რა თანხას ხარჯავენ და რამდენი ხნით რჩებიან ტურისტები საქართველოში

2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა, რაც 17.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7%, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ. სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების 63.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 30.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.1 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. შემდეგ მოდის 15-30 წლის კატეგორია (28%) და 51-70 წლის კატეგორია (24%).  ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.7 პროცენტს შეადგენდა.

რაც შეეხება ვიზიტების მიზანს, როგორც აღმოჩნდა საქართველოში შემოსული უცხოელი მოგზაურების უმეტესობის მიზანი დასვენება, გართობა და რეკრეაციაა - ამ კატეგორიაზე მთლიანი მოცულობის 37.7% მოდის. მეგობრებისა და ნათესავების მონახულებას კი მთლიანი მოცულობის 22.2% უკავია. მას მოსდევს ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად, - 18.1%. "შოპინგისა" და საქონლის შეძენისთვის კი ვზიტორების 9.5% შემოვიდა საქართველოში. პროფესიულ და ეკონომიკურ საქმიანობაზე მთლიანი მოცულობის 8.2% მოდის. მკურნალობასა და გაჯანსაღებაზე კი 2,7%. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი.

2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (3.8 ღამე) 13 პროცენტით აღემატება. განხორციელებული ვიზიტების 75 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული წლიური ხარჯები 5.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 31.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი, წინა წელთან შედარებით, 9.4 პროცენტით გაიზარდა და 888.7ლარი შეადგინა.

ჩვენ გირჩევთ

რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ

აპრილში საქართველოს ექსპორტი 8.3 პროცენტით გაიზარდა

რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ

რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ

ტურიზმი ვიზიტორები ტურიზმი საქართველოში

წინა სტატია

აპრილში სახელმწიფო ვალი 208 მილიონი ლარით გაიზარდა
15 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად იზრდება
15 მაისი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა