მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე წელს 4.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობდა, ახალი პროგნოზი კი 4.5%-ს შეადგენს. WB აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზი პოზიტიურია. მიზეზად გამოჯანსაღებული საგარეო ფაქტორები სახელდება, რის შედეგადაც მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ საქართველოში გაიზრდება ექსპორტი, FDI და ფულადი გადმორიცხვები. 

დაგეგმილი რეფორმების წარმატებით იმპლემენტაციის შემთხვევაში მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ 2020 წლისთვის საქართველოში მშპ-ს ზრდის ტემპი 5% იქნება. 

წლის ბოლომდე მსოფლიო ბანკი ინფლაციის ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბრუნებას ვარაუდობს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი ბანკის პროგნოზით 2020 წლისთვის 9%-ზე დაბალი იქნება. 

ამასთან ბანკი ვარაუდობს, რომ საქართველოში შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ბიუჯეტიდან ხელფასებზე გადახდილი თანხა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ საჭიროა სოციალური დახმარებებისა და სუბსიდიების უკეთ ტარგეტირება. 

“მთავრობის ფისკალური დეფიციტი 2020 წლამდე მშპ-ს 3%-მდე შემცირდება“, - აღნიშნავს მსოფლიო ბანკი და დასძენს, რომ საქართველოში საკმაოდ დიდია შესაძლებლობა რეგიონებში დასაქმების, მიღმა სოფლის მეურნეობისა, რისი სწორი გამოყენებაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას. 

WB მიუთითებს, რომ მომდევნო წლებში სიღარიბის შემცირებაში საკმაოდ მცირე როლს შეიტანს პენსიები და სხვა სოციალური დახმარებები, განსხვავებით 2010-2015 წლებისგან. 

რაც შეეხება რისკებს: მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები. 

მეორე გამოწვევად სახელდება სახელმწიფოს მიერ გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების დადება (PPA). ბანკი აღნიშნავს, რომ გასული წლის ბოლოს მთავრობას  მსგავსი 72 ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. საუბარია სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებზე. PPA ხელშეკრულებების დადება მთავრობას IMF-ის ახალი პროგრამითაც ეზღუდება. სავალუტო ფონდიც მიიჩნევს, რომ ამით ბიუჯეტის ფისკალური რისკი იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა მსოფლიო ბანკი ხაზს უსვამს რომ საქართველოს სჭირდება დამატებითი გენერაცია ენერგეტიკის სექტორში, რადგამ მკვეთრად არის გაზრდილი მოხმარება. მსგავსი ხელშეკრულებების დადება კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონით დარეგულირდება, რომელსაც მთავრობა სავარაუდოდ მიმდინარე წელს დაამტკიცებს.

მესამე რისკად სახელდება ლარის შესაძლო გაუფასურება და მაღალი დამოკიდებულება საგარეო ფაქტორებზე. 

მეოთხე გამოწვევად კი მსოფლიო ბანკი რეგიონებში სიღარიბის მაღალ მაჩვენებელს ასახელებს. ბანკი მიუთითებს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა და სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქტიულობის გაზრდა ამ პრობლემის გადასაჭრელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს დააფინანსებს

World Bank: საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მესამე უდიდესი მომპოვებელია

საქართველოს ბანკი საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს დააფინანსებს

საქართველოს ბანკი საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს დააფინანსებს

ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ბანკი მშპ

წინა სტატია

Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
09 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

ვალერი ჩეხერია ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დასახელდა
09 მაისი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა