IFC-მ საქართველოს ბანკი საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

საქართველოს ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალი ბიზნესმენებისთვის 2017  წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად დაასახელა. საქართველოს ბანკმა ჯილდო "ქალთა საბანკო მომსახურების პროგრამის" ფარგლებში მიიღო. 2008 წლიდან საქართველოს ბანკი აქტიურად იყენებს გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის  რესურსებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბანკის კორპორაციულ კლიენტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ბიზნესმენ ქალებს. ამ რესურსით ბანკი მათ სავაჭრო ოპერაციებისთვის დაფინანსებას აძლევს. 

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა გრძელვადიანმა პარტნიორმა IFC-მ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საუკეთესო საფინანსო ინსტიტუტად დაგვასახელა. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია გაზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსებზე დამწყები, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებსაც სათავეში ქალები უდგანან. საქართველოს ბანკი მათ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და ბიზნესის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენაში ეხმარება. საქართველოს ბანკი გეგმავს, კვლავ დარჩეს მოწინავე პოზიციებზე და ხელი შეუწყოს, ქართულ ბიზნესში ქალების როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ". 

იან ვან ბილსენმა, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში განაცხადა: „საქართველოს ბანკი IFC-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ბანკი გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალ ბაზრებზე ვაჭრობის განვითარების, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების  ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაში. ვულოცავთ საქართველოს ბანკის გუნდს ამ დამსახურებულ ჯილდოს.“

წინა სტატია

ვალერი ჩეხერია ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დასახელდა
09 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

სად უყვართ ფეისბუკი?
10 მაისი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა