სინგაპურიდან დანახული ევროზონის კრიზისი

სინგაპური, რომლის ვაჭრობის მთლიანი მოცულობა სამჯერ აღემატება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს,მსოფლიოს თავისუფალი ეკონომიკური მოდელის სამაგალითო ნიმუშია. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მიერ გაკეთებული გამაფრთხილებელი პროგნოზი ევროზონის კრიზისის მოსალოდნელი გაჭიანურების შესახებ გაგებულ უნდა იქნას, როგორც შექმნილი სიტუაციის სამომავლოდ გაუარესების საშიშროება.

სინგაპურის მთავრობის მიერ გამოთქმული ვარაუდის თანახმად, 2011 წლის 5%-იანი ზრდისა და რეცესიის შემდგომი 2010 წლის 14.5%-იანი მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, 2012 წელს ეკონომიკური ზრდა 1%-დან 3%-მდე შემცირდება.ეს ყველაფერი არამდგრადობაზე მეტყველებს.

სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას გამორიცხა განვითარებულ ეკონომიკებში ტოტალური ფინანსური კრიზისის რისკი, ასევე აზიის განცალკევების საშიშროება დასავლელი სავაჭრო პარტნიორებისგან აზიის განცალკევების საშიშროება. აზიის ქვეყნებს ბევრი რამ განასხვავებს დასავლეთის პარტნიორებისაგან. თუმცა არასწორი იქნება სინგაპურის სტატისტიკის მთელ რეგიონზე ექსტრაპოლაცია, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ არ შედის განვითარებული აზიის შემადგენლობაში. გარდა ამისა ინდონეზიამ მალაიზიასთან ერთად პირველ კვარტალში განიცადა მნიშვნელოვანი ზრდა. რის ფონზეც ტაილანდის ვაჭრობის ზრდის მაჩვენებლის კლება,რაც წყალდიდობით იყო გამოწვეული, მართლაც უმნიშვნელოა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ჩინეთი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ შეძრა ეკონომიკური ბაზარი თავისი ყოველკვირეული სამრეწველო ინდექსის მკვეთრი დაცემით.

სინგაპური, გარდა წამყვანი სავაჭრო ქვეყნის სტატუსისა, გლობალური ფინანსური ცენტრის როლსაც ითვისებს. ეს უკანასკნელი თავშეყრის ადგილია აზიელი ექსპერტ-დამკვირვებლებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ქვეყნის ეკონომიკის მომავლის განსაზღვრაში, ასევე უარყოფითი რისკების შეფასებაში. უმთავრეს რისკად კვლავაც ევროზონის კრიზისი აღიქმება, რომელიც ბანკებსა და ევროპის მონეტარული სისტემის ერთიანობას საფრთხეს უქმნის.

IHS -ის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წამყვანი ეკონომისტი რაჯივ ბისვასი მიიჩნევს, რომ მიმდინარე კრიზისი არის მთავარი დაბრკოლება აზიაში წარმოების განვითარებისთვის. გლობალურ მარკეტზე მსგავსი სისტემური შოკი იწვევს შიდა ზრდის მექანიზმების მოშლას ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი. ბისვასი რისკების შეფასებისას ევროს, როგორც ერთიანი მონეტარული სისტემის კრახის შესაძლებლობას 35%-იანი ალბათობით აფასებს. უფრო სავარაუდოა, რომ IHS-ის მოლოდინის თანახმად, ევროპამ მოახერხოს და დაძლიოს სირთულეეები. იმის შესაძლებლობას, რომ კრიზისი ახალ, ნაკლებად მტკივნეულ ფაზაში გადავა, ბისვასი 60%-იანი ალბათობით ვარაუდობს.ბისვასის აზრით, ევროპას ჯერ კიდევ შეწევს ძალა თავი დაიხსნას კრიზისისგან, თუ ხსნის ფონდი სათანადოდ იქნა დაფინანსებული და თუ ევროპის ცენტრალური ბანკი ხელს შეუწყობს კრედიტორებს. ამაზე დაყრდნობით IHS აზიაში შემდეგი წლისთვის 5,4%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო იაპონიის მიწისძვრის შემდგომი რეაბილიტაცია პატარა ქვეყნებს დაეხმარება ზრდაში, მაშინ როცა კრედიტების დაბალი დონე ჩინეთში გამოიწვევს შიდა ზრდის დაცემის ტემპის კლებას 9,7% დან 8/2%-მდე.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Standard Chartered Bank- ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი რეი ფერგიუსონი ერთ-ერთი კომპეტენტური ექპერტია ევროზონის კრიზისის რისკების შეფასებისას. ფერგიუსონს მიაჩნია, რომ 2008 წელის Lehman Brothers-ის კრახით გამოწვეული კრიზისგან განსხვავებით, ამჟამინდელი ევროპის საკრედიტო კრიზისი უფრო ნელი ტემპით ვითარდება. ბისვასის მსგავსად, ფერგიუსონიც მიიჩნევს, რომ უფრო სავარაუდოა, ევროპამ მოახერხოს სიტუაციის შემობრუნება, თუმცა ის არ საუბრობს კონკრეტულ პროცენტებზე ერთი ან მეორე სავარაუდო სცენარისა.

Standard Chartered Bank როგორც ახალი განვითარებადი ეკონომიკური ბაზრების კრედიტორი, ფაქტობრივად, დაცულია ევროპული საკრედიტო ვალდებულებისგან, რასაც ვერ ვიტყვით ბრიტანეთის სხვა ბანკებზე. ევროპაში საკრედიტო სექტორის სივიწროვე და საერთო მოთხოვნის კლება,ფერგიუსონის აზრით, საგანგაშო გავლენას ახდენს აზიის ვაჭრობაზე ორიენტირებულ ბაზრებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები მნიშვნელოვანია 2013 წლის პერსპექტივაში და ნაკლებად გამოდგება ამ პერიოდში კრიზისთან საბრძოლველად. Forbes-თან ინტერვიუში ფერგისოუნი აცხადებს: „ვაჭრობის ბორბალი ჯერ კიდევ ტრიალებს" და იგი იმედს ამყარებს ინდონეზიაზე, როგორც სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმარისი სამომხმარებლო საკრედიტო ბაზრები ჯერჯერობით არ გააჩნია. ასევე აღსანიშნავია რომ Standard Chartered Bank ინდონეზიური ბანკ Permata-ს 44,5% მფლობელია. ბანკის უკანასკნელი აქტიურობიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ინდონეზიის მთავრობას ურჩიეს გამოეშვათ 1 მილირდის ღირებულების ისლამური აქციები.

სულ რაღაც ათიოდე წლის წინ პრაქტიკულად გაკოტრებული ინდონეზიის მსგავსი განვითარებადი ბაზრებისა და ევროპის მსხვილი მსესხებლების ბედის შეცვლისადმი ირონიული დამოკიდებულება სულ უფრო ძლიერდება. მაგალითისთვის, საფრანგეთის ათწლიანი ობლიგაცია ამჟამად 3,7%-იანჯ მოგებას იძლევა, რის გამოც მყიდველების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეს წარმოადგენს. შედარებისთვის Standard Chartered Bank-მა გასულ კვირას გაყიდა ინდონეზიის 7-წლიანი ობლიგაცია 4%-იანი შემოსავლით, რადგანაც ანაზღაურების შანსი ცოტათი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დიდი შვიდეულის წევრი საფრანგეთის ბისვასი აღნიშნავს რომ „ბაზელის მეორე წესი" ბანკებისგან მოითხოვს ნაკლებრისკიან კაპიტალდაბანდებებს, და არა მასობრივ ინვესტიციებს ინდონეზიის მსგავს ბაზრებზე. იგი განმარტავს, რომ ევროპის AAA რეიტინგის მქონე მთავრობებისათვის ფულის სესხება უფრო უსაფრთხო ინვესტიციად ჩაითვალა და დანაკარგების საკომპენსაციოდ ნაკლები რეზერვების აკუმულირება მოხდა. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ბანკებმა შეისყიდეს იტალიისა და საბერძნეთის მსგავსი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციები. ბისმასის აზრით, ობლიგაციებმა მთლიანად ევროპას შეუქმნა საფრთხე.

 

წინა სტატია

Facebook-ი ფულში ცურავს
20 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

სარგებელზე ორიენტირებული ბიზნესის უარყოფითი გავლენა ინოვაციებსა და ამერიკის ეკონომიკაზე
24 დეკემბერი, 2011
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა