, თურქეთში 67.7%-ს, ხოლო რუსეთში კი 75.8%-ს. 

შვედეთში აღნიშნული მაჩვენებელი 99.7%-ია, ფინეთში 99.8%, გერმანიაში 99.1%, საფრანგეთში კი 94.0%. 

კვლევის მიხედვით, საქართველოში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრონული გადახდით მოსახლეობის 53%-ს უსარგებლია, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგონში კი ეს მაჩვენებელი 60.4%-ია. საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში ბოლო 1 წლის განმავლობაში ელექტრონული გადახდით მოსახლეობის მხოლოდ 24.6%-მა ისარგებლა, სომხეთში 41.5%-მა, რუსეთში 70.5%-მა, ხოლო თურქეთში კი 63.8%-მა. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოში ელექტრონული გადახდით მოსახლეობის მხოლოდ 20.8% სარგებლობდა. 

კომუნალური გადახდებისთვის ელექტრონული საშუალება ბოლო ერთ წელში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 16.3%-მა გამოიყენა. ინტერნეტი გადასახადების გადახდისთვის ბოლო 12 თვეში საქართველოს მოსახლეობს მხოლოდ 13.5%-მა გამოიყენა. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეს მაჩვენებელი 30.6%-ია.

ბანკები ელექტრონული გადახდები კვლევა

წინა სტატია

“ცარიელი შპრიცების” გაყალბებული რეფორმა
07 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

აპრილში უცხოური ვალუტის რეზერვები 32 მილიონი დოლარით გაიზარდა
07 მაისი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა