აპრილში სახელმწიფო ვალი 208 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 208 მლნ ლარით გაიზარდა და 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 54 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 118 მლნ ლარით გაიზარდა. აპრილში საშინაო სახელმწიფო ვალი 90 მლნ ლარით გაიზარდა.

30 აპრილის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 12.9 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.7 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 720 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 532 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.4%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

ჩვენ გირჩევთ

ცუკერბერგის ქონება $13 მილიარდით გაიზარდა

დიდი ბიუროკრატია, მცირე თავისუფლება

ცუკერბერგის ქონება $13 მილიარდით გაიზარდა

ცუკერბერგის ქონება $13 მილიარდით გაიზარდა

საგარეო ვალი საშინაო ვალი სახელმწიფო ვალი

წინა სტატია

S&P оценивает банковскую систему Грузии
14 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

რა თანხას ხარჯავენ და რამდენი ხნით რჩებიან ტურისტები საქართველოში
15 მაისი, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა