“ბრავო რექორდსი” ონლაინ ლეგალური მუსიკის მაღაზიის “ბრავისიმოს” აღდგენას გეგმავს

“ბრავო რექორდსი” ონლაინ ლეგალური მუსიკის მაღაზიის “ბრავისიმოს” აღდგენას გეგმავს

“ბრავო რექორდსი” ონლაინ ლეგალური მუსიკის მაღაზიის “ბრავისიმოს” აღდგენას გეგმავს. კომპანიის პრეზიდენტი ზაზა შენგელია ფორბსთან ინტერვიუში ამბობს, რომ  თავდაპირველად მაღაზია მეკობრეობის პრობლემების გამო დაიხურა. ონლაინმაღაზიაში ქართული მუსიკა 50 თეთრი ღირდა, უცხოური მუსიკა კი 90 თეთრი. 

“მართალია, იგივე მუსიკა სხვადასხვა საიტზე უფასოდ იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ – არალეგალურად. ჩვენ გვინდა, რომ ლეგალური ონლაინმაღაზია არსებობდეს მუსიკოსებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი მუსიკა გაყიდონ. ჩვენ ასევე 5 წელი ვმუშაობდით, რომ გავმხდარიყავით მთავარი რექორდლეიბლების პარტნიორი და ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, რომლებიც გავხდით Warner Music-ის, Sony Music-ის, და ძალიან მალე გავხდებით Universal Music-ის პარტნიორები. და მომავალში ბევრი ინიციატივა გვექნება ისეთი, რაც წაადგება იმას, რომ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია შედგეს როგორც სრულფასოვანი ბიზნესი”, – ამბობს ზაზა შენგელია. 

ინტერვიუ ზაზა შენგელიასთან სრულად ფორბსის მაისის გამოცემაში წაიკითხეთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *